კიბეები სხვადასხვა სამუშაოსთვის |
კიბეები სხვადასხვა სამუშაოსთვის |
კიბე დამხმარე ინსტრუმენტია. როცა თაროდან გჭირდებათ რამის ჩამოღება, ან ბაღში ხეხილის მოსავალი მოვიდა, ან რემონტს აკეთებთ, კიბე დაგჭირდებათ. ჰოლსტზე კიბეების დიდი არჩევანია. იქნება ეს სახლის მოხმარებისთვის, ინდუსტრიული, სახანძრო კიბე თუ სამეურნეო. მოკლედ, როცა კიბის შეძენას გადაწყვეტთ holst.ge-ს უნდა ეწვიოთ.
კიბეების არჩევის პროცესში, განსაკუთრებით დისტანციურ რეჟიმში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კიბის სიმაღლეს, წონას და მასალას. კიბის სიმაღლის დადგენით განსაზღვრავთ საქმიანობისას რა მაქსიმალური სამუშაო სიმაღლე გექნებათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება კიბე მსუბუქი იყოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს გამორიცხავს კიბის სიმტკიცეს. ხშირად მოგიწევთ კიბის გადაადგილება, განსაკუთრებით სამეურნეო და ინდუსტრიული კიბის, შესაბამისად ეს კომპონენტი აუცილებლად გასათვალისწინებელია. კიბის სიმსუბუქეს და სიმტკიცეს მისი მასალა განსაზღვრავს. ფოლადის კიბე ძალიან მტკიცე იქნებოდა, თუმცა ძალიან მძიმეც. მწარმოებლებმა იპოვეს „ოქროს“ შუალედი და ძირითადად ალუმინის კიბეებს აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, ჰოლსტზე შეგხვდებათ ტოლსენის ფოლადის კიბე სახლში გამოსაყენებლად. ასეთი კიბეები ძირითადად პატარებია და გადაადგილება არ წარმოადგენს პრობლემას. სამაგიეროდ ვიღებთ ძალიან გამძლე კიბეს.
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი კიბე
ზომა 480x510x720mm
მასალა მეტალი
წონა (კგ) 5.87
საფეხურების რაოდენობა 2
ამ კიბის შესახებ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ - ტოლსენის ფოლადის კიბე სახლის საქმეებისთვის. თუ სათავსო მაღლა გაქვთ და ხშირად გიწევთ მისი გამოყენება, უმჯობესია ეს კიბე იქონიოთ. სულ რაღაც 6 კილოგრამს იწონის და სახლში მისი გადაადგილება პრობლემა არ იქნება. ამასთან, ადეკვატური მოხმარებით ეს კიბე ათწლეულები გაგიძლებთ.
უპირატესობები:
ბრენდი SARAYLI
პროდუქტის ტიპი კიბე
ზომა სიმაღლე: 1930mm სიმაღლე გაშლისას: 3010mm სიგანე: 800mm
მასალა ალუმინი
წონა (კგ) 7.8
პროფილი 60x20mm
საფეხურების რაოდენობა 2x7
SARAYLI-ის ეს კიბე მრავალი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეურნეობის შემთხვევაში ხეზე ასასვლელადაც გამოგადგებათ და რემონტის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ. სრულად გაშლის შემთხვევაში 3 მეტრი სიმაღლისაა და სულ რაღაც 8 კილოგრამს იწონის.
უპირატესობები:
ბრენდი SARAYLI
პროდუქტის ტიპი კიბე
ზომა სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
მასალა ალუმინი
წონა (კგ) 15.7
პროფილი 70x20mm
საფეხურების რაოდენობა 3x9
წინა მოდელის მსგავსად ეს კიბეც მრავალი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. სრულად გაშლის შემთხვევაში აღწევს 4 მეტრს, ანუ 6 მეტრამდე სამუშაო სიმაღლეს. დამზადების მასალა მსუბუქი ალუმინია და ამხელა სიმაღლის მიუხედავად მხოლოდ 16 კილოგრამს იწონის.
უპირატესობები:
ბრენდი SARAYLI
პროდუქტის ტიპი კიბე
ზომა სიმაღლე: 4675mm სიმაღლე გაშლისას: 2300mm სადგამის სიგრძე: 2250mm
მასალა ალუმინი
წონა (კგ) 16
პროფილი 63x25mm
საფეხურების რაოდენობა 4x4
SARAYLI-ს Acrobat კიბე ორიგინალური გამოგონებაა. ის სამ წერტილში იკეცება და შეუძლია ხარაჩოდ გადაკეთდეს. ეს მოდელი განსაკუთრებით სასარგებლოა რემონტისას, თუმცა სრულად გაშლის შემთხვევაში, შეძლებთ მაღალი ხიდან ხეხილის მოკრეფასაც. ამ მოდელს ხშირად ხელოსნები ყიდულობენ და მათი შეუცვლელი დამხმარე ხდება.
უპირატესობები: