ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი გენერატორები

სტაბილურობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილებაა. გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ისეთი როგორიცაა ელექტრო ენერგიის შეზღუდვა, ცვლიან ჩვენს გეგმებს და ხშირად საქმეს გვიფუჭებენ. იქნება ეს კომერციული თუ სამეურნეო საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში გენერატორი ყველაზე სწორი და მარტივი გამოსავალია.

საქმიანობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია განტვირთვა, ძალების აღდგენა შემდგომი გეგმებისთვის. განტვირთვის ჩაშხამებაც შეუძლია ელექტრო ენერგიის არასტაბილურობას. შესაძლოა თქვენს საყვარელ გადაცემას ვერ უყუროთ დაჩაზე ან ინტერნეტის გარეშე დარჩეთ. გაიხსენეთ თქვენი შვილები ინტერნეტის გარეშე რა დღეში ვარდებიან. მოკლედ, ყველა ამ უსიამოვნებას კარგი გენერატორი აგარიდებთ.

ეკონომიური გენერატორი

მძლავრი გენერატორი

ინვერტორული გენერატორი

გენერატორის არჩევა

გენერატორის არჩევისას მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მისი სიმძლავრეა. გენერატორის სიმძლავრე განსაზღვრავს, თუ რამდენი მოწყობილობის ამუშავება შეუძლია. თითოეულ ელექტრო მოწყობილობას გააჩნია თავისი ელექტრო მოთხოვნა, რომელიც ვატებში გამოისახება. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ყველა ელექტრო მოწყობილობის ელექტრო სიმძლავრის მოთხოვნა და ამის მიხედვით აარჩიოთ გენერატორი. თუ ეკონომიის გაკეთება გინდათ, სიაში შეიყვანეთ ყველაზე საჭირო მოწყობილობები. ასე თქვენ დაზოგავთ ფულს გენერატორის შეძენისას და შემდგომი გამოყენებისას, რადგან მძლავრი გენერატორი მეტ საწვავს წვავს.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

schpindel generatori benzinze

ბრენდი SCHPINDEL

პროდუქტის ტიპი გენერატორი

სიმძლავრე 1.1kw

კვების წყარო 220-240V

ავზის მოცულობა 6 l

საწვავის ტიპი ბენზინი

კუბატურა 98cc

სტარტერი მექანიკური

ზეთი 10-30W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 27

თუ თქვენი ელექტრო მოწყობილობების სიაში არ შედის მძლავრი ელექტრო დანადგარი, მაშინ შპინდელის 1100 ვატიან გენერატორს შემოგთავაზებთ. შპინდელის ეს გენერატორი კომპაქტურია და მისი გადაადგილება არ არის რთული. აქვს დაბალი კუბატურის ძრავი, შედეგად ძალიან ეკონომიურია. მოკლედ, თუ ეკონომიურ და არა მძლავრ მოდელს ეძებთ შპინდელის 1100 ვატიანი გენერატორი მშვენიერი არჩევანი იქნება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ეკონომიურობა

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

schpindel generatori benzinze2

ბრენდი SCHPINDEL                

პროდუქტის ტიპი გენერატორი  

სიმძლავრე 2.8kw              

კვების წყარო 220-240V        

ავზის მოცულობა 15 l      

საწვავის ტიპი ბენზინი         

კუბატურა 196cc  

სტარტერი მექანიკური    

ზეთი 10-30W

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 49

თუ 1100 ვატი არ არის საკმარისი 2800 ვატიან შპინდელის ეკონომიურ გენერატორზე რას იტყვით? ეს გენერატორი საშუალებას მოგცემთ აუცილებელი მოწყობილობები ყოველთვის ჩართული გქონდეთ. არ აქვს მაღალი, შემაწუხებელი ხმა. სულ რაღაც 49 კილოგრამს იწონის და სათავსოდან გამოღება და განკუთვნილ ადგილას განთავსება არ იქნება რთული. საკმაოდ ეკონომიურია და გამძლე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ეკონომიურობა

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

tolsen generatori

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი გენერატორი

სიმძლავრე 3.0kw

კვების წყარო 220-240V

ავზის მოცულობა 16 l

საწვავის ტიპი ბენზინი

სტარტერი ავტომატური

ზეთი 10-30W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 47.1

ტოლსენის TOL1762 გენერატორი 3000 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. 3000 ვატი შესაძლებლობას მოგცემთ ჩართოთ მრავალი დანადგარი. ტოლსენის გენერატორის მეშვეობით შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა და საქმიანობა სრულფასოვნად, რა თქმა უნდა თუ ფიქრობთ, რომ 3000 ვატი ყველა საჭირო მოწყობილობას გაწვდება. თუ ასე არ არის შემდეგი ჩვენს სიაში შპინდელის 5500 ვატიანი მოდელია. ტოლსენის გენერატორს გააჩნია ავტომატური სტარტერი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია გენერატორის ასამუშავებლად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ეკონომიურობა

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

schpindel generatori benzinze3

ბრენდი SCHPINDEL

პროდუქტის ტიპი გენერატორი

სიმძლავრე 5.5kw

კვების წყარო 220-240V

კომპლექტაცია სახელური და ბორბლები

ავზის მოცულობა 25 l

საწვავის ტიპი ბენზინი

კუბატურა 389cc 

სტარტერი მექანიკური

ზეთი 10-30W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 86

5500 ვატიანი შპინდელის გენერატორი კომერციული მხოლოდ იმ შემთხვევაში აირჩიეთ, თუ თქვენი ელექტრო დანადგარების ელექტრო ენერგიის მოთხოვნა 4000 ვატს ცდება, სხვა შემთხვევაში არ იქნება გონივრული მძლავრი გენერატორის შეძენა, რადგან იმაზე მეტ საწვავს მოიხმარს ვიდრე თქვენ დაგჭირდებათ. 86 კილოგრამს იწონის, რაც ასაწევად რთულია. ამიტომაც მოყვება კომპლექტაციაში ბორბლები და საფეხური. გენერატორის გადაადგილებას მარტივად შეძლებთ ბორბლებით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

TOLSEN TOL1648-79986 ბენზო გენერატორი inverter 1.8KW

tolsen benzo generatori

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ინვერტორული

სიმძლავრე 1.8kw

კვების წყარო 220-240V

ავზის მოცულობა 4 l

საწვავის ტიპი ბენზინი

სტარტერი მექანიკური

ზეთი 10-30W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 20

ბოლოს, ტოლსენის TOL1648 ინვერტორული გენერატორი განვიხილოთ. ინვერტორული სისტემა ახალია გენერატორებში. გენერატორები ინვერტორული სისტემით ხდება უფრო მძლავრი, ეკონომიური, ჩუმი და კომპაქტური. მისი წაღება პიკნიკზეც კი შეგიძლიათ და ინვერტორული გენერატორის წაღებით პიკნიკი წვეულებად შეგიძლიათ აქციოთ.

უპირატესობები:

  • ინვერტორული სისტემა
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე
  • დაბალი ხმა
  • ეკონომიურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება