ლაზერული და ოპტიკური თარაზო

ლაზერული თარაზო აუცილებელი ნივთია ყველა ინჟინერისთვის, სახლის ხელოსნისა თუ უბრალო მოყვარულისთვის. ლაზერულ თარაზო საშუალებას გაძლევთ მილიმეტრების სიზუსტით იმუშაოთ ნებისმიერ პროექტზე.

Crown-ის ლაზერული თარაზო

Stanley-ის ლაზერული თარაზო

DeWalt-ის ოპტიკური თარაზო

ლაზერული თარაზოს არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: სიზუსტე, ავტო გასწორების ფუნქცია და უმნიშვნელოვანესი - ფასი.

სიზუსტე

ლაზერული თარაზო ბევრად უფრო ზუსტია ვიდრე ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ზუსტია. თუ თქვენთვის იდეალური სიზუსტეა პრიორიტეტი, მაშინ უნდა დააკვირდეთ ლაზერული თარაზოს ამ მახასიათებელს. ზუსტი ლაზერული თარაზო იყენებს მიკრომეტრს, რომელიც მოთავსებულია ობიექტივის წინ და მცირე ცვლილებებსაც გამოსახავს.

მექანიკური და ავტო გასწორება

ზოგიერთი ლაზერული თარაზო ავტომატურად ასწორებს ლაზერს, როცა დანარჩენები ხელით საჭიროებენ გასწორებას. ამასთან ავტომატური თარაზო, ნებისმიერი შემაფერხებელ გარემოებაში, ითიშება, ხოლო მექანიკური არ ითიშება და ამით ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას.

ფასი

ზოგიერთი ლაზერული თარაზო, განსაკუთრებით პროფესიონალური ლაზერული თარაზო, შეიძლება ძალიან ძვირი მოგეჩვენოთ. თუმცა, დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება ისეთი თარაზოს შეძენა, რომელიც თქვენს საჭიროებებს და სურვილებს დააკმაყოფილებს. თუ თქვენ ხელმისაწვდომ ფასად გინდათ შეიძინოთ ლაზერული თარაზო, მაშინ Crown-ის მაღალი ხარისხის თარაზო შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. ხოლო, თუ პროფესიონალი ბრძანდებით და ლაზერული თარაზოც შესაბამისი გინდათ, მაშინ Stanley-ის ან პრემიუმ ხარისხის DeWalt-ის ლაზერული თარაზო.

თუ თქვენი პროფესია მშენებლობას მოიცავს, მაშინ ოპტიკური თარაზო დაგჭირდებათ. ეს ინსტრუმენტი უფრო მასიური პროექტებისთვის არის განკუთვნილი და სწორი გამოყენების შემთხვევაში სრულიად გამორიცხავს რაიმე უზუსტობას. ოპტიკური თარაზო სამშენებლო და გეოდეზიურ ინდუსტრიებში გამოიყენება სიმაღლის და დონის შესამოწმებლად. ოპტიკური თარაზო შედგება ტელესკოპისგან, თარაზოსგან და ჩვეულებრივ სამფეხასგან. ოპტიკური თარაზოს ფართო სპექტრი არსებობს, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის და პროექტებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას. როგორიცაა:

  • შენობა-ნაგებობების გათანაბრება და განახლება
  • გზების, რკინიგზის, მილსადენების მშენებლობის სიმაღლე და დონე
  • რელიეფის გასწორება

ჩვენი ონლაინ მაღაზია უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარს ინდუსტრიული ხელსაწყოებით ამარაგებს და ამას ახერხებს დაბალი ფასების შენარჩუნებით, მიუხედავად მაღალი ხარისხისა. ასევეა ლაზერული თარაზოსა თუ ოპტიკური თარაზოს შემთხვევაშიც. ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტი უნიკალური სერვისით ემსახურება მომხმარებელს, რომელიც საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მიწოდებულ პროდუქციას გულისხმობს.

CROWN CT44046-ლაზერული თარაზო 15m

crown CT44046 lazeruli

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი 15 m   
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 0.75     
  • კვების წყარო 4xAA ელემენტი                     
  • ლაზერის პროექცია 1V 1H
  • სიზუსტე ±2 mm / 10m   
  • ლაზერი 635 Nm II კლასი       
  • შტატივის ხრახნი 1/4''     
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი წითელი

Crown-ის მაღალი ხარისხის ლაზერული თარაზო ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. შვეიცარული ბრენდის მიზანი სწორედ ის არის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ ინსტუმენტებზე. ეს ლაზერული თარაზო საკმაოდ ზუსტია და ამასთან ძალიან კომპაქტური. ზომა და წონა იდეალური აქვს სატარებლად და შესანახად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

STANLEY STHT77498-1 ლაზერული თარაზო Cubix Red

STANLEY-STHT77498 lazeruli tarazo

  • ბრენდი STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი 12 m   
  • გარანტია 0.562 
  • წონა (კგ) 1 წელი
  • კვების წყარო 2xAA ელემენტი                     
  • სიზუსტე ± 4.5mm / 10m
  • ლაზერი II კლასი         
  • შტატივის ხრახნი 1/4''     
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი წითელი

Stanley-ის პროდუქცია როგორც წესი უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა. ეს ნიველირი, მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს დავამატეთ ვებ-გვერდზე, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

DeWalt-DW096PK-XJ optikuri tarazo

  • ბრენდი DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი ნიველირი     
  • დიაპაზონი 100 m
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 9.4                   
  • სიზუსტე ±2.0 mm/m     
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

კომპლექტაცია:

  • ჩემოდანი
  • შტატივი
  • ამზომი

DeWalt-ის, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და თითოეულ დეტალს ითვალისწინებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებისათვის, ეს ოპტიკური თარაზო ერთ-ერთი საუკეთესოა Holst.ge-ზე. გარდა კონკრეტული მახასიათებლებისა, ის სიცოცხლის ხანგრძლივობით, სიზუსტით და ხარისხით გაცილებით აღემატება კონკურენტებს. თუ მშენებლობით ხართ დაკავებული, მაღალხარისხიანი ოპტიკური თარაზო განუყრელი ინსტრუმენტი უნდა იყოს და DeWalt-ის ეს ოპტიკური თარაზო სწორედ ის არის, რომელიც თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სიზუსტე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება