კიბე სხვადასხვა დანიშნულებისთვის

კიბე მრავალი სახის არსებობს, რომლებიც მისი ფუნქციის მიხედვით განსხვავდებიან. მაგალითად, სამეურნეო კიბე უფრო გრძელია, მეტი საფეხური აქვს და მაღალ სიმაღლეზე წვდომასაც უზრუნველყოფს. ხელოსანს კი ასეთი კიბე არ სჭირდება. მისი კიბე რაც შეიძლება მყარად უნდა იდგეს მიწაზე და არ უნდა იყოს იმდენად დიდი რომ მისი ხშირი გადაადგილება და ოთახებში გატან-გამოტანა გაჭირდეს. მოკლედ, კიბე უამრავი დანიშნულებისაა და როცა თქვენი მოთხოვნების შესაფერის ეძებთ, შესაძლოა უამრავი სხვა კიბე შეგხვდეთ სანამ საბოლოოდ მიაგნებთ.

თუმცა, HOLST.GE-ზე ყველა ტიპის კიბე შეგხვდებათ და თქვენთვის შესაფერისის პოვნა მარტივად, საძიებო ველის მეშვეობით შეგიძლიათ. თუმცა, დღეს ეს ვისღა უკვირს. ჩვენს საიტზე განთავსებული კიბეების ასორტიმენტი მოიცავს: კიბეები სახლისთვის (2-3 საფეხურიანი), კიბეები მეურნეობისთვის (14-25 საფეხურიანი), კიბეები რემონტისთვის ( 5-7 საფეხურიანი), სახანძრო კიბე და ა.შ. მოკლედ თუ კიბე გჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა რისთვის, Holst.ge-ზე აუცილებლად იპოვით.

მასალა

კიბის არჩევისას გაითვალისწინეთ მასალა, რომლისგანაც არის ის დამზადებული. მაგალითად, მეტალის კიბე უფრო გამძლე და მყარია ვიდრე სხვა დანარჩენი, თუმცა ამასთანავე უფრო მძიმეა და მოუხერხებელი სატარებლად. დიდი კიბე ვერ იქნება მეტალისგან დამზადებული, რადგან მისი ხელით გადატანა ვერ მოხერხდება. მეორეა ალუმინის კიბე, რომელიც ძალიან მსუბუქია თუმცა, მეტალთან შედარებით არც თუ ისე მყარად დგას და მარტივადაც ზიანდება. კიბე და მისი მასალა, რა თქმა უნდა, თქვენს საჭიროებებს უნდა შეუსაბამოთ. მაგალითად, თუ კიბე მეურნეობისთვის გჭირდებათ, ხშირად მოგიწევთ მისი წინ და უკან ტარება, უმჯობესია ალუმინის კიბე აარჩიოთ. ხოლო თუ სტატიკური კიბე გინდათ, რომელიც ერთ კონკრეტულ წერტილს მოემსახურება და იშვიათად შეუცვლით ადგილს, უმჯობესია თქვენი კიბე მეტალისგან იყოს დამზადებული, ამ შემთხვევაში კიბის ნებისმიერი დაზიანებისგან იქნებით დაზღვეული მრავალი წლის განმავლობაში.

კიბე და მისი წონა

კიბის მასალის მსგავსად, რომელიც კიბის წონის განსაზღვრის ერთ-ერთი ფაქტორია, მნიშვნელოვანია კიბის მასა. მიზეზი კი თითქმის იგივეა რაც ზედა პუნქტში. მძიმე კიბე რთულია სატარებლად და თუ თქვენი საქმიანობა მის ხშირ გადაადგილებას მოითხოვს მძიმე კიბე რეკომენდირებული არ არის.

საფეხურების რაოდენობა და კიბეს სიგრძე

რაც უფრო გრძელია კიბე, მით მეტია საფეხურების რაოდენობა და მეტ წერტილს მიწვდებით. მაღალი კიბე ნაკლებად პრაქტიკულია სატარებლად, თუმცა რა აზრი აქვს კიბეს ტარებას, თუკი სასურველ წერტილს ვერ მიწვდებით.

ასე რომ, იპოვეთ ბალანსი კიბის სიგრძეს, წონას, მასალასა და მის ფასს შორის.

SARAYLI კიბე Practical 4 საფეხური

SARAYLI kibe

  • ბრენდი - SARAYLI       
  • პროდუქტის ტიპი - კიბე   
  • ზომა - 460x830x1300mm     
  • მასალა - მეტალი                     
  • წონა (კგ) - 7.54   
  • საფეხურების რაოდენობა - 4

ეს კიბე იდეალურია სახლში გამოყენებისთვის. ის მარტივად მოთავსდება ნებისმიერ საკუჭნაოში და აბრის მოხსნის დროსაც კი გამოგადგებათ. კიბე არის მეტალის, შესაბამისად არის ძალიან გამძლე და ხარისხიანი, მყარად დგას მიწაზე და ნებისმიერი დაზიანებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნებით.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x7 საფეხური

SARAYLI industriuli kibe

  • ბრენდი - SARAYLI       
  • პროდუქტის ტიპი - კიბე   
  • ზომა - სიმაღლე: 1930mm სიმაღლე გაშლისას: 3010mm სიგანე: 355/410mm           
  • მასალა - ალუმინი       
  • წონა (კგ) - 7.2     
  • პროფილი - 60x20mm       
  • საფეხურების რაოდენობა - 2x7

გასაშლელი 7 საფეხურიანი კიბე ერთნაირად კარგია სახლისა თუ მეურნეობისთვის. გაშლილ მდგომარეობაში არის ძალიან მაღალი და პირამიდისებურად გაშლის შემთხვევაში კი გამოსადეგია ნათურის გამოცვლისა თუ სხვა მსგავსი საქმიანობებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x9 საფეხური

SARAYLI gasashleli kibe

  • ბრენდი - SARAYLI       
  • პროდუქტის ტიპი - კიბე   
  • ზომა - სიმაღლე: 2470mm სიმაღლე გაშლისას: 4090mm სიგანე: 355/410mm           
  • მასალა - ალუმინი       
  • წონა (კგ) - 9.7     
  • პროფილი - 60x20mm       
  • საფეხურების რაოდენობა - 2x9

თუ გრძელი კიბე გაინტერესებთ, რომელიც ძალიან მაღალ წერტილებსაც მიწვდება, ეს დასაკეცი 18 საფეხურიანი კიბე ძალიან გამოსადეგია. სრულად გაშლის შემთხვევაში 4 მეტრზე გრძელია, რაც 6 მეტრ სამუშაო სიმაღლეს იძლევა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიგრძე
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება