ლაპარაკი იცოდეს, ლაზერული თარაზო ხელფასს მოგთხოვდათ, მტრისას!.. |
ლაპარაკი იცოდეს, ლაზერული თარაზო ხელფასს მოგთხოვდათ, მტრისას!.. |
ერთი არც ისე სასიამოვნო წყევლა იციან ხოლმე ზოგიერთმა ენამწარეებმა - თუ გინდა, მტერი საშვილიშვილოდ გულზე გახეთქო, ასეთი ქოქოლა უნდა მიაყარო: „სულ რემონტი გქონდეს და ხელფასზე გეცხოვროსო“...
უჰ, რომ დაუფიქრდე, გვარიანად შემაშფოთებელი ამბავია „სულ რემონტი“, მაგრამ მეორე ნაწილს რაც შეეხება, კამათიც მოსულა - თუ მაღალი ხელფასია, გადასარევად შეიძლება ცხოვრება. ბოლოსდაბოლოს, მუშნი ზარანდიას სიტყვები გავიხსენოთ: „კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგარი კაცსო“...
გვარიანად უცნაური კაცი კი იყო პატივცემული მუშნი, თავი დავანებოთ, სჯობს და წყევლა-კრულვაც იქით გავუშვათ, საიდანაც მოდის ხოლმე. უმჯობესია, რემონტის საკითხს შევეხოთ. უფრო სწორად, ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც გვინდა თუ არა, რემონტისას აუცილებლად დაგვჭირდება - ლაზერული თარაზო იგულისხმება, რაღა თქმა უნდა.
დაუსრულებელი რემონტი, მოდით, მტერსაც არ ვუსურვოთ, აი, რაც შეეხება საოცნებო რემონტს, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბინის გარემონტებას იწყებს ან უფრო უკეთესი - სახლის ან აგარაკის შენებას. ამ მართლაც გასაოცარი მიზნებისთვის ვიღაც პროფესიონალებთან იჭერს საქმეს, ზოგი კი არჩევს, ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთოს.
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება საკითხი - რომელი უფრო საჭიროა: ჩვეულებრივი თარაზო, თუ ლაზერული თარაზო?
მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რატომ არის უმჯობესი, შედარებით, სულ ცოტათი მეტი გადავიხადოთ ლაზერულ თარაზოში და უარი ვთქვათ ჩვეულებრივზე:
1. თვალსაჩინოება, ხილვადობა
დავიწყოთ იმით, რომ ლაზერული თარაზო საუკეთესო თვალსაჩინოების საშუალებაა. იგულისხმება ის, რომ ლაზერული თარაზო კედლებზე, ჭერსა და იატაკზე წვრილი და მკვეთრი ლაზერული ხაზების პროეცირებას ახდენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მყისიერად შეიძლება საერთო სურათის სრულყოფილად დანახვა. მაგალითად, ვიზუალურად, სულ რამდენიმე წამში დაადგინოთ კედლებისა და იატაკის ფართობი, რამდენად სწორია ჭერი, ან იგივე კედელი თუ იატაკი, ტიხრები, კარები და მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭიროა.
2. ავტომატური გასწორება
ნებისმიერი ლაზერული თარაზო ავტომატურად სწორდება - ზუსტ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ პოზიციას იკავებს ადამიანის ჩარევის გარეშე, რაც კომპენსატორის ხარჯზე მიიღწევა. სწორედ ეს ფუნქცია გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და თუნდაც ყველაზე მოუმზადებელი ადამიანი მოინდომებს სახლში მაგალითად, ნახატები ჩამოკიდოს, რას მისგან იქნება საჭირო, მხოლოდ ლაზერული თარაზოს ჩართვა გახლავთ.
3. თავისუფალი ხელები
ლაზერულ თარაზოსთან მუშაობისას თქვენი ორივე ხელი აბსოლუტურად თავისუფალია რაიმეს მონტაჟისთვის საჭირო ნებისმიერი მოქმედებისთვის.
ჩვეულებრივი თარაზოსგან განსხვავებით, რომელიც მოგეხსენებათ, სულ ერთ ხელში უნდა გეჭიროთ, მეორეთი კი, ვთქვათ, ხრახნის დამაგრებას ცდილობდეთ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით მოხერხებული ხართ, ლაზერული თარაზო ასეთ სირთულეებს თავიდან აგარიდებთ.
4. მარტო მუშაობის საშუალება
ძველი მეთოდებით ვისაც უმუშავია, ისიც ეცოდინება, რომ ხშირ შემთხვევაში, მონიშვნების გაკეთებისთვის დამხმარეა საჭირო.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი: მოგივიდათ იდეა, რომ აგარაკზე ააგოთ მორიგი ნაგებობა, უბრალოდ, გათვლები გაქვთ გასაკეთებელი და გვერდზე არავინ გყავთ, არადა გადასაწყვეტი გაქვთ ფუნდამენტთან დაკავშირებული დეტალები. საამისოდ, როგორც მინიმუმ, საჭირო ჰიდრო ან ოპტიკური თარაზო, რომელთან გამკლავებაც ერთ ადამიანს არ გამოუვა.
რაც შეეხება ლაზერულ თარაზოს, თავისუფლად შეძლებთ ყველა წერტილის ერთმანეთთან დაკავშირებას, იმის დადგენას, რამდენად ემთხვევა ეს წერტილები ერთმანეთს სიმაღლეში და ასე შემდეგ, სხვისი დახმარების გარეშე.
5. დროის ეკონომია
ძალიან კარგი ხილვადობისა და ლაზერული ხაზების მოქნილობის ხარჯზე, ლაზერული თარაზოთი მუშაობის პროცესი სწრაფ და საინტერესო პროცესად იქცევა, რასაც ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია - დაზოგავთ დროს და ნერვებსაც ნაკლებად მოიშლით.
აბა, წარმოიდგინეთ, ჩამუხლული რომ ხართ და დიდხანს, გულმოდგინედ ცდილობთ მთელ პერიმეტრზე განსაზღვროთ იატაკის დონე ჩვეულებრივი თარაზოს დახმარებით და ამ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესის შემდეგ, ხაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. არა, წარმოდგენაც არ ღირს, ისეთი ემოციები შეუტევს ამ დროს ადამიანს!
ლაზერული თარაზო ასეთი უსიამოვნებებისგან ნამდვილად გიხსნით - ინსტრუმენტის ჩარტვის შემდეგ, პრაქტიკულად, მომენტალურად მიიღებთ საერთო სურათს.
6. ხელმისაწვდომი ღირებულება
შესაძლოა, თქვათ, თუ რა თქმა უნდა, არ იცით, რა ღირს ლაზერული თარაზო, რომ ასეთი ხელსაწყო ძალიან, ძალიან ძვირი ეღირება...
დავიწყოთ იმით, რომ იმდენად აიოლებს ინსტრუმენტი გნებავთ, სპეციალისტის, ან თუნდაც მოყვარულის საქმიანობას, ბევრი ჯიბეზე ხელის გავლებას არ დაიშურებს, თუმცა Holst.ge-ზე ლაზერული თარაზოს იმდენად დიდი და საინტერესო არჩევანია, მისაღებ ღირებულებას აუცილებლად მიაკვლევთ.
შევთანხმდეთ, რომ ჰორიზონტალური და ვერტიხალური ხაზების, დახრის კუთხეების პროექტირებაში ლაზერულ თარაზოს ბადალი არ გააჩნია, მაგრამ სანამ ამ ხელსაწყოს შეიძენთ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა სამუშაოები გაქვთ ჩასატარებელი. რაღა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, პირადი მოხმარებისთვის შეიძინოთ თარაზო პროფესიონალური ფუნქციონალით, თუმცა პროფესიონალს კი ასეთი ინსტრუმენტი უდიდეს დახმარებას აღმოუჩენს.
დავალებების სპეციფიკის გარდა, ლაზერული თარაზოებს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით განასხვავებენ:
- სხივების მიმართულება და რაოდენობა - პროფესიონალი მშენებლებისთვის მოიძიება მოწყობილობები 4-7 ლაზერული სხივით. ასეთი თარაზოს მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ კვების წყაროს ენერგიას შედარებით სწრაფად მოიხმარს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მოდელი საშუალებას იძლევა, სხივების რაოდენობა საჭიროების მიხედვით შეამციროთ ან გაზარდოთ. საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის შეიძლება 1-2 სხივიანი ინსტრუმენტიც შეარჩიოთ.
პროფესიონალი ხელოსნებისთვის, უმჯობესია, აკუმულატორიანი მოდელები, რათა ერთჯერადი დატენვით თარაზომ დიდხანს მუშაობს შეძლოს.
ასე თუ ისე, მოგიყევით, რა შეუძლია და რისთვის არის საჭირო ლაზერული თარაზო და შეგიძლიათ, რამდენიმე მოდელს აქვე შეავლოთ თვალი. უფრო მეტის ნახვა Holst.ge-ს შესაბამის განყოფილებაში შეგიძლიათ და თუ დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხსაც მყისვე მიიღებთ...