კომფორტული მანქანის მტვერსასრუტები

ავტომობილის მფლობელებს რამდენიმე წესის შესრულება მართებთ. პირველ რიგში, მანქანა ხშირად უნდა შეამოწმონ და საჭიროების შემთხვვევაში, სწრაფად შეაკეთონ. თქვენი და სხვების უსაფრთხოებისთვის, ეს ყოველივე მნიშნველოვანია. მეორე წესი კი მანქანის სისუფთავეს, როგორც გარეგნულ, ისე შინაგანს, ეხება. ავტომობილი ამ მხრივაც სულ წესრიგში უნდა იყოს, რაც ხშირად რთულია, მაგრამ გეტყვით, თუ როგორ უნდა გაიმარტივოთ საქმე. ამისთვის მხოლოდ მანქანის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ. ხელსაწყო თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ, მუდამ კარგად მუშაობს და გამოსაყენებლადაც მარტივია. ინსტრუმენტის შეძენამდე კი კარგი იქნება, თუ რამდენიმე ფაქტს გაითვალისწინებთ. ამ ყველაფერზე ახლავე გიამბობთ.

მთავარი განსხვავება მანქანის მტვერსასრუტებს შორის

განსხვავებები იმდენია, ვინ მოთვლის, მაგრამ მათ შორის რამდენიმეს გამოვარჩევთ. მათი გათვალისწინება კარგის მეტს არაფერს მოგიტანთ. პირველ რიგში, სიმძლავრეს ვახსენებთ. მთავარი განსხვავება სწორედ ესაა. სხვადასხვანაირი მტვერსასრუტი არსებობს, კერძოდ, მაღალი, საშუალო ან სულაც დაბალი ძალის მქონე. იმის განსაზღვრა, თუ თქვენ რომელი გჭირდებათ, საკმაოდ მარტივია. რჩევებს არ დავიშურებთ და გადაწყვეტილებაც გაგიმარტივდებათ. მოკლედ, დიდი ავტომობილისთვის მძლავრი მტვერსასრუტები ბევრად მოსახერხებელია. საქმეს სწრაფად შეასრულებთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი დღეს მანქანის დასუფთავებას ხომ ვერ დაუთმობთ?! თუ ავტომობილი დიდია, მაშინ სწორედ ასეთი მძლავრი ხელსაწყო გამოგადგებათ. შედდარებით პატარა მანქანებზე კი იმავეს ვერ ვიტყოდით. ცხადია, დიდი და მძლავრი მტვერსასრუტის გამოყენება აქაც შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებელი არ არის. ასეთ სიტუაციებს საშუალო ან დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტიც კარგად ერგება. სულ ეს არის, არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.

კიდევ რომელი მახასიათებლები ითვლება მნიშვნელოვნად ?

მანქანის მტვერსასრუტზე საუბრისას, ავზის მოცულობა არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს. ზოგ ხელსაწყოს დიდი ავზი აქვს, ზოგსაც საშუალო ან პატარა. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. ტევადი ინსტრუმენტი კარგი იმით არის, რომ ხშირად გაცლა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ და ნარჩენებისგან შემდეგ დაცალოთ. პატარა ტევადობის მქონე ხელსაწყო კი მეტად კომპაქტურია. მისი უპირატესობა ეს არის. საბოლოოდ, ორივე კარგად გამოსაყენებელია და თქვენზეა დამოკიდებული, თუ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

რა ბენეფიტები აქვს Holst.ge- ს ?

Holst- ი თქვენს კომფორტზე ორიენტირებული ონლაინ ჰიპერმარკეტია. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ყველაფერი რამდენიმე მარტივი ნაბიჯითაა შესაძლებელი. ამისთვის კი მხოლოდ ჩვენს საიტს უნდა ეწვიოთ და შერჩეული ნივთები კალათში გადაიტანოთ. შემდეგი ნაბიჯი თანხის გადახდას ეხება და სულ ეს არის. ხელსაწყოების გამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის რომელ მხარეში იმყოფებით, ამანათებს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ. თუ შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანის სერვისი უფასოა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ახლა კი მანქანის მტვერსასრუტები შევარჩიოთ და რამდენიმე ინსტრუმენტი დეტალურად განვიხილოთ.

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

Black and decker- ი ცნობილი ბრენდია და მომხმარებლები დადებითად აფასებენ. ეს ყველაფერი კი ხარისხიანი პროდუქტის დამსახურებაა. რაც შეეხება კონკრეტულ მტვერსასრუტს, მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. რთულ საქმეს თავისუფლად გაუმკლავდება, მარტივზე ხომ საუბარი ზედმეტია, თვალის დახამხამებაში ასრულებს. გარდა ამისა, მსუბუქი და კომპაქტური გადასაადგილებელია. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონით პრობლემას მარტივად გადაჭრით.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W   
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.8 
  • კვების წყარო - 12V     
  • ავზის მოცულობა - 0.56 l           
  • წარმადობა - 0.4 l/min

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ტევადი ავზი
  • კომპაქტურობა

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

Black and decker- ი მრავალფეროვნებით გვანებივრებს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ეს მტვერსასრუტი კიდევ უფრო კომპაქტურია. რაც შეეხება მონაცემებს, სრულიად გამართულია. ინსტრუმენტს საკმაოდ მაღალი ძალა და ტევადი ავზი აქვს. თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც.  

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W   
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.9 
  • კვების წყარო - 12V     
  • ავზის მოცულობა - 0.44 l           
  • წარმადობა - 1060 l/min

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გარანტია
  • მოცულობა
  • კომპაქტურობა
  • მონაცემები

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

ბოლოს კი ყველაზე კომპაქტურ ხელსაწყოს შემოგთავაზებთ. ინსტრუმენტი საუკეთესია და მართლაც კარგად მუშაობს. ასევე, ტევადი ავზი, ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. ზუსტად ვიცით, რომ უკმაყოფილო არ იქნებით, პირიქით. 

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W   
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V     
  • ავზის მოცულობა - 0.61 l           
  • წარმადობა - 1053 l/min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება