კიბეები, რომლებიც უპირობოდ დაგეხმარებათ |
კიბეები, რომლებიც უპირობოდ დაგეხმარებათ |
კიბე საჭირო ხელსაწყოა. ქალაქგარეთ თუ ცხოვრობთ ორმაგად. ეზოში ბევრი საქმეა, აქეთ ყურძენია დასაკრეფი, იქეთ ხეზე შეყვითლებული ვაშლია მისახედი. სხვენში მოსავალია დასაბინავებელი და თუ ის სახლის თავზეა, რა თქმა უნდა, კიბე მაშველი რგოლია. ეზოს რომ თავი დავანებოთ, ოთახშიც არანაკლებ საჭიროა. იქნებ ჭაღი გაქვთ გამოსაცვლელი, ან ფარდები გადასახალისებელი, ან სულაც ჭერის მოხატვა გადაწყვიტეთ და გსურთ რომ ახედვისას, თავი სიზმარში გეგონოთ. მოკლედ, ბევრი საქმეა და ერთი დამხარე ინსტრუმენტი. ოღონდ საიმედო საყრდენი გჭირდებათ და არა ისეთი, როგორიც სკამების ერთმანეთზე დალაგება და მათზე ასვლის მცდელობაა. კიბის არ ქონის შემთხვევაში, ეს მზაკვრული იდეა თუ არ გვიცდია, გაგვიფიქრებია მაინც, მაგრამ დავივიწყოთ. უკეთეს მეთოდს შემოგთავაზებთ.
როგორც უკვე გავიგეთ, საქმე ორ ნაწილად იყოფა, კერძოდ, გარე და შიდა სამუშაოებად. შესაბამისად, ყველგან ერთნაირი კიბეები არ გამოგაგდებათ. უფრო სწორად, პრაქტიკული არ იქნება და უსიამოვნო მოვლენებს გადაეკვეთებით. მაგალითად, გრძელი კიბის ოთახში გამოყენებისას, შესაძლოა ჭაღი გატეხოთ და ა.შ. ამას რომ შევეშვათ, იქნებ სახლში ფიზიკურად ვერ დაეტიოს. ასეთი სიტუაციებისთვის მცირე ზომის კიბეს გირჩევთ. 3 ან 4 საფეხურიანი ინსტრუმენტები ზედგამოჭრილია. მარტივად გადაადგილებთ, შესანახადაც პატარა ადგილს იკავებს და რაიმეს გატეხვის ალბათობაც მცირდება. Holst.ge - ზე ასეთ ხელსაწყოებს მრავლად შეხვდებით, ამიტომ აუცილებლად გადახედეთ. გარე სივრცისთვის კი პირიქით, გრძელი კიბეა საჭირო. ამჯერად, სწორედ ასეთი ინსტრუმენტები უნდა განვიხილოთ.
ინსტრუმენტის ტრანსპორტირება რთულია. კიბეები გრძელია და მანქანაში მოსათავსებლად არაკომფორტულია. თქვენ ამაზე არ იდარდოთ. ჩვენ ამ საქმიანობას ხელი გავაჩვიეთ, ამიტომ ყველაფერი გამარტივდა. სწორედ ამიტომ, კიბეს პირდაპირ კარის ზღურბლთან მოგიტანთ და უვნებელს ჩაგაბარებთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. რაც მთავარია, საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მნიშვნელობა არ აქვს კიბე სად გჭირდებათ, ცხრა ზღვას გადმოვცურავთ და თქვენამდე მოვიტანთ.
Sarayli - ის პირველი კიბე თავს იწონებს და ამისთვის მიზეზებიც აქვს. ხელსაწყო იშლება და იკეცება, ამიტომ კომპაქტურია. იმდენად გრძელია, რომ ხის კენწერომდე აგიყვანთ. სრულიად საიმედოა, ამიტომ არ შეგეშინდეთ და საქმეს ერთად შეუდექით.
უპირატესობები:
საშუალო სიმაღლის კიბე ხომ არ გჭირდებათ ? თუ პასუხი კია, მაშინ ეს მოდელი დაგეხმარებათ. კომპაქტური და მარტივად გადასაადგილებელია. ალუმინისგანაა დამზადებული და მაღალი ხარისხი აქვს.
უპირატესობები:
Sarayli - ის მესამე კიბე დანარჩენებს არ ჰგავს. სხვაობა საფეხურების რაოდენობასა და ზომაშია. ფასიც მეტად ხელმისაწვდომია. ხარისხი კი ტრადიციულად, მოწოდების სიმაღლეზეა. უფრო მცირე ზომის ხელსაწყოების სანახავად კი, საიტის საძიებო ველში „კიბეები“ ჩაწერეთ და ფართო არჩევანი თვალწინ გადაგეშლებათ.
უპირატესობები: