ლაზერული თარაზო სიმეტრიულობის სადარაჯოზე |
ლაზერული თარაზო სიმეტრიულობის სადარაჯოზე |
ზოგჯერ ცვლილება მარტივია. თუ კი კედელზე ჩამოკიდებული ნახატის სიმეტრია არ მოგწონს, მაშინვე შეცვლი. თუმცა, რიგ საკითხებში დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, სჯობს დასაწყისშივე აღმოიფხვრას. მაგალითად, როცა საქმე კუთხეების სისწორეს ეხება. აშენების პროცესში თიოეული დეტალი გათვალისწინებული უნდა იყოს. წლების წინ ეს ბევრად რთული იყო. მერე კი ყველაფერი ახალ მეთოდზე გადაეწყო და ლაზერული თარაზო შეიქმნა. ხელსაწყო ცნობილია, როგორც მიუშვი და დააცადე. დიახ, სწორედ ასეთი გამორჩეულია. ლაზერის მეშვეობით სისწორეებს თავად, ზედმეტი ჩარევის გარეშე იცავს. მთავარია რომ დასაწყისშივე იხელმძღვანელოთ და ყველაფერი გენიალურად იქნება.
შეუიარაღებელი ხელით დიაპაზონის დაცვა საკმაოდ რთულია. ეს არც ხელსაწყოსთვისაა მარტივი, მაგრამ არც შეუძლებელი. ჩვენგან განსხვავებით ინსტრუმენტს სხვანაირი ალღო აქვს. ოღონდ ასე მხოლოდ ხარისხიანი ლაზერის შემთხვევაშია. ამიტომ, ამის გარეშე არაფერი გამოუვა. რომელიღაც გზაზე სირთულეებიც გადაეღობება, მაგრამ მედგრად უნდა დაუდგეს, გაუმკლავდეს, ბოლომდე გაუძლოს. თუ კი მარტივად გაფუჭდება, ასეთი ხელსაწყო არ გამოგადგებათ. ამიტომ, გამძლეობა მეორე აუცილებელი თვისებაა. რაც მთავარია, საქმის პროფესიონალი ლაზერი უნდა შეარჩიოთ. ყველა ასეთი არ არის, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოებისთვის უარყოფითის პოვნა რთულია. მათი ნდობა თამამად შეიძლება.
ერთმანეთისგან ყველა და ყველაფერი განსხვავდება. ხელსაწყოებიც მრავალფეროვანია. ასე რომ, ბევრნაირი ლაზერული თარაზო არსებობს. იმის გადაჭრით თქმა თუ რომელი სჯობს, რთულია. რომელს მოირგებთ და როგორი ინსტრუმენტი იქნება კომფორტული, თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. ლაზერული თარაზოები კი ერთმანეთისგან სიზუსტით, შტატივის ხრახნით, დიაპაზონით, თვითგასწორების დროით, წონითა და ლაზერის ფერით განსხვავდება. არსებობს ძლიერი და შედარებით სუსტი ხელსაწყოები. თუ კი მისი გამოყენება ხშირად გიწევთ და მაქსიმალური სიზუსტე გჭირდებათ, მაშინ უპირატესობა მძლავრ ინსტრუმენტს უნდა მიანიჭოთ. დასაწყისისთვის კი ნაკლები მონაცემებიც სრულიად საკმარისია.
ამ კითხვაში კომპლექტაცია მოიაზრება. დამატებითი ნივთები, რომლებიც ინსტრუმენტს მუშაობაში ეხმარება. ზოგიერთი თარაზო საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს და დამხმარე ძალა არ სჭირდება. ყველაფერს მარტოც მშვენივრად უმკლავდება. ზოგჯერ კი პირიქითაა. დამატებითი ხელსაწყოები თარაზოს ერთგულ მეგობრად ევლინება. ერთად კი შეხმატკბილებულად მუშაობენ. კომპლექტაციაში შეიძლება დამტენი, საკიდი, ქეისი, სამაგრი, ელემენტი, გადამყვანი ან ლაზერული სამიზნე მოყვებოდეს. ნივთები საჭიროების მიხედვითაა გადანაწილებული.
ჩამოთვლილი ხელსაწყოები, იმასთან შედარებით რაც Holst.ge - ზე დაგხვდებათ, ზღვაში წვეთია. საიტზე მეტი არჩევანია. ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ მიმართულებაზე. აქ ლაზერული თარაზოს სადგამს, ოპტიკური თარაზოს ამზონს, მანძილმზომს, შტატივს, თერმომეტრსა და სხვა თარაზოებს გადააწყდებით. პოვნა ძალიან მარტივია. მხოლოდ საძიებო ველში ხელსაწყოს მითითებაა საჭირო. Holst.ge ხარისხიან და საიმედო ინსტრუმენტებს გთავაზობთ. თითოეული გამძლეობითა და ძლიერი მონაცემებით ხასიათდება.
ჩამონათვალის სათავეში Dewalt შემთხვევით არ მოხვედრილა. პირველობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ხელსაწყოს საკმარისი დიაპაზონი და თვითგასწორების დრო აქვს. სწრაფი გასწორების უნარით კი საქმეს ეფეტქურად ასრულებს. სხვა დანარჩენ მახასიათებლებთან ერთად, ლაზერის ფერიც განსხვავებულია. Dewalt - ის ხელსაწყოს მწვანე სხივები აქვს. კომპლექტაციაში დამტენი, საკიდი, ქეისი და ლაზერული სამიზნე მოყვება. კონკრეტულ ინსტრუმენტს ჩამოთვლილი ნივთები სჭირდება. მათ გარეშე ეფექტურად მუშაობა შეუძლებელია. დამტენი ძალების აღდგენაში ეხმარება. ლაზერული სამიზნე ყველაფერს სრული სიზუსტით ასწორებს. საკიდის მეშვეობით დამაგრება მარტივია და ქეისიც მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ხელსაწყოს წონა დაახლოებით 4 კილოგრამია. საკმაოდ მსუბუქია და გამოყენება დისკომფორტს არ იწვევს. თავად ბრენდი, Dewalt კი ყველანაირად გამართულ და მარჯვედ მომუშავე ხელსაწყოს გთავაზობთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ის ლაზერული თარაზო განსხვავებულია. პირველ რიგში, ყურადღებას კომპლექტაციაში შემავალი ნივთები იქცევს. უკვე განხილულ ხელსაწყოსთან შედარებით, აქ სულ სხვა ინსტრუმენტები გვხვდება. კონკრეტულად, სამაგრი, ელემენტი და გადამყვანი. ხელსაწყოს კვების წყარო ლითიუმის ელემენტია. რაც მთავარია, გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომ, მარტივად არც იცლება და მით უმეტეს, არც მწყობრიდან გამოდის. თუმცა, სათადარიგო ელემენტის ქონა, ყოველთვის მომგებიანია. ლაზერს მწვანე ფერი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. ქარხნული წუნის შემთხვევაში პრობლემა მარტივად მოგვარდება. ხელსაწყოს მაღალი თვითგასწორების დრო და დიაპაზონი ახასიათებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ სწრაფად მუშაობს. სიზუსტეების დაცვაში შტატივი და სხვა ძლიერი მონაცემები ხელს უწყობს. წონით კიდევ უფრო მსუბუქი, 3 კილოგრამია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Stanley - ის ლაზერულ თარაზოს წითელი ფერის სხივი და გამორჩეულობა ახასიათებს. ხელსაწყო ელემენტის მეშვეობით მუშაობს, მაგრამ კომპლექტაცია საერთოდ არ მოყვება. ერთადერთი ნაკლი ეს არის. მახასაითებლებში კი წუნს ვერ უპოვით. თუმცა, ხელმისაწვდომი ფასი ყველაფრის მკურნალია. თუ კი სხვა შემთვევაში ეს პრობლემაა, აქ ქრება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია აქვს. ასევე, გამძლეა. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანი საკითხია. სხვა შემთხვევაში დაბრკოლებებს ვერ გაუმკლავდება და ფარ- ხმალს უბრძოლველად დაყრის.
უპირატესობები:
Bosch ხარისხიანი და გამძლე ბრენდია. შესაბამისად, ზუსტად ასეთ თარაზოებს გთავაზობთ. ინსტრუნეტი კომპაქტურია, გამოყენება კი კომფორტული. ისეთი მსუბუქია, რომ ხელში ჭერას ვერც კი იგრძნობთ. სიზუსტეებსაც გულდასმით იცავს და საქმეს პროფესიონალურად ეკიდება. ლაზერულ თარაზოს მაღალი სამუშაო ძალა და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სახლიდან გაუსვლელად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.
უპირატესობები: