კუთხსახეხი - ნაყოფიერი შრომის ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტი

თუ გახსოვთ, შრომას როგორი განმარტება აქვს? ტყუილად რომ არ იწვალოთ, ახლავე შეგახსენებთ: „შრომა - ეს არის ადამიანის გაცნობიერებული, გამიზნული ფიზიკური ან გონებრივი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი იქმნება და რომელიც ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ემსახურება...“

ფაქტია, დიდი შრომა უწევს ადამიანს, ღირსეულად ცხოვრებისთვის საჭირო პროდუქტი რომ შექმნას და ნაყოფიერი შრომის ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტი, გადაჭარბების გარეშე, ნამდვილად გახლავთ კუთხსახეხი.

კუთხსახეხი, უფრო ცნობილი, როგორც ბარგალკა, პრაქტიკულად, შეუცვლელი ნივთია როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ისე არაერთი პროფესიული მიმართულებისთვის. მისი დახმარებით, შესაძლებელია, ლითონის, ფილის, პლასტმასის დაჭრა, ასევე, ქვისა თუ ხის მოხვეწა, ფოლადის, მარმარილოს, გრანიტის გაპრიალება, ჟანგის მოცილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მოკლედ, ინსტრუმენტი ნამდვილად უნივერსალური.

მაშ, საიდან დავიწყოთ შერჩევა და რას მივაქციოთ ყურადღება?

რისგან შედგება ბალგარკა

ნებისმიერი ბალგარკა სხვადასხვა მახასიათებელს ფლობს. მაგალითად, ისეთს, როგორიც არის: სიმძლავრე, დისკოს დიამეტრი, ბრუნების რეგულირება. ინსტრუმენტი შეიძლება, იყოს როგორც პროფესიონალური, ისე საყოფაცხოვრებო კლასის.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ბარგალკა რთული ინსტრუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში, მისი მექანიზმი საკმაოდ მარტივია - შედგება კორპუსისგან, რომელშიც მოტორია განთავსებული და რომელსაც მოწყობილობა მოქმედებაში მოჰყავს კიდეც. ბარგალკას აქვს სპეციალური შპინდელი, რომელიც ბრუნავს. შპინდელი მოტორთან კბილანური გადაცემის მექანიზმით არის დაკავშირებული.

კონსტრუქცია ასეთია:

  • კორპუსი;
  • ძრავა;
  • ჩამრთველი ღილაკი;
  • ბრუნების რეგულირების ბორბალი;
  • დისკოს შეცვლის ღილაკი;
  • დამცავი მუფთა;
  • დამცავი გარსაცმი;
  • სამუშაო დისკოს მომჭერი ქანჩი;
  • რედუქტორი.

კუთხსახეხის ტიპები

ბარგალკა შეიძლება იყოს: ქსელური, ანუ ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით, ბენზინის, აკუმულატორიანი, პნევმატიკური.

შეიძლება ითქვას, ბალგარკა ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს, რადგან იგი ნამდვილად გახლავთ კომფორტული ხელსაწყო და სხვადასხვა მასალის დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

სიმძლავრე მისი პროდუქტიული მუშაობის საფუძველია. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებისთვის გჭირდებათ, რამდენად რთულ მისიებს დააკისრებთ და რა სიხშირით გამოიყენებთ. უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითსაც მოგიყვანთ: თუკი ბალგარკა მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ, ვთქვათ, რამე უნდა გაჭრათ ან გააპრიალოთ, საკმარისია 1000W სიმძლავრეც. აი, იმ შემთხვევაში, თუკი კუთხსახეხი თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, მუშაობთ ლითონთან ან ქვასთან, უმჯობესია, არჩევანი 1500-დან 2600-მდე სიმძლავრეზე შეაჩეროთ.

და  აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაც: სქელ ლითონზე მუშაობისას, არ არის საჭირო, კუთხსახეხს დააწვეთ, რომ უფრო სწრაფად გაჭრას. უმჯობესია, ხელსაწყო მხოლოდ საკუთარი წონის ქვეშ მუშაობდეს.

კუთხსახეხის შერჩევის კრიტერიუმები

შეძენამდე ის ამბავი განსაზღვრეთ, რა ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყენებთ ხელსაწყოს: რომელ მასალას დაჭრით, რომელს - გაასუფთავებთ და სხვა ყველაფერთან ერთად, შესაბამისი დისკოებიც შეარჩიეთ.

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით, რა სიმძლავრის ბარგალკა უნდა შეიძინოთ, შეამოწმეთ, რა სიჩქარით ბრუნვაზეა გათვლილი თქვენ მიერ შერჩეული დისკო.

საქმე ის არის, რომ ლითონის საჭრელი ერთი და იმავე ზომის დისკოებს, შესაძლოა, განსხვავებული სისქე ჰქონდეს და შესაბამისად, ბარგალკის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხერხდება ლითონის დამუშავება.

ნაკლებად მძლავრი კუთხსახეხით სქელი ლითონის, მარმარილოსა თუ ქვის დამუშავებისას უფრო მეტ დროს დახარჯავთ და დისკოებიც ბევრად მალე გაცვდება.

არ არის გამორიცხული, ასეთი კითხვაც დაგებადოთ: როგორი ბარგალკა ჯობია პარამეტრების მიხედვით? პასუხი ასეთია: ერთმნიშვნელოვნად, ის, რომელიც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, ინსტრუმენტი ხანგრძლივად მოგემსახურებათ, რაც საჭიროა, გაცვეთილი დისკოების შეცვლაა.

დისკოების დიამეტრი

კუთხსახეხის ზომა გავლენას ახდენს გარკვეული დიამეტრის მქონე დისკის გამოყენების შესაძლებლობაზე.

ჩვეულებრივ, შეზღუდვის მიზეზი დამცავი ბუდეა, რომელსაც ინსტრუმენტს ზოგჯერ საერთოდ ხსნიან ხოლმე, რაც საკმაოდ საშიშია. ამდენად, წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა ზომის დისკო გჭირდებათ.

  • 115-150 მმ - ყველაზე პატარა წრეები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია 30-35 მმ სისქის ლითონის გაჭრა. კომფორტულია რთულად მისადგომი ადგილებისთვის, ფაქიზი მუშაობისთვის, თუმცა სწრაფად იცვითება და ხშირად ცვლა სჭირდება;
  • 180 მმ - საშუალო ვარიანტი, რომელიც გამოსადეგია 60-70 მმ სისქის მასალის დასამუშავებლად. პოპულარულია სანტექნიკოსებში და ხელოსნებში, რომლებიც გათბობის მონტაჟზე მუშაობენ;
  • 230 მმ - მაქსიმალური ზომა ელექტრო კუთხსახეხისთვის. გამოიყენება მშენებლობებზე, რემონტისას;
  • 400 მმ - ვხვდებით მხოლოდ საწვავზე მომუშავე მოდელებში. გამოიყენება რელსების, შველერის, დიდი დიამეტრის მქონე მილების ჭრისთვის. ასევე, იყენებენ მაშველები ნანგრევების გაწმენდისას.

CROWN CT13501-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 125mm 650W

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 650W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420312
  • წონა (კგ) - 1.85
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

STANLEY - SG7125-TR Small კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 750W

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5054905285869
  • წონა (კგ) - 1.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min

Dewalt DWE4057-QS კუთხსახეხი 125mm 800W

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 800W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048633847
  • წონა (კგ) - 2.597
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებითი სახელური + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11800min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება