კომპაქტური ელექტრო გამათბობლები Holst.ge-ზე

კიდევ ცოტაც და ზამთრის სუსხიან დღეებს, გაზაფხულის სითბო შეცვლის. მანამდე კი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა მოეწყოთ და ოთახში სასურველი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ამაში ელექტრო გამათბობელი დაგეხმარებათ.

Zilan - ZLN0344 ელ. გამათბობელი კვარცის 1600w

Zilan- ის კვარცის გამათბობელი მძლავრი და კომპაქტურია. სიმსუბუქე მოხერხებულობას მატებს და გადაადგილების პრობლემას ჭრის. 4 მილაკის მეშვეობით, მარტივად სამართავია. მაგალითად, თუ ოთახში მაღალი ტემპერატურა გსურთ ოთხივე მათგანს ჩართავთ, მაგრამ დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, ჩართულს მხოლოდ ერთს დატოვებთ. ელექტრო გამათბობელი, როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცესაც ათბობს. გარეთ გამოყენების შესაძლეობლობა ერთ-ერთი უპირატესობაა. ზოგიერთი ამ ტიპის გამათბობელი ჰაერს აშრობს და ტენიანობას ართმევს. ამის თავიდან ასარიდებლად, კომპლექტაციაში სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი მოყვება. კვარცის ელექტრო გამათბობელს 3 რეჟიმი და ერთწლიანი გარანტია აქვს.

Zilan ZLN0344 kvarcis gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN       
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი       
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • მილაკების რაოდენობა - 4   
  • რეჟიმი - 3     
  • ღია სივრცე - 11m²   
  • დახურული სივრცე - 21m²
  • წონა (კგ) - 2.425
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომპაქტურიბა
  • სიმსუბუქე
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

Winger - WIHIP20 ინფრაწითელი გამათბობელი 2500W

Winger- ის ინფრაწითელ გამათბობელს სხვადასხვა ადგილას გამოიყენებთ. დახურულ სივრცეს მეტად  ათბობს, თუმცა ღია სივრცის გათბობაც მშვენივრად შეუძლია. ამავდროულად, კომპაქტური და დახვეწილი დიზაინის მქონეა.  გამათბობლის გამოყენება გარეთ, მაგალითად კაფეში შეგიძლიათ. თუ მსგავს დაწესებულებას ფლობთ და სტუმრებს ღია სივრცეში დასხდომა სურთ, ელექტრო გამათბობელი არაჩვეულებრივი ვარიანტია. ხელსაწყოს გარეშე ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელიც კია. ამავდროულად, შიდა სივრცის დამატებითი სითბოთ გაძლიერებაც შეუძლია. კაფე რომ გერდით გადავდოთ, სახლისთვისაც კომფორტულია. რეგულირებადი თერმოსტატის მეშვეობით, სასურველ ტემპერატურაზე მარტივად გადართავთ. გამათბობელს ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს.

Winger WIHIP20 infrawiteli gamatbobeli

  • ბრენდი - WINGER   
  • პროდუქტის ტიპი - ინფრაწითელი გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2500W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • თერმოსტატი - რეგულირებადი     
  • მილაკების რაოდენობა - 1   
  • ღია სივრცე - 10m²   
  • დახურული სივრცე - 20m²
  • წონა (კგ) - 3.34          

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

Winger - WFH2000 გამათბობელი ფენით 2000W

ამჟამად Winger სრულიად განსხვავებულ მოდელს წარმოგიდგენთ. ამ კონკრეტულ გამათბობელს ე.წ. ფენის სისტემა აქვს. მოწყობილობაში ჩამონტაჟებული აპარატი ტრიალებს და თბილ ჰაერს უშვებს. საკმაოდ მძლავრი და სიმსუბუქით გამორჩეული გამათბობელი კომპაქტურია. სამი რეჟიმი აქვს და როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცესაც ათბობს. დიდი ოთახისთვის ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ მცირე ფართობს სწრაფად ათბობს. კონკრეტილი გამათბობელი ზუსტი მიგნებაა აბაზანისთვის. ხშირად ცხელი წყლის ორთქლი, კედლებს აზიანებს. ამიტომ, გამათბობელი ოთახს გაათბობს და გამოაშრობს.

Winger WFH2000 gamatbobeli fenit

  • ბრენდი - WINGER   
  • პროდუქტის ტიპი - გამათბობელი ფენით 
  • სიმძლავრე - 2000W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო -  220-240V     
  • რეჟიმი - 3     
  • ღია სივრცე - 15m²   
  • დახურული სივრცე - 25m²
  • წონა (კგ) - 1.5

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომფორტულობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა უნდა გაითვალისინოთ ელექტრო გამათბობლის შეძენისას ?

მთავარი პირობა ყოველთვის ხარისხია. წარმოდგენილ ელექტრო გამათბობლების ნდობა, თამამად შეგიძლიათ. თითოეული მათგანი გამძლე და კომფორტულია. პირველ რიგში, განსაზღვრეთ, თუ რომელი სივრცისთვის გჭირდებათ. ღია ტერიტორიის გასათბობად, მეტად მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ. თუ უბრალოდ დამატებითი ალტერნატივისთვის გსურთ, მაშინ დაბალი სიმძლავრის გამათბობელსაც გამოიყენებთ. Holst.ge- ის მეშვეობით კი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება