ლაზერული თარაზო - თუკი თქვენი საქმიანობა ზედმიწევნით სიზუსტეს საჭიროებს |
ლაზერული თარაზო - თუკი თქვენი საქმიანობა ზედმიწევნით სიზუსტეს საჭიროებს |
ასჯერ რომ გაზომავ, კაცო, ასჯერ, მერე იმის გაჭრა როგორღა შეიძლება, ამდენ შრომას ასე ხელის ერთი მოსმით უნდა დაუსვა წერტილი?!..
კარგით, ჰო, სხვა რამე იგულისხმება, კი ბატონო და კიდევ კარგი, ამ ანდაზის მოგონებაზე მაშინ არ დაიწყეს ფიქრი, როცა ლაზერული თარაზო უკვე შექმნილი იყო, თორემ ვინ იწვალებდა ასჯერ კი არა, თუნდაც ათჯერ გაზომვაზე, წამებში მიიყვანდა საქმეს ბოლომდე.
უჰ, კარგია ნამდვილად, ასე წინ რომ მიდის ტექნიკა, ასე რომ ვითარდება ადამიანის ყოველდღიურობა და რასაც ადრე დიდი გარჯა სჭირდებოდა, ახლა მართლაც მარტივად შეიძლება, რომ მოგვარდეს.
კარგით, ჰო, მთლად თარაზო არ არის ის, რაზეც კაცობრიობის ბედი დგას, მაგრამ ძალიან საჭირო ხელსაწყო რომ არის, გულისყურით ჩაუჯექით, რაც ქვემოთ წერია და აგერ ნახავთ, თუ არ მოიხიბლებით.
დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ხელსაწყო წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობის დასადგენად. ინსტრუმენტი გამოიყენება გეოდეზიაში, კარტოგრაფიაში, ასევე, რაღა თქმა უნდა, მშენებლობაშიც. მშენებლები ლაზერულ თარაზოს სამონტაჟო, მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებისას, ასევე, ბეტონთან მუშაობის დროს.
სიზუსტის მიხედვით, თარაზო ამგვარად იყოფა:
- მაღალი სიზუსტის - ყველაზე ზუსტი ხელსაწყო, რომლის ცდომილება პრაქტიკულად, უმნიშვნელოა და უნდა გააჩნდეს მინიმუმ 30-ჯერ გადიდების საცქერი მილაკი. მარტივი მისახვედრია, რომ მაღალი სიზუსტის ლაზერული თარაზო გამოიყენება მაშინ, როცა აუცილებელია გაზომვითი სამუშაოების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
- ზუსტი - დაშვებული ცდომილება ამ ხელსაწყოს შემთხვევაში 2-3 მმ გახლავთ.
- ტექნიკური - შესაძლებელია, შეცდომა 10 მმ-ს აღემატებოდეს. ასეთი ხელსაწყო, როგორც წესი, ისეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, სადაც მაღალი სიზუსტე სულაც არ არის საჭირო.
- წერტილოვანი - ყველაზე მარტივი ხელსაწყო, რომელიც ობიექტზე წერტილის დასასმელად მხოლოდ ერთი სხივის პროეცირებას ახდენს. წერტილოვანი ლაზერული თარაზო მარტივი საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას გამოიყენება, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, შპალერის გაკვრა, თაროების მონტაჟი და ასე შემდეგ.
- ხაზოვანი - ხელსაწყო, სადაც სინათლის ნაკადი გადის პრიზმიდან, რომელიც პერპენდიკულარულად არის განლაგებული. სხივების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ხელსაწყოს შესაძლებლობები. ყველაზე ფუნქციონალურს შეუძლია ჯვარედინი სხივების, დამატებითი წერტილების პროეცირება. იყენებენ სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟისას, სარემონტო სამუშაოების დროს.
- როტაციული - სხივების გაფრქვევა ლინზაში გავლის შემდეგ ხდება. სხივის დიაპაზონი, ზოგ შემთხვევაში, 100 მეტრსაც აჭარბებს. ძირითადად, ხელსაწყოს პროფესიონალები იყენებენ: მშენებლები, ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორები და ასე შემდეგ.
პირველი და მეორე კლასის ან განსაკუთრებით ზუსტი საინჟინრო სამუშაოებისთვის მაღალი სიზუსტის მქონე ლაზერული თარაზო გამიყენება. გაზომვის მაღალი სიზუსტე საშუალებას იძლევა, ასეთი ხელსაწყოები შემდეგი დანიშნულებით იქნეს გამოყენებული: