კომპაქტური და მძლავრი დრელები საყოფაცხოვრებო საქმიანობებისთვის |
კომპაქტური და მძლავრი დრელები საყოფაცხოვრებო საქმიანობებისთვის |
საყოფაცხოვრებო თუ პროფესიული საქმიანობისას დრელია ძირითადი ხელსაწყო, რომელიც თქვენს ხელსაწყოების ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს. თანამედროვე ბურღი ყველაზე მრავალ ფუნქციური იარაღია ელექტრო ინსტრუმენტებში. იქნება ეს ავეჯის აწყობა, ქვის, ბეტონის, ლითონის თუ ხის გახვრეტა ან საღებავის ადღვება, ყველა სიტუაციაში ელექტრო ბურღია საჭირო. უამრავი მწარმოებლის და სხვადასხვა მახასიათებლების მქონე დრელები შეგხვდებათ ბაზარზე. ძირითადი კრიტერიუმები სიმძლავრე და კომპაქტურობაა, მითუმეტეს, როცა ეს ორი ერთმანეთის უკუპროპორციულია. მაღალი სიმძლავრის მისაღებად დრელის ზომა და წონაც იზრდება.
ამ სტატიაში ძირითადად შემოგთავაზებთ საყოფაცხოვრებო მოხმარების კომპაქტურ და ბიუჯეტურ საბურღებს.
დავიწყოთ ქროუნის დრელების მიმოხილვით.
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 300W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-3800min
ვაზნის დიამეტრი 0.5-6.5mm
ფუნქციები ბურღვა
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/13mm/6.5mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1
ქროუნის CT10125 მოდელი ძალიან პატარა და კომპაქტური დრელია. დიდ ადგილს არ დაიკავებს ინსტრუმენტების სათავსოში და სატარებლადაც მარტივია. ეს ბურღი ალბათ ყველაზე კომპაქტურია შემდეგ მოდელებთან შედარებით. მიუხედავად ამისა და დაბალი სიმძლავრისა ბრუნი საკმაოდ მაღალი აქვს. ბეტონზე მუშაობა გაგირთულდებათ, თუმცა მაინც გახდება თქვენი საყვარელი ინსტრუმენტი.
უპირატესობა:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 400W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-3000min
ვაზნის დიამეტრი 1.5-10mm
ფუნქციები ბურღვა
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/20mm/10mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.4
ქროუნის 400 ვატიანი CT10126 მოდელში გაზრდილია სიმძლავრე და შესაბამისად წონაც. წინა მოდელთან შედარებით უფრო ღრმად შეუძლია გახვრეტა. სახლის პირობებისთვის იდეალური, დაბალანსებული ვარიანტია.
უპირატესობები:
ბრენდი CROWN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 600W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-3000min
ვაზნის დიამეტრი 1.5-10mm
ფუნქციები ბურღვა
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/30mm/10mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.7
ეს ბურღი არამარტო საყოფაცხოვრებო სამუშაოებში გამოგადგებათ. CT10076-ის სიმძლავრე 600 ვოლტია, რაც საშუალებას მოგცემთ დიდი პროექტებით დატვირთოთ. ვაზნის დიამეტრის დიაპაზონიც დიდი აქვს. მოკლედ, ეს მოდელი უამრავ საქმიანობაში გაგიმართავთ ხელს.
უპირატესობები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 500W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დამატებითი კომპლექტაცია:
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.5
ტოლსენის მოდელები უფრო დიდი სიმძლავრით გამოირჩევა. TOL1299-79501 დრელი holst.ge-ზე ტოლსენის პროდუქციაში ყველაზე კომპაქტურია. სულ რაღაც 1,5 კილოგრამია და ყველა ამ ღირსებასთან ერთად მოყვება დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი.
უპირატესობები:
ბრენდი TOLSEN
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 710W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2900min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დამატებითი კომპლექტაცია:
დარტყმის სისწრაფე 0-46400min
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 13mm/25mm/13mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 2.3
710 ვატიანი ტოლსენის TOL1300-79502 ბურღი პროფესიულ საქმიანობაშიც გამოსადეგია. აქვს დარტყმის ფუნქცია რაც ბურღვას ამარტივებს. ყველაფრის მიუხედავად სულ რაღაც 2,3 კილოგრამს იწონის და კომპაქტურია. ვაზნის დიამეტრის დიაპაზონიც ძალიან დიდი აქვს.
უპირატესობები:
ბრენდი BLACK&DECKER
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი ჩაქუჩით
სიმძლავრე 710W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
ვაზნის დიამეტრი 0.8-13mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დამატებითი კომპლექტაცია:
დარტყმის სისრაფე 0-47600min
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) 10mm/25mm/10mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 4
ამერიკული ბრენდ ბლექ ენდ დეკერის KR714CRES ბურღი კომპაქტურობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მისი ხარისხი, სიმძლავრე და კომპლექტაცია ამას აკომპენსირებს. 0,8-13მმ-მდე დიამეტრის ვაზნა შეგიძლიათ მოარგოთ და იმუშაოთ. აქვს დარტყმის ფუნქცია ბურღვისას, რაც ბეტონის ხვრეტისას ბურღვას ამარტივებს. შესანახად და გადასაადგილებლად მოყვება ქეისი.
უპირატესობები:
ბრენდი DEWALT
პროდუქტის ტიპი ელექტრო დრელი
სიმძლავრე 550W
კვების წყარო 220-240V
ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
ვაზნის დიამეტრი 0.8-10mm
ფუნქციები დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
დამატებითი კომპლექტაცია:
მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) N/A/25mm/10mm
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 1.86
დევალტის ხარისხზე და აწყობის ტექნოლოგიაზე უკვე ბევრჯერ გესაუბრეთ სხვა სტატიებში. როგორც სხვა დევალტის პროდუქცია, DWD014S ბურღიც გამოირჩევა ხარისხით და გამძლეობით. აქვს ვაზნის დიამეტრის დიდი დიაპაზონი. რაც მთავარია დიდხანს იმუშავებს დიდი დატვირთვით და არ დაგაღალატებთ.
უპირატესობები: