კოხტა, მოხდენილი შედეგები თუ გსურთ, ფრეზით ხომ არ დაინტერესდებოდით?

საკუთარი ნაშრომსა და ნახელავს რომ შეუძლია ადამიანის გახარება, იშვიათად, მსგავს დადებით ემოციებს იწვევდეს რამე. ალბათ, როცა შვილს შეგიქებენ, ან რა გითხრათ, ღვინოს, რომლის დაწურვაზეც ბევრი იშრომეთ.

საერთოდაც, ადამიანის შრომას ის აფასებს ადეკვატურად, ვინც თავად იცის შრომის ფასი და ვისაც ასეთი გამოცდილება აქვს, ვინც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მიღება, ელექტრო ფრეზი აუცილებლად დააინტერესებს.

რისთვის არის საჭირო და ვის სჭირდება ფრეზი?

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზედმეტად შევაქეთ ელექტრო ფრეზი, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით.

დავიწყოთ იმით, რომ როგორც წესი, ფრეზს იყენებენ სადურგლო საქმიანობაში, ავეჯის, ინტერიერის ნივთების, დეკორატიული ნაკეთობების შესაქმნელად.

მასშტაბურ წარმოებაში, მაგალითად, ფრეზირება ყველაზე გავრცელებული მეთოდია, თუმცა, მცირე სახელოსნოშიც ხელსაწყო თავს ნამდვილად არ ირცხვენს. აქედან გამომდინარე, მიღებულია ფრეზის პირობითი დაყოფა: უნივერსალური და სპეციალიზებული.

გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მძლავრია ფრეზის ძრავა, მით მეტია მისი წარმადობა. ამასთან, სიმძლავრის მატებასთან ერთად, იზრდება ფრეზისა და ბურღის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჭრის პარამეტრების გაუარესების გარეშე შეიძლება.

სიმძლავრის მხრივ, ფრეზის 3 ტიპს გამოარჩევენ. ესენია: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუკი უნივერსალური მოდელი გჭირდებათ, ყურადღება უნდა შეაჩეროთ ხელსაწყოზე, რომლის სიმძლავრე 1500 ვატიდან იწყება. ასეთი ინსტრუმენტით პრაქტიკულად, ნებისმიერი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი, ამასთან, მაღალ სიჩქარეებზე. მცირე მასშტაბის სამუშაოებისთვის კი ზედგამოჭრილია 1000 ვატამდე სიმძლავრის მქონე ფრეზი.

ინსტრუმენტს შემდეგი სამუშაოებისთვის იყენებენ:

  • ფრეზირება;
  • ზედაპირების გასწორება;
  • ფიგურული ჭრა;
  • დეტალების კოპირება;
  • დეტალების გადაბმა;
  • ფოსოების ამოვსება;
  • დეტალების მოპირკეთება;
  • ხვრელების ბურღვა;
  • ზედაპირების გრავირება
  • და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი რამ...

ასევე, ელექტრო ფრეზი გამოიყენება ნაკეთობაზე ორნამენტების დატანისთვის, ფიგურული ბოძკინტებისა და პლინთუსების დასამზადებლად, ავეჯის ფურნიტურისა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მონტაჟისას, ხის, მერქანბურბუშელის (დეესპე), ფანერისა და პლასტიკის პროდუქციაზე მუშაობისას. კიდევ ერთი დანიშნულება - ზედაპირის გასწორება იქ, სადაც რეისმუსის გამოყენება არ შეიძლება. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ფრეზით შესაძლებელია ბარელიეფებისა და ჰორელიეფის, პანოს, სამგანზომილებიანი კომპოზიციების ამოკვეთაც კი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამით ფრეზის შესაძლებლობები არ სრულდება და ა, ბატონო, კიდევ რამდენიმე მაგალითი, რისთვის გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ინსტრუმენტი, რომელიც როგორც გითხარით, „რაც ზემოთაა, ერთი იმდენი კიდევ მიწისქვეშ არის“:

  • დეკორატიული დამუშავება, ლოგოტიპების ამოჭრა, წარწერების დატანა ხის ნაწარმზე;
  • დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრო ფრეზი ე.წ. ჰენდმეიდ სფეროში, სადაც მას იყენებენ, მაგალითად, საჩუქრების, სამკაულებისა და სათამაშოების შექმნისთვის.

როგორ მუშაობს ელექტრო ფრეზი

ყველა ფრეზი შეიძლება ასე დავაჯგუფოთ: ხელისა და სტაციონარული. უფრო ხშირად სტაციონარული სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება, სადაც საჭიროა 3 კვტ-ზე მეტი სიმძლავრე. აქვს განსაკუთრებული კონსტრუქცია, წონა კი ხშირად 500 კგ-ს აღემატება. ხელის ფრეზი მრავალ სფეროში გამოიყენება და ამაზე ზემოთ უკვე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. ასეთი ხელსაწყო მსუბუქი და კომფორტულია.

ფრეზის მოწყობილობა ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, ვიდრე სხვა ელექტროინსტრუმენტების. აღჭურვილია მოტორით, რომელიც ბასრი პირების მეშვეობით დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით უმკლავდება.

მართვის ღილაკები კორპუსზეა განთავსებული. საუბარია ჩამრთველზე, გამომრთველზე და ასევე, შემთხვევით ჩართვისგან დამცავ და ბრუნების დასარეგულირებელ ღილაკებზე. ზოგ შემთხვევაში, ჩართვის ღილაკს შესაძლოა, ფიქსაციის ფუნქციაც ჰქონდეს მიღებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია მჭრელი პირების სიღრმეში ჩასვლის შემზღუდველი. მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია საჭირო სიღრმისა და ბრუნების განსაზღვრა. გამოუსადეგარ დეტალზე წინასწარ შემოწმების შემდეგ, მარტივად დასადგენია, სწორად არის თუ არა მითითებული როგორც სიღრმე, ისე - ბრუნების სიჩქარე.

CROWN CT11020-ელექტრო ფრეზი 430W

crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 430W
  • ზომა - 6mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421753
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი + ადაპტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-26000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-30mm

TOL2289-79535 ელ. ფრეზი 900W

Tolsen eleqtro frezi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 900W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789284
  • წონა (კგ) - 3.625
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - პარალელური მიმმართველი + სიღრმის მიმმართველი + ქამარი + 2 საჭრელი პირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის პარამეტრები - სიღრმე: 0-3mm; სიგანე: 82mm

STANLEY SRR1200-RU ელ. ფრეზი 1200W

STANLEY eleqtro frezi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 1200W
  • ზომა - 6mm; 6.35mm; 8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048527573
  • წონა (კგ) - 4.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-28000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება