კუთხსახეხი - პროფესიონალებისა თუ მოყვარული ჩხირკედელების უნივერსალური დამხმარე |
კუთხსახეხი - პროფესიონალებისა თუ მოყვარული ჩხირკედელების უნივერსალური დამხმარე |
ახლა, როცა ეს სტრიქონი იწერება, არც შუაღამე იწვის, დნება და არც მონაქროლი სიო იგრძნობა... თუმცა, არა, ისეთი გემრიელი სიცივეა, კი ატანს ძვალ-რბილში - ზამთარია გარეთ და აბა, სხვანაირად როგორ იქნება...
ფაქტია, წელიწადის დროების თავისებურებებს ჩვენ ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, კუთხსახეხით შეგვიძლია ისეთი ცვლილებები მივიღოთ, ჩვენს გულებსაც რომ გაახარებს, დამკვეთ-დამსაქმებლისაც და ოჯახის წევრებისაც.
საქმეში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა გადასარევად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კუთხსახეხი, იგივე ბარგალკა, ან როგორც ზოგჯერ იტყვიან ხოლმე - ბალგარკა.
ეს „სამი სათაური“ რა ამბავია? სხვათა შორის, კუთხლივ სახეხ ხელსაწყოსაც უწოდებენ ხოლმე - კაცია და გუნებაო...
თამამად შეიძლება, კუთხსახეხს უნივერსალური დამხმარე ვუწოდოთ არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ მოყვარული ჩხირკელებისთვისაც კი. ამის თქმის საშუალებას თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ ე.წ. „ბარგალკაზე“ მრავალფეროვანი აქსესუარი საკმაოდ მარტივად ადაპტირდება. ხელსაწყოზე ამ აქსესუარების, დისკების დამაგრება ხრახნისა და სპეციალური გასაღების საშუალებით ხდება, რომლებიც კუთხსახეხს, როგორც წესი, კომპლექტში ახლავს თან.
კუთხსახეხის დახმარებით შესაძლებელია, სასურველი ფორმისა თუ ზომის მიხედვით დაჭრათ მაგალითად, ლითონი, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილა, მარმარილო, გაასუფთაოთ, გააპრიალოთ პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულისა თუ დაზიანების მქონე სხვადასხვა ზედაპირი და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პლუსი ისიც გახლავთ, რომ შედუღების აპარატისგან განსხვავებით, კუთხსახეხი დამუშავებულ მასალაზე კვალს არ ტოვებს.
კუთხსახეხის კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. მის მთავარ ელემენტებს განეკუთვნება:
ბარგალკა შეიძლება იყოს: ქსელური, ანუ ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით, ბენზინის, აკუმულატორიანი, პნევმატური.
მართალია, სულაც არ არის სავალდებულო, ბალგარკა ყველა ოჯახს ჰქონდეს, კომფორტული ხელსაწყო ნამდვილად გახლავთ და სხვადასხვა მასალის დამუშავების პროცესს მნიშვნელვნად ამარტივებს.
სიმძლავრე მისი პროდუქტიული მუშაობის საფუძველია. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებისთვის გჭირდებათ, რამდენად რთულ მისიებს დააკისრებთ და რა სიხშირით გამოიყენებთ. უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითსაც მოგიყვანთ: თუკი ბალგარკა მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ, ვთქვათ, რამე უნდა გაჭრათ ან გააპრიალოთ, საკმარისია 1000W სიმძლავრეც. აი, იმ შემთხვევაში, თუკი კუთხსახეხი თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, მუშაობთ ლითონთან ან ქვასთან, უმჯობესია, არჩევანი 1500-დან 2600-მდე სიმძლავრეზე შეაჩეროთ.
და აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაც: სქელ ლითონზე მუშაობისას, არ არის საჭირო, კუთხსახეხს დააწვეთ, რომ უფრო სწრაფად გაჭრას, უმჯობესია, ხელსაწყო მხოლოდ საკუთარი წონის ქვეშ მუშაობდეს.
პირველ რიგში, ვიდრე კუთხსახეხით მუშაობას შეუდგებოდეთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხელთ გაქვთ ინდივიდიალური დაცვის შესაბამისი საშუალებები. მაგალითად, აუცილებლად უნდა გქონდეთ დაცული თვალები, რომ არ დაზიანდეთ გამოსროლილი ნამსხვრევებისა თუ ნაპერწკლებისგან. ხშირად, ამისთვის სპეციალურ სათვალეს იყენებენ, თუმცა არაერთი სპეციალისტი არჩევს, დამცავი ნიღბით მთლიანი სახე დაიფაროს და არა მხოლოდ თვალები. ასევე, რეკომენდებულია სმენისა და სუნთქვის ორგანოების დაცვაც და ბუნებრივია, ხელთათმანები და შესაბამისი ფეხსაცმელებიც.
Holst.ge გირჩევთ, მუშაობის დაწყებამდე იმაშიც კარგად დარწმუნდეთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული აქსესუარები, დისკები, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევაში უნდა დაიხმაროთ და ისიც გულდასმით იყოს შემოწმებული, რომ ეს აქსესუარები ნამდვილად თავსებადია თქვენს კუთხსახეხთან.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ჩვენი „ბევრსათაურიანი“ ხელსაწყო შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც რაიმე ახლის შექმნისთვის, ისე - დემონტაჟისთვის. ასევე, არსებობს კუთხსახეხი როგორც პროფესიონალური, ისე - სამოყვარულო.
Holst.ge-ზე მომხმარებელი სასურველ „ბალგარკას“ აუცილებლად მიაგნებს, ამჯერად კი იმ შეცდომებზე საუბრით გავაგრძელოთ, რომლებიც კუთხსახეხით მუშაობისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ.
სადაც ამდენი ვისაუბრეთ, მცირე ინფორმაციას ამ მართლაც საჭირო ხელსაწყოს შექმნის შესახებაც მოგაწვდით: კუთხსახეხი გერმანიის ქალაქ შტაინჰაიმ ან დერ მურში 1954 წელს შექმნეს, ხოლო ბალგარკა ჩვენთან ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან შეარქვეს, რისი მიზეზიც პრინციპში, მარტივი მისახვედრია - მისი წარმოება 1970-იან წლებში ბულგარეთში დაიწყო, კერძოდ, ქალაქ ლოვეჩში.
ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც პრინციპში, ნებისმიერი საჭიროებისთვის ესტუმრება Holst.ge-ს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი იგულისხმებიან, ვისაც კუთხსახეხის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
რატომ და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ ნებისმიერი საფასო მაჩვენებლის და მართლაც მრავალფეროვანი მონაცემების მქონე „ბარგალკის“ არჩევაა შესაძლებელი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოდგენილია მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდის პროდუქცია.
რამდენიმეს შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვე გთავაზობთ.