ლაზერული თარაზო - გაზომე სწორად და მარტივად |
ლაზერული თარაზო - გაზომე სწორად და მარტივად |
როცა საქმე სიზუსტეს ეხება, თვალი ხშირად იტყუება. მაგალითად, ფილის ტოლ ნაწილად გაჭრა რომ გსურთ და საქმეს შეუიარაღებელი ხელებით ასრულებთ, უზუსტობას იღებთ. ერთი არასწორი მოქმედება და სიმეტრიულობა ირღვევა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ სინამდვილეში მძიმე შემთხვევაა. განსაკუთრებით საყურადღებო კედლების სისწორე და სივრცეების ერთმანეთთან თანხვედრაა. მაგალითად, ფანჯრის ადგილი ზუსტად უნდა ამოიჭრას და ზომები გათვალისწინებული იყოს.
ლაზერული თარაზო მთავარი პერსონაჟია. ზუსტად იმ საქმეს ასრულებს, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. მშენებლობისა თუ სარემონტო სამუშაოების დროს, თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ. რაც მთავარია, მარტივად მუშაობს. ჩართავთ, ერთ ადგილას დადგამთ და დაელოდებით, თუ როგორ სწორად დახაზავს კედლებს. ფაქტობრივად, გზას გიკვალავთ და მიმართულებას გაძლევთ. ხელსაწყოს გარეშე კარგ შედეგს ვერ მიიღებთ. ლაზერული თარაზო კი ამის გარანტიას გაძლევთ.
ლაზერული თარაზოები ელემენტზე მუშაობს. ამ მხრივ კომფორტულია, რადგან დამუხტვა და ლოდინი არ გიწევთ. თუ სასწრაფო საქმეა, მაშინვე მოაგვარებთ და იმაზე არ იფიქრებთ, დაცლილი იქნება თუ არა ბატარეა. ინსტრუმენტს გამძლე ელემენტი აქვს და დიდხანს მუშაობს.
ინსტრუმენტებს ერთმანეთისგან ბევრი თვისება განასხვავებს, ერთ-ერთი კი ლაზერის ფერია. ძირითადად, ორი სახის, მწვანე და წითელი არსებობს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სხვა მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია. ამჯერად, მხოლოდ წითელი ლაზერით მომუშავე თარაზოებს განვიხილავთ, მაგრამ Holst.ge - ზე მწვანეებსაც იპოვით.
უმჯობესია ფუნქციები გულდასმით გადაიკითხოთ და უყურადღებოდ არცერთი დეტალი დატოვოთ. ამის მიუხედავად, არსებობს მახასიათებლები, რომლებზეც განსაკუთღებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ. სიაში პირველი დიაპაზონია. იმის ცოდნა, თუ რა მანძილზე მუშაობს თარაზო, სწორ გზაზე დაგაყენებთ. მიგახვედრებთ, გამოგადგებათ თუ არა. იქნებ გასაზომი დიდი მანძილია და კონკრეტულ ხელსაწყო მცირე ტერიტორიაზე მუშაობს? მონაცემების გაცნობა ამ გაუგებრობას წერტილს დაუსვამს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი თვითგასწორების დრო და დიაპაზონია. ამ ინფორმაციით ბევრ რამეს ვიგებთ. ნათელი ხდება, თუ რა სისწრაფით მუშაობს ლაზერული თარაზო. ასევე, მნიშვნელოვანია სიზუსტის, შტატივის ხრახნისა და ლაზერის ტიპის გადამოწმება.
სიმართლე რომ ვთქვათ, ლაზერული თარაზო ყველაზე კომპაქტური ხელსაწყოა. ყველა მოდელი მსუბუქია და თქვენი დახმარება ნაკლებად სჭირდება. ხელი მხოლოდ ჩართვისა და დამაგრებისას უნდა მიაშველოთ. დანარჩენს თავად მიხედავს. გულდასმით გაზომავს და შედეგს ეკრანზე დაგიწერთ. სიმსუბუქიდან გამომდინარე, მარტივი გადასაადგილებელია. სადაც გინდათ და როცა გინდათ, მაშინ წაიღებთ. დისკომფორტს არასდროს იწვევს. მოკლედ, კომპაქტური ხელსაწყოს სტატუს ნამდვილად იმსახურებს.
რამდნიმე თარაზო უნდა განვიხილოთ, აქედან სამს დამატებითი ნივთები ახლავს, ერთს კი არა. ბრენდსა და ხელსაწყოს ფუნქციებს გააჩნია. ინსტრუმენტები თარაზოს სხვადასხვა საქმეში ეხმარება. ნივთებთან ერთად უკეთ მუშაობს, მეტად პროდუქტიულია. რაც შეეხება კომპლექტს, მასში შეიძლება ლაზერული მიმღები, სამაგრი, ელემენტები, ქეისი ან ჩანთა შედიოდეს. ზოგიერთ თარაზოს მხოლოდ ორი ნივთი ახლავს, ზოგს კი უფრო მეტი.
იმაზე თუ გიფიქრიათ, რამდენ დროს დაზოგავდით, ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად რომ იძენდეთ ? მართალია, ძალიან ბევრს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასეთ სერვის გთავაზობთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. ხელსაწყოებს საიტიდან იწერთ და ზარს ელოდებით. რამდენიმე დღეში ნივთი სახლში გექნებათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.
მრავალფეროვნება ყოველთვის კარგია. ხელსაწყოების მონაცემებს ვადარებთ და საბოლოოდ, იმას ვირჩევთ, რომელიც ყველაზე მეტად გამოგვადგება. თარაზოების შემთხვევაში კი მართლაც ფართო არჩევანია. ამჯერადაც მხოლოდ ერთით კი არა, ოთხი ბრენდით შემოვიფარგლებით. პირველობა Bosch- ის თარაზოს ერგო. მასზე ქება ხშირად გვსმენია და ერთხელ თავად გავტესტეთ. შედეგმაც არ დააყოვნა და თურმე დადებით შეფასებას მართლა იმსახურებს. ძლიერი ელემენტი და მეორე კლასის ლაზერი აქვს. ასევე, მაღალია თვითგასწორების დრო და დიაპაზონი. დამატებითი ნივთებიც მოყვება, კერძოდ, ლაზერული მიმღები, სამაგრი, ელემენტები და ქეისი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად საუკეთესო თარაზოა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
წინა მოდელს არც Dewalt - ის ხელსაწყო ჩამორჩება. წითელი ფერის ლაზერი მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს. არც დაბრკოლებებს უშინდება და სწორედ ამიტომ, იმედგაცრუებულს არავის ტოვებს. პირველი კლასის ლაზერი და ხარისხიანი ელემენტი აქვს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ერთ წლიანი გარანტიით ისარგებლებთ. თარაზოს დამატებითი ნივთები მოყვება. ქეისი და ელემენტი კარგ დახმარებას გაგიწევთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen - ის ინსტრუმენტს, წინა თარაზოებთან შედარებით, ნაკლები დიაპაზონი აქვს. უმჯობესია შედარებით მცირე სივრცისთვის გამოიყენოთ. პროფესიონალობაში კი ეჭვს ვერავინ შეიტანს. ასევე, ჩანთა და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის არაჩვეულებრივი თარაზოთი დავასრულებთ და გაგიმხელთ, რომ მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ფუნქციების მხრივ კი ყველაფერი რიგზეა. ლაზერული თარაზო კომპაქტური, გამძლე და ხარისხიანია. ერთი ის არის, რომ საშუალო მონაცემები აქვს. მაგალითად, დიაპაზონი 15 m - ია, დანარჩენების კი უფრო მეტია. ეს პრობლემა სულაც არ არის, უბრალოდ კონკრეტული თარაზო მცირე მანძილს გაზომავს. უფრო ზუსტად, პატარა სივრცისთვისაა განკუთვნილი.
უპირატესობები: