კიბე - ჩაუნაცვლებელი ხელსაწყო

კიბის მაგივრად ბევრი რამ შეიძლება გამოვიყენოთ. ბევჯერ ასეც მოვქცეულვართ, მაგრამ მთავარი სულ გვავიწყდება: უსაფრთხოება. ერთმანეთზე დალაგებული სკამები, მარტივად შეიძლება ჩამოიშალოს, ან თქვენ დაკარგოთ წონასწორობა და ესეც საკმარისი იქნება. არც სხვა მეთოდი გამოდგება. მოკლედ, კიბე ყველას სჭირდება. მყარი ზედაპირი და ხარისხიანი მასალა, თქვენს უსაფრთხოებაზეც იზრუნებს და საქმის მარტივად შესრულებაზეც. ინსტრუმენტებს შორის ბევრი განსხვავებაა, ამიტომ ყველაფერს დეტალურად გავეცნოთ.

რით განსხვავდება კიბეები ერთმანეთისგან ?

სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი სხვაობაა და შესაძლოა ზოგი წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. პირველ რიგში რა უნდა მოვიკითხოთ, თუ არა ხარისხი ? აბა, წარმოიდგინეთ, საწინააღმდეგო შემთხვევაში რა შედეგს მივიღებთ. კიბე მაღალი ხარისხის მასალისგან უნდა დამზადდეს და სრულიად უსაფრთხო იყოს. ასე თავიდან ბევრ საშიშროებას ავირიდებთ. მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ზომაა. კიბეები სხვადასხვა სიგრძისა და სიმაღლისაა, ამიტომ შეძენამდე კარგად გადახედეთ. საფეხურების რაოდენობაც გაითვალისწინეთ და წონაც. ეს უკანასკნელი მასალასა და სიდიდეზეა დამოკიდებული. გრძელი კიბის შემთხვევაში წონაც შესაბამისია. პატარა კიბეები კი, უფრო მსუბუქია.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

დაგვეთანხმებით, რომ კიბის ტრანსპორტირება რთული საკითხია. საკმაოდ უსიამოვნო პროცესია და შესაბამის ავტომობილს მოითხოვს. დიდი კიბის შემთხვევაში, საქმე განსაკუთრებით ჭირს. თუმცა, სადაც Holst.ge- ია, იქ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ხელსაწყოებს საიტიდან იწერთ და კურიერს ელოდებით. ტრანსპორტირებასა და ნივთის უსაფრთხოდ ჩაბარებაზე, ჩვენ ვიზრუნებთ. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ საიტზე მოხვედრამდე, პროდუქტი ტესტირების ქვეშაა.  თუ კი ყველა ეტაპს წარმატებით გაივლის, მხოლოდ მას შემდეგ ემატება. სწორედ ამიტომ, Holst.ge- ზე თავს რჩეული ბრენდები იყრის.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x11 საფეხური

Sarali კიბეების ფართი არჩევანს და რაც მთავარია, გამძლე ინსტრუმენტებს გთავაზობთ. აქ ყველანაირი მონაცემების მქონე ხელსაწყოებს გადააწყდებით. პირველად ალუმინისგან დამზადებულ კიბეს გავეცნოთ. ინსტრუმენტი მაღალია და შესაბამისად, მრავალი საფეხური აქვს. ამ ყველაფერს კომპაქტურობა ემატება. კიბე დასაკეცია, ამიტომ მარტივად გადააადგილებთ და შესანახადაც მცირე ადგილს იკავებს. ხელსაწყო გამძლე მასალისგანაა დამზადებული. საფეხურის ჩატეხვა ან რაიმე მსგავსი საშიშროება, არ არსებობს. თქვენს ხელთ მართლაც საუკეთესო ინსტრუმენტია.

Sarayli gasashleli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 5170mm სიგანე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 12.5         
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ზომა
  • გამძლე მასალა
  • საფეხურების რაოდენობა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x11 საფეხური

მეორე კიბეც ისეთივე ხარისხიანია, როგორც პირველი. მონაცემებიც ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ მცირედი სხვაობაა. გამძლე მასალა და მაღალი ხარისხი ისევ იცვლელი რჩება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Sarayli industriuli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 2470mm სიმაღლე გაშლისას: 4090mm სიგანე: 355/410mm       
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 12
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ალუმინის მასალა
  • საფეხურების რაოდენობა
  • ზომა

SARAYLI კიბე Professional Alu.3+1 საფეხური

ეს კონკრეტული კიბე ოთხსაფეხურიანია. შიდა ტერიტორიისთვის კარგად გამოსაყენებლია. ოთახშიც სხვადასხვა რამეზე შეიძლება დაგჭირდეთ და ეს მოდელი ამისთვისაა განკუთვნილი. ინსტრუმენტი გამძლე მასალისგანაა დამზადებული და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Sarayli aluminis kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 6.6
  • საფეხურების რაოდენობა - 3+1

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება