ყველაფერი, რაც ლობზიკის შეძენამდე უნდა იცოდე

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლობზიკის შეძენისას?

ლობზიკის მოხმარების წესები

დღეს თითოეული საქმიანობის სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად ცალკეული, ოპტიმალური ინსტრუმენტი არსებობს. როცა ხის ან ხის ნაწარმის, ლამინატის, ლითონის და მსგავსი, შედარებით თხელი მასალის გაჭრა გჭირდებათ, არაფერია ლობზიკზე შესაფერისი ხელსაწყო. ლობზიკით შეგიძლიათ მრუდე ან დახრილი ნაჭრების ამოჭრა, რაც რემონტისას აუცილებლად დაგჭირდებათ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლობზიკის შეძენისას?

ბეწვა ხერხის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ყველა მახასიათებელი. აქვს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რაც გადამწყვეტია ლობზიკისთვის, დანარჩენი კი უფრო გემოვნების საკითხია.

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ბრენდს, რადგან სწორედ ბრენდი არის ხარისხის განმსაზღვრელი, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების შეძენისას, როგორიც არის ინდუსტრიული ელექტრო ხელსაწყო.

მოდი განვიხილოთ რა ფუნქცია-მახასიათებლები აქვს ლობზიკს და რაზე უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ პროდუქტის შეძენისას.

dewalt lobziki

ელექტრო ხერხის ცვალებადი სიჩქარის ფუნქცია

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ხშირად არ არის გამოყენებადი ხის ჭრისას, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ, რადგან ლობზიკით სხვა მასალასთან მუშაობისას, მაგალითად ლითონთან, ნელი ჭრის ფუნქცია უფრო ეფექტურია. ასევე, ნელი ჭრა გამოსადეგია ფრთხილად და დაკვირვებით მუშაობისთვის, რთული ფორმების გამოსაყვანად. ამ დეტალების გათვალისწინებით, ლობზიკის ცვლადი სიჩქარის ფუნქცია ნამდვილად არის თვისება, რომელშიც ღირს დამატებითი ფასის გადახდა.

ლობზიკის პირის ორბიტალური მოძრაობა

სტანდარტული ბეწვა ხერხის პირი მოძრაობს მხოლოდ ზემოთ და ქვემოთ, თუმცა ზოგიერთ ლობზიკს გააჩნია ორბიტალური მოძრაობის ფუნქცია. ორბიტალური მოძრაობისას ლობზიკის პირი მაღლა ასვლისას ოდნავ წინ გადის, ხოლო ქვემოთ ჩამოსვლისას ოდნავ უკან. ამ დროს ხდება ძალის მოგება, ამასთან პირი ნაკლებად ცვდება. ორბიტალური მოძრაობით ჭრის ფუნქციით სხვადასხვა მასალაზე შეგიძლიათ მუშაობა.

ძრავის სიმძლავრე

ლობზიკის ძრავის სიმძლავრე და მისი მაღალი ამპერი განაპირობებს ჭრის მეტ ძალას, რაც სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულ საქმეს განაპირობებს. ეცადეთ ისეთ ლობზიკზე გააკეთოთ არჩევანი, რომელსაც მაღალი სიმძლავრე ექნება, რომ შეძლოთ რთული სამუშაოს მარტივად შესრულება.

ჭრის სიღრმე

სტანდარტულად ლობზიკი 80 მმ მდე ჭრის ხეს და 15მმ მდე ლითონს. არსებობს ლობზიკები, რომელთაც უფრო ღრმად ჭრის ფუნქცია აქვთ, თუმცა ეს საერთოდ არ არის სასურველი და საჭირო, რადგან ღრმად ჭრისას პირის გაღუნვის და გატეხვის მეტი ალბათობაა.

სადენიანი და უსადენო ლობზიკები

არსებობს ლობზიკები სადენით და გალვანური ელემენტით. ამ ორს შორის არჩევანის გაკეთებისას თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებას უნდა მიენდოთ. როგორც წესი, სადენიანი ლობზიკები უფრო მძლავრია და სიცოცხლის ვადაც მეტი აქვთ, თუმცა უსადენო ძალზედ კომფორტული და მოსახერხებელი.

ბატარეის ტექნოლოგიების ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, სიმძლავრის მახასიათებელი უსადენო მოწყობილობებში იმდენად გაუმჯობესა, რომ უკვე ამ ასპექტშიც ნაკლებად ჩამოუვარდება სადენიანს.

crown lobziki

ლობზიკი ლაზერით

ლობზიკების ახალ თაობას აქვთ ლაზერული ინდიკატორი, რაც სწორ ჭრაში გვეხმარება. პატარა წითელი წერტილი გვიჩვენებს გასაჭრელ გზას და ამარტივებს სწორად მუშაობას. ეს ფუნქცია საკმაოდ პროდუქტიული და მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ლაზერიანი ლობზიკი.

მტვრისგან წმენდა

როგორც წესი, ჯერ ვნიშნავთ და ვხაზავთ საჭრელ მიმართულებას და შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. ლობზიკით მუშაობისას იმტვერება გასაჭრელი ხაზი და რთულდება მისი დაცვა. ზოგიერთ ლობზიკს გააჩნია ნახერხისგან და ნაწილაკებისგან წმენდის ფუნქცია. ის ჰაერის ნაკადს წინ უბერავს და წმენდს. რა თქმა უნდა ეს ფუნქცია არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია თქვენს ლობზიკს შეეძლოს გაწმენდა.

რადგან ლობზიკის შერჩევისას გასათვალისწინებელ მთავარი ინდიკატორებს გაეცანით, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შეძენა ონლაინ მაღაზია holst.ge-ზე შეგიძლიათ. შემდეგ კი გაგაცნობთ მოხმარების წესებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ლობზიკით მუშაობა თქვენთვის ახალია.

B&D BDCJS18N-XJ-ელექტრო ხერხი, დამტენის და ელემენტის გარეშე 18V

black&decker eleqtro kherkhi

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 18V     

ზომა 18mm

კვების წყარო ელემენტი      

კომპლექტაცია ელემენტის გარეშე    

ბრუნვის სიჩქარე 0-2500min      

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 55mm
  • ფერადი ლითონი: 20mm
  • მეტალი: 5mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.22

ბლექ ენდ დეკერის ნებისმიერი პროდუქტი გამოირჩევა ხარისხით და სამუშაო რესურსი. მის წარმოებულ ბეწვა ხერხზეც იგივეს თქმა შეიძლება. არის ძალიან გამძლე და საიმედო. უსადენო, თუმცა საკმაოდ მძლავრი. ამ კონკრეტულ მოდელს B&D BDCJS18N-XJ არ მოჰყვება ელემენტი, ის ცალკე უნდა შეიძინოთ holst.ge -ზე. ეს ერთი შეხედვით არაკომფორტულია, თუმცა აღნიშნული ელემენტის შეძენისას შეგიძლიათ ამ ელემენტით სხვა  ბლექ ენდ დეკერის მოწყობილობები, ბარგალკა, სახრახნისი და ა.შ. ამუშაოთ.

სიმძლავრე საკმარისი აქვს საშუალო და უფრო მაღალი სირთულის სამუშაოების შესასრულებლად. არის მსუბუქი და პატარა ზომის, შესაბამისად მისი ტარება, შენახვა და ხმარება კომფორტულია.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სასიცოცხლო ვადა
  • კომპაქტურობა

Dewalt DCS331N-XJ ელ. ხერხი 18V ელემენტის გარეშე

dewalt eleqtro kherkhi

ბრენდი DEWALT        

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 18V     

ზომა 26mm              

კვების წყარო ელემენტი      

ბრუნვის სიჩქარე 0-3000min      

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 3.1

დევალტის შემთხვევაში კიდევ უფრო მტკიცედ შეგვიძლია მის ხარისხზე და სამუშაო რესურსზე ლაპარაკი. მის გამძლეობაზეც და საიმედოობაზეც. Dewalt DCS331N-XJ უსადენო მოწყობილობაა და ელემენტს საჭიროებს. ამ შემთხვევაშიც ელემენტი ცალკე უნდა შეიძინოთ და ამ ელემენტით შეგიძლიათ დევალტის სხვა მოწყობილობების ამუშავება.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • დიზაინი

CROWN CT25003HX ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 20 V Max

crown lobziki

ბრენდი CROWN         

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 20V     

ელემენტი 4Ah    

დატენვის ხანგრძლივობა 1hrs    

ზომა 26mm

კვების წყარო ელემენტი      

ბრუნვის სიჩქარე 700-3000min  

მოტორი უნახშირო      

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 85mm
  • ფერადი ლითონი: 20mm
  • მეტალი: 10mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.8

ქროუნი შედარებით დაბალ ბიუჯეტურ პროდუქციას აწარმოებს. შესაბამისად მეტი სიმძლავრის მიღება უფრო დაბალ ფასად არის შესაძლებელი. CROWN CT25003HX მძლავრი, უსადენო მოწყობილობაა, რომელსაც წინა ორის მოდელისგან განსხვავებით ელემენტი მოყვება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • მოყვება ელემენტი

CROWN CT15189-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 710W

crown eleqtro kherkhi

ბრენდი CROWN         

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 710W 

ზომა 26mm              

კვების წყარო 220-240V        

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მიმმართველი წრიული/პარალელური ხერხისთვის
  • მტვერსასრუტის ადაპტერი

ბრუნვის სიჩქარე 700-3000min  

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°          

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 85mm
  • ფერადი ლითონი: 20mm
  • მეტალი: 10mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.9

CT15189 სადენიანი ბეწვა ხერხია, საკმაოდ მძლავრი და დაბალ ბიუჯეტური.  დამატებით მოყვება აქსესუარები, რომლებიც დაგეხმარებიან სწორად ჭრაში და სისუფთავის დაცვაში. წრიული და პარალელური მიმმართველი გაგიმარტივებთ იდეალურად გაჭრას. მტვერსასრუტის ადაპტერით კი შეგიძლიათ ნარჩენები ერთ ადგილას მოათავსოთ მუშაობის პროცესშივე.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია

Dewalt - DWE249-KS ელ. ბეწვა ხერხი 550W

dewalt bewva kherkhi

ბრენდი DEWALT        

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 550W 

ზომა 20mm

კვების წყარო 220-240V        

ბრუნვის სიჩქარე 0-3200min      

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 80mm
  • ფერადი ლითონი: 15mm
  • მეტალი: 10mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.66

ლობზიკის DWE249-KS სადენიანი მოდელია. მძლავრი და მაღალი ბრუნვის სიჩქარით. თანაბრად ეფექტურია ყველა სახის სამუშაო მასალასთან. დევალტი მაღალხარისხიანია და შესაბამისად ფასიც შედარებით მაღალი აქვს, სხვა მწარმოებლებთან შედარებით. თუმცა, თუ გსურთ, რომ თქვენმა შენაძენმა შეფერხების გარეშე დიდი დროის განმავლობაში გემსახუროთ, არჩევანი დევალტის ლობზიკზე უნდა შეაჩეროთ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სასიცოცხლო ვადა
  • სიმძლავრე

Dewalt DW349-KS ელ. ხერხი

dewalt eleqtro kherkhi2

ბრენდი DEWALT        

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 500W 

ზომა 20mm              

კვების წყარო 220-240V        

ბრუნვის სიჩქარე 0-3200min      

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 75mm
  • ფერადი ლითონი: 15mm
  • მეტალი: 5mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.5

წინა დევალტის მოდელთან შედარებით DW349-KS - ის სიმძლავრე მცირედით ნაკლებია თუმცა შედარებით კომპაქტურია. სახლის და არა მარტო სახლის საქმეებში ეს ლობზიკი ძალიან დიდ ხანს მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სასიცოცხლო ვადა
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1309-79551 ელექტრო ბეწვა ხერხი 800W

tolsen bewva kherkhi

ბრენდი TOLSEN          

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 800W 

ზომა 20mm

კვების წყარო 220-240V        

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • პარალელური მომმართველი
  • ხეზე სამუშაო პირი         

ბრუნვის სიჩქარე 800-3200min  

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 80mm
  • მეტალი: 8mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 4          

ამ სტატიაში შემოთავაზებული ყველა ლობზიკთან შედარებით TOL1309-79551 გაცილებით მძლავრია.  Holst.ge - ზე ხელმისაწვდომი ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და მიიღოთ დამატებითი კომპლექტაციები.  მაღალი ბრუნვის სიჩქარე გააჩნია და ზომითაც კომპაქტურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

B&D KS501-XK-ელ. ხერხი 400W

black&decker bewva kherkhi

ბრენდი BLACK&DECKER       

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 400W 

ზომა 19mm              

კვების წყარო 220-240V        

კომპლექტაცია სიჩქარის რეგულირება         

ბრუნვის სიჩქარე 0-3000min      

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°          

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 65mm
  • ფერადი ლითონი: 10mm
  • მეტალი: 5mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.3

ბლექ ენდ დეკერის KS501-XK ბეწვა ხერხი ძალიან კომპაქტურია და მოსახერხებელი. ბლექ ენდ დეკერის წარმოებული პროდუქციის ხარისხზე და გამძლეობაზე საკმარისად ვილაპარაკეთ ზედა მოდელებში. აქვს სიჩქარის მარეგულირებელი, რაც მეტალზე მუშაობისას გამოგადგებათ. სწრაფ და ხარისხიან მუშაობას ამ ლობზიკის მოტორის საკმაოდ მაღალი ბრუნი განაპირობებს.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • მოტორის მაღალი ბრუნი

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

crown lobziki2

ბრენდი CROWN              

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი    

სიმძლავრე 550W 

ზომა 18mm                        

კვების წყარო 220-240V                 

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მიმმართველი წრიული/პარალელური ხერხისთვის
  • მტვერსასრუტის ადაპტერი

ბრუნვის სიჩქარე 700-3000min     

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°            

მუშაობის სიღრმე:

  • ხე: 65mm
  • ფერადი ლითონი: 10mm
  • მეტალი: 60mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.9

ასევე კომპაქტურია ქროუნის CT15212 ლობზიკი. მძლავრია და დიდ ხანს არ დაგაღალატებთ. თან ძალიან საჭირო და გამოსადეგი დამატებითი აქსესუარები მოყვება. ამ ლობზიკის შეძენა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოდელების შემთხვევაში holst.ge-ზე შეგიძლიათ. გახსოვდეთ მოტანა უფასოა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც ნებისმიერი სახის ინდუსტრიული ხელსაწყოს და მისი აქსესუარის შეძენა შეგიძლია. შესაბამისად ლობზიკის პირების შეძენაც აქვეა შესაძლებელი. ტოლსენის ბრენდის ლობზიკის დანები სამუშაო მასალის შესაბამისად:

ხეზე სამუშაო ლობზიკის პირების შესაძენად ბმულებს შეგიძლიათ მიყვეთ:

TOLSEN TOL1447-76805

TOLSEN TOL687-76802

TOLSEN TOL686-76801

მეტალზე სამუშაო პირები:

TOLSEN TOL691-76812

TOLSEN TOL690-76811

ლობზიკის მოხმარების წესები

თუ ლობზიკთან აქამდე შეხება არ გქონიათ ან გქონდათ, მაგრამ მცირედით და შესაბამისად პრაქტიკიდან ვერ მოასწარით მასთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელი დაუწერელი წესების სწავლა, ვეცდებით დაგეხმაროთ.

ამ საქმის პროფესიონალებს ვკითხეთ თუ რა რჩევებს მისცემდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ლობზიკთან ურთიერთობას და ყველა რჩევა ჩამოვწერეთ.

  • მიამაგრეთ შესაბამისი საჭრისი

ეს რჩევა იმდენად ბუნებრივია, აბსურდულადაც კი ჟღერს.

  • მძლავრად დააწექით ლობზიკს სამუშაო მასალაზე

მძლავრი დაწოლა განაპირობებს სწორ საჭრელ ხაზს და უსაფრთხოებას

  • არ ჩართოთ ლობზიკი სამუშაო მასალასთან შეხების პროცესში, დაელოდეთ ამუშავებას და მერე დაიწყეთ ჭრა

ამით თავიდან აირიდებთ პირის გატეხვას ან დაზიანებას და თქვენთვისაც გაცილებით უსაფრთხოა

  • არ მიაწვეთ ხერხს ჭრის დასაჩქარებლად. მიეცით ლობზიკს სწორი მიმართულება და აცადეთ აკეთოს თავის საქმე

ზედმეტი მიწოლისგან იზრდება პირის და ლობზიკის მოტორის დაზიანების შანსი. ნუ მოსთხოვთ ლობზიკს მეტ სისწრაფეს და ძალას.

  • თავიდან აიცილეთ გვერდითი ზეწოლა ლობზიკზე, რომ დაიცვათ საჭრელი ხაზი

ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ იდეალური შედეგის მისაღებად.

  • იმუშავეთ დინჯად და საჭრელი ხაზის გარეთ

მარტივია მოაშოროთ ზედმეტი ნაწილი საბოლოო ფორმის მისაღებად, ხოლო ნაკლულს ვეღარაფერს მოუხერხებთ.

  • სამუშაო ობიექტი დადეთ საკმარისად მაღალ რელსებზე

თუ ლობზიკის დანა ჭრისას ეხება რაიმეს, დიდი შანსია გატყდეს ან გაიღუნოს.

  • თხელი ობიექტის გაჭრისას, შეარჩიეთ შესაბამისი პირი, დადეთ ის შედარებით სქელ ხის ნაჭერზე და გაჭერით ერთად.

ძალიან თხელი საგნის ჭრისას, ლობზიკმა შეიძლება გატეხოს ან დააზიანოს ის. სიმყარე ქვემოდან კი თავიდან აგაცილებთ აღნიშნულს.

  • მასალის შუაზე გაჭრისთვის გააკეთეთ ხვრელი და დაიწყეთ ჭრა ხვრელიდან

უსაფრთხოება ლობზიკთან მუშაობისას

  • პირების შეცვლისას გათიშეთ ხერხი დენცქვიტიდან ან თუ უსადენოა ამოიღეთ ელემენტი.

მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან შესაძლო ფიზიკური დაზიანება

  • ატარეთ დამცავი სათვალე, რომ ნამსხვრევებისგან არ მიიღოთ შემთხვევითი დაზიანება. ატარეთ პირბადე, რომ არ მოგიწიოთ ნამსხვრევების და მტვერის შესუნთქვა და თუ ხშირად ხმარობთ ლობზიკს, ყურის დამცავიც რეკომენდირებულია.

ატარეთ ყველა ეს დამცავი საშუალება თქვენი ჯანმრთელობის მაქსიმალურად დასაცავად

  • ლობზიკის საჭრისიდან ხელი შორს დაიჭირეთ

ეს რჩევაც ზედმეტად ცხადია განხილვისთვის.

  • არ ატაროთ თავისუფალი, დიდი ზომის ტანსაცმელი და სამკაული ჭრისას

ეშმაკს არ სძინავს

იმედი გვაქვს შევძელით თქვენი დახმარება.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება