კუთხლივ სახეხი ხელსაწყო - თქვენი მარჯვენა ხელი

თუ გონებას დავძაბავთ, არც თუ ისე იშვიათი მომენტი ამოტივტივდება ჩვენი ცხოვრებიდან, როდესაც სახლში ყოფნისას რაღაცის შეცვლა, შეკეთება ან არსებული მასალით ახლის შექმნა გვსურდა. ყველა ამ მომენტის დადგომისას პირველი აზრი, რომელიც თავში გაგვიელვებდა  და მოტივაციაზე დამანგრევლად იმოქმედებდა, უსათუოდ ხელსაწყოების არასაკმარისი რაოდენობა იქნებოდა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ხელსაქმე ჩვენს ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, ეს უკანასკნელი კი დღევანდელ სამყაროში უძვირფასესი, უფრო მეტად კი  დეფიციტურია. მხოლოდ ძალისხმევა და საჭირო დრო  საკმარისი როდია. უმნიშვნელო საქმის შესასრულებლადაც კი, აუცილებელია პრობლემაზე ზუსტად გათვლილი  ხელსაწყოს შერჩევა, რათა ეს პრობლემა მოკლე დროში ხარისხიანად მოგვარდეს და მომავალში თავი აღარ იჩინოს.

ბალგარკა ნებისმიერ ადამიანს ხელმარჯვედ აქცევს

მნიშვნელობა არ აქვს სახლში და მის გარეთ, სამოყვარულო თუ პროფესიონალურ დონეზე, ზუსტი და ხარისხიანი ხელსაწყოს არსებობა პროფესიონალსაც და მოყვარულსაც ერთნაირად სჭირდება. ხოლო, თუ ამ უკანასკნელისთვის ხელსაწყო ადვილად მისაწვდომი იქნება, დროთა განმავლობაში შესაძლებელია იგი პროფესიონალთა გუნდასაც კი შეუერთდეს.

დრო, როდესაც ადამიანები კონკრეტული საქმის შესასრულებლად სხვადასხვა ფუნქციის მქონე ხელსაწყოს იყენებდნენ, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სწორედ  ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ხელსაწყოების ფართო არჩევანს გთავაზობთ holst.ge, სადაც ერთ-ერთი სწორი არჩევანია კუთხლივ სახეხი. ონლაინ მაღაზია გთავაზობთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა - Dewalt, Crown და Tolsten,  რომელთა  დისტრიბუციაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეუფერხებლად ხორციელდება.

კუთხლივი სახეხი პრობლემას ნებისმიერ კუთხეში მიწვდება

ხელსაწყოს რომლისკენაც გვსურს მივაპყროთ მკითხველის ყურადღება, ჩვენში ყველზე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბარგალკა. აღნიშნული ხელსაწყოს მნიშვნელობაზე ზემოთ უკვე გავმართეთ მსჯელობა. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მის მახასიათებლებსა და მოდიფიკაციებზე. პირველ რიგში აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ holst.ge მსგავსი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლების, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო სეგმენტსაც მოიცავს.

თავს აღარ მოგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბალგარკა ხელსაქმის მცოდნე ადამიანებისთვის. ნებისმიერ ხელსაწყოს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს და ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი კონკრეტული ხელსაწყო, რომელიც არც თუ ისე დაბალ ბიუჯეტს მოითხოვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით გამოიყენება, რასაც ვერ ვიტყვით ამ ინსტრუმენტზე. კუთხსახეხი ის პროდუქტია, რომლის არჩევისას განსაკუთრებული დაკვირვების გამოჩენა გვმართებს, რადგანაც მსგავსი  ღირებულების მქონე ინსტრუმენტის ხშირად შეცვლა, ბიუჯეტურად წამგებიანია. თუმცა სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ  კონკრეტული ინსტრუმენტის შეძენით, მრავალი მიმართულებით გამოიყენოთ იგი. კუთხსახეხი ძირითადად შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენება:

  • სხვადასხვა მეტალის/მასალის ჭრა
  • ლითონის გაპრიალება
  • ზედაპირის გახეხვა
  • საჭრელი ინსტრუმენტების პირის ალესვა

ჭრა

ბეტონის ფილებისა და  ლითონის კონსტრუქციების ჭრა სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური რუტინაა, თუმცა სწორად შერჩეული ინსტრუმენტის მეშვეობით მოსაწყენი რუტინაც შესაძლებელია მარტივ პროცესად გადაიქცეს. ამისთვის საჭიროა კუთხსახეზევე სათანადო დისკის იმის მიხედვით დამაგრება, თუ რა მასალის ჭრა გვიწევს.

ლითონის გაპრიალება

დროის სვლასთან ერთად მეტალის უმრავლესობა, თუ იგი უჟანგავი არ არის ჟანგდება და მასზე დატანილი საღებავიც პირვანდელ სახეს კარგავს. ხოლო ზედაპირი განახლებას საჭიროებს. ამისათვის პირველ რიგში იგი ჟანგისა და საღებავის მასისგან უნდა გაიწმინდოს, ამისთვის კი მავთულის ჯაგრისი იდეალური გამოსავალია.

გახეხვა

კუთხსახეხი არის ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია გახეხვაა. შედუღება ლითონის დამუშავების მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია შედუღებული ლითონის გასუფთავება.  რისთვისაც საკმარისია კუთხსახეხზე შესაბამისი დისკის დამაგრება. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია ბეტონის ფილების გახეხვაც.

მჭრელი ინსტრუმენტების ალესვა

კუთხსახეხს გარდა საკუთარი ფუნქციის შესრულებისა, ასევე შესწევს უნარი გააუმჯობესოს სხვა ინსტრუმენტების ფუნქცია. მისი საშუალებით დანის, ნაჯახისა და სხვა მჭრელი ინსტრუმენტების ალესვა მარტივი პროცესია.

სადენიანი კუთხლივ სახეხი

კვების წყარო მძლავრი ინსტრუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის გარეშეც ყველა ის ფუნქცია, რომელიც მას გააჩნია სისრულეში ვერ მოვა. სწორედ ამიტომ მწარმოებელი კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ ნაწილს. როგორც წესი კუთხსახეხი დენის წყაროზე მიერთებით 220-240 ვოლტზე მუშაობს. თუ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება გიწევთ  და ხართ პროფესიონალი, მაშინ სადენიანი კუთხსახეხი აუცილებლად გახდება თქვენი მარჯვენა ხელი. ერთადერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება თან ახლდეს სადენიან კუთხსახეხს მისი არაკომპაქტურობაა, რაც გამოწვეულია სადენით, რომელიც ხშირად დამატებით დამაგრძელებელ დენის ჩამრთველს საჭიროებს.

უსადენო კუთხსახეხი

მწარმოებელი კომპანიები მუდამ ზრუნავენ ინსტრუმენტების დახვეწასა და მის განვითარებაზე. ამის თვალნათელი მაგალითია უსადენო კუთხსახეხი, რომლის კვების ძირითადი წყარო ელემეტია. აღნიშნული ინსტრუმენტი მეტად მოსახერხებელია მისი კომპაქტურობიდან გამომდინარე და არც სიმძლავრის ნაკლებობას უჩივის. მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეულ დონეზე უსადენო კუთხსახეხი იდეალური გამოსავალია, თუმცა  თუ თქვენი სამუშაო უფრო დიდ სიმძლავრეებს მოითხოვს, ეს უკანასკნელი რეკომენდირებული არ არის.

რამდენად უსაფრთხოა კუთსახეხი?

კითხვას რომელიც ცოტა  შემაშფოთებლად ჟღერს, მარტივი პასუხი აქვს. თუ დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, მაშინ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი იქნება. აღნიშნული ნორმები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • უპირველესი წესი რაც უნდა დავიცვათ არის შემდეგი: არასდროს ჩავრთოთ კუთხსახეხი დენის ჩამრთველში მუშა მდგომარეობაში.
  • აუცილებელია დამცავი სათვალის გამოყენება, რათა დაცული ვიყოთ მტვრისა და ლითონის ნამსხვრევებისგან.
  • ხელთათმანების გამოყენების შემთხვევაში რისკი იმისა, რომ ინსტრუმენტი ხელიდან გაგვიცურდება მინიმუმამდე დავა. ასევე  ხელთათმანი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას, რაც აადვილებს სამუშაოს შესრულებას.
  • მიუხედავად სამუშაოს მოცულობისა აუცილებლად დაამაგრეთ ინსტრუმენტზე დამცავი.
  • სასურველია თუ სამუშაოს ძირითად ნაწილს ორივე ხელის გამოყენებით შეასრულებთ.

ონლაინ მაღაზია Holst.ge მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში ლიდერი ბრენდების პროდუქციას. მათი მცირე ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

Dewalt DWE492-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო

dewalt bargalka

  • ბრენდი Dewalt
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი
  • სიმძლავრე 220W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა  230mm
  • გარანტია 1 წელი
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-6600min
  • წონა (კგ) 5.2

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

როდესაც საუბარია Dewalt-ზე საქმე ეხება უდიდეს პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ იყვნენ უკეთესები, ვიდრე სხვები და უკეთესები ვიდრე იყვნენ წარსულში. აღნიშნული მოდელი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.  სადენიანი კვების წყაროს მეშვეობით საკმაოდ მაღალ სიმძლავრეს ფლობს. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი და შესასრულებელი სამუშაო მაღალ სიმძლავრეს საჭიროებს, მოცემული ინსტრუმენტი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

CROWN  CT13489-230S კუთხლივ სახეხეხი ხელსაწყო ‘ბარგალკა’ 230mm 2600W Soft start

crown bargalka

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე  2600W
  • ფორმა გრძელტარიანი
  • ზომა 230mm
  • გარანტია 1 წელი
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე  0-6500min
  • ფუნქციები  ნელი დაწყება
  • წონა(კგ) 7.5

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • ქანჩი

Holst.ge-ზე წარმოდგენილი ეს მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინსტრუმენტია. ნებისმიერი სირთულის სამუშაო მარტივ პროცესად იქცევა, როდესაც თქვენს ხელში აღნიშნული ინსტრუმენტია. მისი სიმძლავრე საქმეს უფრო თავდაჯერებულად შეგასრულებინებთ. ნელი დაწყების ფუნქცია კი ამ ინსტრუმენტს უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის.

უპირატესობები:

  • ნელი დაწყება
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1517-79525 კუთხლ სახეხი ხელსაწყო ‘ბარგალკა’ 230mm 2400w

tolsen bargalka

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 2400W
  • ფორმა გრძელტარიანი
  • ზომა 230mm
  • გარანტია 1 წელი
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე
  • წონა (კგ) 3.6

კომპლექტაცია:

  • დამატებითი სახელური
  • დამცავი

თუ საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესასრულებლად ხარისხიან და შედარებით დაბალბიუჯეტიან ხელსაწყოს ეძებთ, აღნიშნული მოდელი უპირობოდ გაამართლებს თქვენს მოლოდინს.  წონის მეშვეობით თქვენს ხელში კომპაქტური და ნამდვილად მძლავრი იარაღი გახდება.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება