ლაზერული თარაზოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში |
ლაზერული თარაზოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში |
ლაზერული თარაზო ყველასათვის კარგად ნაცნობი ინსტრუმენტია. თუ არ გამოგიყენებიათ, ნანახი მაინც გექნებათ სხვის მიერ ლაზერული თარაზოს გამოყენების პროცესი. შენობების აგებისას, ოთახის რემონტისას და სხვა, სამუშაოებისთვის, როცა სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლაზერული თარაზო საუკეთესო დამხმარეა. თუმცა, ნიველირი არ არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი, ვისი პროფესიაც აღნიშნულ სამუშაოებს მოიცავს.
Crown-ის მაღალი ხარისხის ლაზერული თარაზო
DeWalt-ის უმაღლესი ხარისხის ლაზერული თარაზო
ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა ყოველდღიური საქმიანობებისთვის გამოგადგებათ ლაზერული თარაზო. განსაკუთრებით მათ, ვისაც სიზუსტე და სრულყოფილება ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.
კედელზე სურათების დაკიდება
თუ კედელზე მხოლოდ ერთ ფოტოს დაკიდება გაქვთ გადაწყვეტილი, არ არის საჭირო დამხმარე ინსტრუმენტები, თუმცა თუ რამდენიმეს დაკიდება გინდათ და სიზუსტის დაცვა, ლაზერული თარაზო უნდა მოიმარჯვოთ. მოათავსეთ ნიველირი ისეთ პოზიციაზე, რომელიც თქვენ სასურველ სიმაღლეს მიუთითებს კედელზე და გამოიყენეთ ლაზერის ხაზი საორიენტაციოდ.
რამდენიმე კედელზე სურათს დაკიდება
ოთახში რამდენიმე კედელზე სურათების დაკიდების შემთხვევაში, სიზუსტე კიდევ უფრო მეტ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც და ყველას, ვინც გესტუმრებათ. მოუძებნეთ ნიველირს ისეთი ადგილი და პოზიცია, რომ ზუსტად გამოსახოს თქვენთვის სასურველი პოზიცია და იხელმძღვანელეთ ლაზერის ხაზის მიხედვით.
დიაგონალური ხაზი
შესაძლოა კედელზე დიაგონალურად გინდათ ობიექტების განლაგება. ამისათვის არ არის საჭირო გამოთვლები და სავარაუდო სიზუსტის, წარმოსახვითი ხაზების გავლება, ლაზერმზომი საკმარისია. მხოლოდ, ჩართეთ ლაზერული თარაზოს დიაგონალური გამოსახულების ფუნქცია და მონიშნეთ წერტილები, სადაც ობიექტებს ჩამოკიდებთ.
მძიმე ობიექტების დაკიდება, როგორიცაა სამზარეულოს კარადები
ლაზერმზომის ეს დანიშნულება, კიდევ უფრო საჭირო და გამოსადეგია, ვინაიდან მძიმე საგნებს ხშირად ვერ გადაანაცვლებთ. პირიქით, პირველივე ცდაზე ისეთი უნდა გამოგივიდეთ, რომ დანარჩენი მოხმარების პერიოდში არანაირი პრობლემა არ შეგიქმნათ
წარწერა კედელზე და არამხოლოდ კედელზე
როცა წარწერის გაკეთება გინდათ ცარიელ ზედაპირზე, ხშირად რთულია სიზუსტის განსაზღვრა. თუმცა ლაზერული თარაზო დაგეხმარებათ აღნიშნულში. მისი გამოსახულებით, იხელმძღვანელებთ და ისეთივე კომფორტით დაწერთ, როგორც ე. წ. „ცალხაზიან რვეულში“.
ორნამენტები ტორტზე
მიუხედავად უამრავი საკონდიტროს არსებობისა, დიასახლისები ხშირად აკეთებენ სახლში სადღესასწაულო ტორტებს, თან რა გემრიელს. თუმცა, თუ საოცარ განსაკუთრებულ ხელოვანთან არ გვაქვს საქმე, ხშირია ტორტის მორთვისას უზუსტობა. დიახ, ლაზერული თარაზო ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და საყვარელ ადამიანი ულამაზესი ტორტით გააკვირვოთ, რომელიც თავად ასე ლამაზად მორთეთ.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ Crown მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. ეს თარაზოც გამძლეობით და ხარისხით გამოირჩევა. დაგეხმარებათ ყველა ზემოთ აღნიშნულ სახალისო საქმიანობაში და შესაბამის პროფესიის მქონე ადამიანებსაც ღირსეულ დახმარებას გაუწევს.
უპირატესობები:
Tolsen შესაძლოა უმაღლესი ხარისხით არ პოზიციონირებდეს, თუმცა დაბალ ფასში ბევრ სხვადასხვა დამატებით ფუნქციას გვთავაზობს ხოლმე, როგორც ეს ნიველირი. ძალიან პატარა ზომისაა და საკმარისად გამძლე, რომ ათწლეული მოგემსახუროთ.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
DeWalt პრემიუმ ხარისხის ლაზერული თარაზო რომელიც დამატებით კომპლექტაციასაც გთავაზობთ დამცავი სათვალეების, სატარებელი ღვედის და ქეისის სახით. გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეუფასებელი აქვს.
უპირატესობები: