როგორ შევარჩიოთ სასურველი კიბე |
როგორ შევარჩიოთ სასურველი კიბე |
კიბე ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა იქონიო შენი გემოვნების შესაბამისიც. ყველასათვის ცნობილია, რომ კიბე მოწყობილობაა, რომელსაც ხის ან მეტალის განმეორებადი საფეხურები აქვს, რითაც გარკვეულ სიმაღლეზე ასვლაში ან ჩამოსვლაში გვეხმარება. შესაბამისად, მისი შერჩევისას გასათვალისწინებელია, ის მაქსიმალური მანძილი, სადამდეც მიღწევაც გვინდა ამ ხელსაწყოს გამოყენებისას. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge სხვადასხვა კეტეგორიის კიბეების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მის ვებ გვერდზე თქვენ შეხვდებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების ორიგინალ, მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
კიბეთა სახეები
შესაბამისად, ფუნქციების მიხედვით სხვადასხვა ტიპის კიბე არსებობს. ამიტომ არჩვანის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად, რა მიზნისთვის გჭირდებათ ის. ეს თქვენი სამუშაოს უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ შესრულებაში დაგეხმარებათ. ამიტომ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
SARAYLI კიბე Industrial Aluminium 1x13 საფეხური
მახასიათებლები:
კიბეთა პირველი და ყველაზე მარტივი, ტრადიციული და ინდუსტრიულად პოპულარული ვარიაციაა მოკლე, დასაკეცი კიბე, რომელსაც მცირე რაოდენობის საფეხურები აქვს. ამ კიბეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ ეკონომიურობასთან ერთად კომფორტულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილას, სახლშიც და ბუნებაშიც, რადგან ის თვითმოხმარებადია და თქვენს ენერგიულ რესურსზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საფეხურებიანი კიბე იყოფა წინა საფეხურებისა და ორმაგი საფეხურების კიბეებად. წინა საფეხურებიანს საფეხურები მხოლოდ ერთ მხარეს აქვს, მეორე მხარეს კი მათ ნაცვლად, ხელის მოსაკიდებელი გვხვდება.
SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x11 საფეხური
მახასიათებლები:
ორმაგ საფეხურიანი კიბე ბევრად უფრო პოპულარულია, რადგან ის, როგორც სახელწოდებაც გვაუწყებს, ორივე მხარეს უზრუნველყოფილია საფეხურებით და საშუალებას გაძლევთ ახვიდეთ კონკრეტულ შემთხვევაში მოსახერხებელ მხარეს. ამასთანავე შესაძლებელია მასზე ორი ადამიანი ერთდროულადაც ავიდეს, ამიტომ უფრო პრაქტიკულია. კონკრეტულ პროდუქტს აქვს დიდი სიმაღლე, რაც ძნელად მისადგომ ადგილებში ასვლისას დიდი პრიორიტეტია და დამზადებულია ალუმინისგან.
TOLSEN TOL1264-62680 მეტალის კიბე 2 საფეხური
მახასიათებლები:
კიბის ფეხების დასადგმელ სკამიანი ვარიანტი სახლში მუშაობისთვის საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხოა პროდუქტია. ეს კიბის მინი ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ რაიმე მაღლა დადებული საგნის ასაღებად გამოიყენოთ, მაგალითად სამზარეულოში. ამასთანავე ეს კიბე ძალიან კომპაქტურია, იკეცება და შენახვისას დიდ ადგილს არ წაგართმევთ. კონკრეტული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის "TOLSEN-ის" პროდუქტი მეტალისგანაა დამზადებული, რაც მის გამძლეობას უზრუნველყოფს.
SARAYLI კიბე Profile 4+1 საფეხური
მახასიათებლები:
ბაქანიანი კიბე წინა საფეხურებიანი კიბეა, რომელსაც ბაქანი სულ ბოლო საფეხურზე აქვს განთავსებული, ამასთანავე მას რელსები აქვს შემოვლებული გარშემო, რათა მუშაობისას უსაფრთხობა შეგინარჩუნოთ. კიბის ეს ვარიანტი მაშინ გამოგადგებათ, თუ გსურთ მასზე დიდი ხნის განმავლობაში კომფორტულად იდგეთ და არც ფეხები აგტკივდეთ. კიბის ეს ვარიანტი მაშინ გამომადგებათ, თუ მასზე დგომისას მუშაობის დროს ორივე ხელს იყენებთ ან თუ მიტრიალ-მოტრიალება გჭირდებათ სხვადასხვა მიმართულებით. კონკრეტული პროდუქტის უპირატსობა დაბალი ფასი, შესაბამისად ეკონომიურობაა, ამასთანავე დამზადებულია მეტალისგან.
SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x9 საფეხური
მახასიათებლები:
არსებობს გასაჭიმი კიბეც, რომელსაც ძალიან მაღალ ადგილებზე ასასვლელად იყენებენ, მაგალითად ხეზე ან სახლის სახურავზე. მას ორი ნაწილი აქვს, ძირითადი და მოძრავი ანუ გასაშლელი. გამოყენებისას ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, მიწაზე მყარად უნდა იდოს, რათა მოძრავი სწორად გაიშალოს და მიაღწიოს დანიშნულების ადგილამდე.
SARAYLI კიბე Acrobat Aluminium 4x4 დასაკეცი
მახასიათებლები:
საინტერესოა დასაკეცი კიბის შემთხვევაც, რომელიც სხვებს ძალიან ჰგავს, განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ბევრად უფრო მაღალ ადგილებამდე მიღწევა შეუძლია. მაგალითად, სხვენში ან ნათურების გამოცვლისას გამოიყენება. მისი უპირატესობა კომპაქტურობაა, რადგან გამოუყენებლობის შემთხვევაში მარტივად იკეცება და მცირე ადგილს იკავებს, ამასთანავე მსუბუქი და მოსახერხებელია.
კიბეთა ყველაზე ნაკლებად ცნობილი ვარიაციაა მულტიფუნქციური ვარიანტი, რომელიც სხვადასხვაგვარი სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება და მრავალ განსხვავებულ ნაწილს შეიცავს, რომელთა სხვადასხვა პოზიციებზე დაყენებაც შეგიძლიათ. ეს კიბე დაგეხმარებათ მაღალ ადგილებამდე ასვლაში, მას შეუძლია საფეხურებიან კიბედ გადაკეთდეს და მოიხაროს სასურველი მიმართულებით, ამიტომ პორტაბელურიცაა და მცირე ადგილს იკავებს.
როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge კიბეთა მრავალფეროვან ვარიაციებს გთავაზობთ, გირჩევთ ესტუმროთ მის ვებ გვერდს და შეარჩიოთ სასურველი ბრენდის უმააღლესი ხარისხის, გამძლე კიბე, რომელიც თქვენს სამუშაოს შეესაბამება. შეუკვეთეთ სასურველი პროდუქტი და მცირე დროში სასურველ მისამართზე მიიღებთ. ამით თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავთ და იზრუნებთ საკუთარ კომფორტულობაზე.