კომფორტულად მოეწყვეთ, ზღაპრულ ნაძვის ხეებზე უნდა ვისაუბროთ |
კომფორტულად მოეწყვეთ, ზღაპრულ ნაძვის ხეებზე უნდა ვისაუბროთ |
მარხილზე შემდგარი ჯადოსნური დრო, ჩვენკენ მოემართება. სანტა მოჰყავს და ყინულოვან ლაპლანდიას სერავს. საახალწლო განწყობა ქალაქსა და ჩვენს გულებშიც იგრძნობა. სასწაულების ბავშვივით გვჯერა და 31 დეკემბერს სულმოუთმენლად ველით. მანამდე საახალწლო რეკლამებით ვერთობით, ფილმებით ვტკბებით და ნაცნობ სიმღერებს ვღიღინებთ. სახლის მორთვა კი ცალკე სიამოვნებაა. სადღესასწაულო განწყობა ნებისმიერ კუთხეში უნდა იგრძნობოდეს. აღწერაც კი იმდენად სასიამოვნოა, რომ სულ დაგვავიწყდა, რა უნდა გვეთქვა. ჩვენი მთავარი პერსონაჟი ნაძვის ხეა. ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენელია. პლედი და ცხელი ჩაი მოიმარაგეთ, ჯადოსნურ ნაძვის ხეებზე უნდა გიამბოთ. საახალწლო სიმღერის ჩართვაც, არ დაგავიწყდეთ!
უზარმაზარი ნაძვის ხე და ირგვლივ შემოლაგებული საჩუქრები თუ გინატრით ? ალბათ, კი. მითუმეტეს, თუ ყველა საშობაო ამერიკული ფილმი ნანახი გაქვთ. მაშინ დროა სურვილები მიზნებად აქციოთ და საქმეს ერთად შევუდგეთ. მართალია ჩამოთვლილი ნაძვის ხეები უზარმაზარი არ არის, მაგრამ ლამაზებია და მაინც მოგხიბლავთ. საჩუქრებს კი თავისუფლად დაიტევს.
ინსტრუმენტების ონლაინ ჰიპერმარკეტი, საახალწლო რეჟიმზე გადადის. ხელსაწყოების გარდა, საიტზე ჯადოსნურ ნაძვის ხეებსაც გადააწყდებით. შერჩევის პროცესიც დიდი სიამოვნებაა. წარმოიდგინეთ, ნაძვის ხეს პირდაპირ თბილი სახლიდან შეიძენთ. წესით, ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე მაღაზიის უსასრულო რიგში დგომა. გამოწერიდან რამდენიმე დღეში, სახლთან მანქანა ჩამოდგება. დიახ, კართან თქვენი ნაძვის ხე დაგხვდებათ.
ადამიანებს საქმის ბოლო წუთს მიყვანა გვჩვევია. ეს კი კარგი თვისება სულაც არ არის. თადარიგის დაჭერა ყოველთვის სჯობს. აამიტომ, მაინცდამაინც დეკემბრის ბოლოს ნუ დაელოდებით, ნაძვის ხეების შესაძენად საუკეთესო დროა. თან განწყობა აგიმაღლდებათ და სახლიც სხვანაირ ხიბლს შეიძენს.
მართალია სამი ნაძვის ხეა, მაგრამ მეტს უდრის. გაფორმებაც კი არ მოგიწევთ. თითოეული ნაირფერი აქსესუარებითაა შემკული. გადატვირთული არცერთი არაა, ყველა სადააა. ასე რომ, თუ მორთვა თავად გსურთ, სათამაშოებს უპრობლემოდ დაიტევს. ძირითადად, კენკრითა და გირჩიებითაა გაფორმებული. ნამდვილი ჯადოსნობები წიგ გელოდებათ.
პირველ ნაძვის ხეს დადებითი აურა და ბუნებრივი სილამაზე დაყვება. მხოლოდ გირჩითაა გაფორმებული და სადაა. მისი მეშვეობით ნამდვილად მაგიურ ატმოსფეროს შეიქმნით. გულს გაიხარებთ და იმ ბავშვსაც, თითოეულ ჩვენგანში რომ ცხოვრობს. დროა საკუთარი თავი ბედნიერებით აავსოთ. ნაძვის ხე კი Holst.ge - ზე დაგელოდებათ.
უპირატესობები:
ერთხელ მაინც გვიოცნებია, თოვლი ოთახში გვქონოდა და არ გამქრალიყო. ახალი წელი ჯადოსნური დროა და სურვილები სრულდება. მართალია ბუნებრივივით არა, მაგრამ ხელოვნური თოვლიც ლამაზია. მეორე ნაძვის ხე სწორედ ასეთია. კენკრითა და გირჩითაა გაფორმებული. ასევე, თოვლის ეფექტი აქვს. მსუბუქ განათებაზე ამაზე კარგი სანახავი არაფერია.
უპირატესობები:
ჩვენი მესამე ნაძვის ხე განსხავვებულია. კენკრისა და გირჩის ნაზავი, საოცარ ელფერს სძენს. სადღესასწაულო განწყობა უმაღლეს დონეზე აჰყავს. საკმაოდ მსუბუქია, ამიტომ, ადგილსაც უპრობლემოდ შეუცვლით. შეგახსენებთ, ახალ წლამდე სულ ცოტა დარჩა, ორჭოფის დრო კი ნამდვილად არ არის.
უპირატესობები: