| კიბე გჭირდებათ? ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ |
| კიბე გჭირდებათ? ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ |
როგორ ძლიერადაც არ უნდა ჰქონდეს ფუნჯი ხელში ჩაბღუჯული პროფესიონალ მღებავს, შანსი არ არის, კიბე მაინც სჭირდება. აბა, სცადოს, მოეჭიდოს ფუნჯს მთელი ძალებით, თქვენ კი კიბე გასწიეთ, რა მოხდება.
ჰოდა, მღებავებისა და არა მხოლოდ მათ საბედნიეროდ, იმდენი სახეობის კიბე არსებობს, ისეთი მრავალფეროვანია არჩევანი და რაც მთავარია, უსაფრთხოების მხრივაც იმდენად არის დახვეწილი კიბეები, სანერვიულო არავის არაფერი აქვს. მთავარია, ზუსტად ის სახეობა შეარჩიოთ, რომელიც გჭირდებათ.
ახლა რომ ვინმემ თქვას, კიბე კიბეა, რა კითხვაა, რა არის კიბეო, მართალიც იქნება, მაგრამ მაინც, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, განვმარტოთ, რა დაშავდება?
ესე იგი, კიბე ეწოდება ინსტრუმენტის სახეობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების წარმოება სიმაღლეზე. ინსტრუმენტი მარტივი კონსტრუქციის არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მის არაერთ სახეობას ვხვდებით. კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების მიხედვით ხდება:
1. კონსტრუქციის ფორმა;
2. მასალა, რისგანაც ინსტრუმენტი მზადდება;
3. რა ტიპის სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი;
4. სიმაღლე და საფეხურების რაოდენობა.
1. თავისუფლად დასადგამი კიბე - აქვს საკუთარი საბჯენი ფეხები, რაც მოწყობილობის დამხმარე ზედაპირზე მიმაგრების აუცილებლობას გამორიცხავს. ასეთი კიბეები მაღალი ხეებიდან მოსავლის აღებისას, ასევე, ტოტების გასხვლისას გამოიყენება.
2. დასამაგრებელი დახრილი კიბე - სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი კიბის სპეციალური სახეობა, რომლის ზედა ნაწილისთვის დამატებითი პლატფორმა არის გათვალისწინებული. საყრდენი პლატფორმის დანიშნულებაა, მასზე, მაგალითად, საღებავით სავსე ქილის განთავსება.
3. დასაკიდი კიბე - ასეთი მოდელის თავისებურება ის გახლავთ, რომ მოჰყვება სპეციალური სამაგრი მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა, კიბე სასურველ ზედაპირზე დაეკიდოს. დამაგრების შემდეგ კიბის გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ასეთი კიბისთვის მობილურობა დამახასიათებელი არ არის, რადგან კონკრეტულ ადგილზე დამაგრების შემდეგ, ხანგრძლივი დროით გამოიყენება.
4. დასამაგრებელი ვერტიკალური კიბე - ყველაზე მარტივი სახეობა, რომლის დახმარებითაც, სახლის სხვენზე მოხვედრა ოპერატიულად შეიძლება.
განხილული კიბეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზედაპირის დატვირთვის პარამეტრია. საყოფაცხოვრებო ან სამეურნეო მიზნებისთვის განსაზღვრული კიბეებისა და კიბეპლატფორმებისთვის ეს პარამეტრი 2000 პასკალზე დაბალი არ უნდა იყოს.
სახლისთვის კიბეების შერჩევისას ურიგო არ იქნებოდა, მათი ტექნიკური მახასიათებლების გაგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც კიბეს ახასიათებს, სიმაღლეა. სხვა თავისებურებებზე საუბარი ქვემოთ გავაგრძელოთ:
1. სიმაღლე - ამ პარამეტრის მეორე სახელწოდებაა - კიბის მაქსიმალური სიგრძე. კიბის მაქსიმალური სიგრძე შემდეგნაირად გამოითვლება: ადამიანი უნდა დადგეს კიბეზე და გაზომოს მანძილი მიწიდან მხრებამდე. შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კიბის არა გაბარიტები, არამედ სამუშაო სიმაღლე, რომლის გამოთვლაც დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა, კიბის სიმაღლეს 120 სმ მიამატოთ, რაც ადამიანის სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელია მიწიდან მხრებამდე.
2. საფეხურები და ფიქსატორები - უყურადღებოდ არც მახასიათებლები უნდა დატოვოთ. ვერტიკალურ საყრდენებს შორის მანძილის ოპტიმალური მნიშვნელობა 29 სანტიმეტრია. ეს ევროპული სტანდარტი გახლავთ, რომელსაც ყველა თანამედროვე მწარმოებელი იცავს. საფეხურები მხოლოდ სპეციალური გოფრირებული მასალისგან მზადდება, რომელზეც ფეხი არ უნდა ცურავდეს. ეს არის სავალდებულო პირობა, რომელიც კიბისა თუ კიბეპლატფორმის ნებისმიერ სახეობას ეხება.
კიბის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აბსოლუტურად ყველა დეტალი, რადგან სიმაღლეზე სამუშაოს შემსრულებელი ადამიანის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია ხარისხსა და კონსტრუქციულ მახასიათებლებზე.
1. სად აპირებთ გამოყენებას - ეს შეიძლება იყოს დახურული სივრცე ან ღია სივრცე. შენობაში ხის კიბე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ აქტიური სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება. ღია ცის ქვეშ უმჯობესია ალუმინის ან მინაბოჭკოვანი კიბეები.
2. რა სახის სამუშაოები იგეგმება - ბუნებრივია, კიბის მთავარი დანიშნულება სამუშაოების სიმაღლეზე წარმოების შესაძლებლობაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სადენების იზოლირებას აპირებთ? თუ არა, მაშინ თამამად შეიძინეთ ისეთი მოდელი, რომელიც დენს ატარებს.
3. კიბის გადაადგილების სიხშირე - თუკი საუბარია ხეების გადაჭრაზე ან კედლების შელესვაზე, უმჯობესია, არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩეროთ, რომელიც ზედმეტად დიდი ან მძიმე არ იქნება.
4. სიგრძე - დამოკიდებულია იმაზე, რა სიმაღლეზე იგეგმება სამუშაოების წარმოება. თუკი უნივერსალური ინსტრუმენტია საჭირო, სექციური კიბე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
5. რამდენ კილოს უნდა გაუძლოს - თუკი ადამიანის წონა 100 კილოგრამს აჭარბებს, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. შეძენისას არ დაიზაროთ და კარგად გამოიკითხეთ, რა მაქსიმალურ წონაზეა გათვლილი ინსტრუმენტი.


