გზამკვლევი ლაზერული თარაზოს შეძენისათვის |
გზამკვლევი ლაზერული თარაზოს შეძენისათვის |
ლაზერული თარაზოს შერჩევისას, იმისათვის რომ შენაძენით კმაყოფილი დარჩეთ, უნდა მიჰყვეთ მარტივ გეგმას, რომელიც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. ეს სახელმძღვანელო რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ესენია:
გამოყენების კუთხით მრავალი განსხვავებული ლაზერული თარაზო არსებობს, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენთვის ოპტიმალურზე შეაჩეროთ არჩევანი. ლაზერული თარაზოს შეძენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე რამ:
ფასი - დამაკმაყოფილებელი ხარისხის ლაზერული თარაზოს ფასი 150 ლარიდან იწყება. ასე რომ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თქვენი ბიუჯეტი.
შიდა/გარე გამოყენება - არც ისე ხშირია, როცა ლაზერული თარაზო ერთნაირად ვარგისია ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. თუმცა, ზემოაღნიშნული დავალების შესრულება მაღალხარისხიან ლაზერულ თარაზოს შეუძლია.
სიზუსტე - ლაზერული თარაზო ძალიან ზუსტი იარაღია, ვინაიდან მისი მთავარი დანიშნულებაც ესაა.
მექანიკური თუ ავტო - ავტომატური ლაზერული თარაზოები ჩართვის შემდეგ ავტომატურად მოგცემთ ზუსტ ხაზს. ის, ასევე ითიშება ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, შედეგად არ მიიღებთ უზუსტობას. მექანიკური ლაზერები ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ავტომატური ლაზერის სიზუსტეს, თუკი ის სწორად არის დაყენებული. თუმცა, ავტომატური ლაზერული თარაზოსგან განსხვავებით, ხარვეზს ვერ აფიქსირებს, რის გამოც უფრო მცირე პროექტებს შეეფერება.
მწვანე სხივი და წითელი სხივი - მწვანე სხივის ლაზერი უფრო მარტივად აღქმადია, რადგან ისინი გაცილებით მკაფიოდ ჩანს. წითელი სხივი შედარებით ნაკლებად ხილვადია.~
არსებობს მრავალფეროვანი ლაზერული თარაზოები, განსხვავებული თვისებებით, უნარებითა თუ მახასიათებლებით, რომლებიც შეეფერებიან კონკრეტულ საჭიროებებს. თუ თქვენ ლაზერული თარაზო შიდა გამოყენებისათვის გჭირდებათ, შეიძლება წერტილოვანი ლაზერები გამოგადგეთ, ვინაიდან ისინი უკეთესად არიან აღჭურვილი ინტერიერში სამუშაოდ.
თუ ლაზერული თარაზო გარე გამოყენებისთვის გჭირდებათ, ამ შემთხვევაში, უნდა იფიქტოთ მბრუნავი ლაზერის შეძენაზე.
გარდა ამ ორისა, არსებობს მილის ლაზერები, რომელსაც უფრო სპეციფიკური გამოყენება აქვთ და სანტექნიკის მილებისთვის არის განკუთვნილი.
ყველაზე პოპულარული ლაზერული თარაზო არის თარაზო მბრუნავი ლაზერით. ამის მიზეზი არის ის, რომ ის არუს უფრო მრავალმხრივი ლაზერული თარაზო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სამუშაოებისათვის გარეთ თუ სახლში.
Crown
ინდუსტრიული ხელსაწყოების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი - Crown, უკვე ათწლეულებია მომხმარებელს თავის მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. მისი ხარისხი იგრძნობა საშენ მასალასა და ინჟინრულ ტექნოლოგიებში, რის შედეგადაც Crown-ის ინსტრუმენტი გამძლეობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა.
Stanley
STANLEY - ამერიკული კომპანია, რომელიც ასევე მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიო ბაზარზე.
სამფეხა - ლაზერული თარაზოს სტატიკურობისთვისა და საჭირო დონის მისაღებად, მისი დამხმარე აქსესუარი - სამფეხა დაგჭირდებათ.
ლაზერული ხაზის დეტექტორი - ეს ინსტრუმენტები გამოგადგებათ ლაზერული თარაზოს ხაზის დაბალი ხილვადობისას.
ბატარეები - ძლიერი დამუხტვის დამატებითი ბატარეები დაგეხმარებათ იყოთ მუდმივად მზად მუშაობისათვის.
დამტენი - ლაზერული თარაზოს ელემენტის დამუხტვისათვის დამტენი დაგჭირდებათ.
დისტანციური მართვის საშუალებები - ეს პროდუქტი საშუალებას მოგცემთ დისტანციურად დაარეგულიროთ ლაზერული თარაზოს პარამეტრები, როგორიცაა ბრუნვის სიჩქარე, ავტომატური გასწორება, გათანაბრება და ა.შ.
ლაზერული თარაზო გამოიყენება შემდეგი სამუშაოებისათვის:
ლაზერული თარაზო შექმნილია სამუშაო ადგილის დაგეგმვის პროცესის დასაჩქარებლად. ამ მოწყობილობის გამოყენება სწრაფი, მარტივი და საიმედოა.
ონლაინ მაღაზია - Holst.ge გთავაზობთ ლაზერული თარაზოს დიდ ასორტიმენტს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოსახლეობას ემსახურება და ამ პროცესში სულ უფრო იზრდება კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე. მომხმარებლის, რომელიც მთავარი პრიორიტეტია Holst.ge-სთვის, ვინაიდან ამ გუნდს ჯერა, რომ წარმატების გზა მომხმარებლის კმაყოფილებაზე გადის. ონლაინ ჰიპერმარკეტი გარდა მაღალხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციისა, მომხმარებელს სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს, რომელიც მაქსიმალური ინფორმაციისა და სარგებლის მიღებას გულისხმობს მომხმარებლისთვის. ეს ყოველივე მოიცავს: საიტზე პროდუქციის მახასიათებლების დეტალურ გაწერას, ქოლცენტრს დამატებითი კითხვებისათვის, ხანგრძლივ გარანტიას, შეკეთების სერვისს და უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ლაზერული თარაზოს არჩევა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა Holst.ge-ზე თითოეულ ნივთს მოყვება ანოტაცია, სადაც აღნიშნულია ყველა ის დეტალი, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. Crown-ის ეს მაღალხარისხიანი თარაზო ავტომატური მოდელია, რომელიც ჩართვიდან მაქსიმუმ 4 წამში მიიღებს ზუსტ გამოსახულებას სამუშაოდ. ლაზერული თარაზო აღჭურვილია მეორე კლასის წითელი ლაზერით, რომელსაც მაღალი ხილვადობა გააჩნია. ზომაში პატარაა და კომპაქტური, შესაბამისად მისი ტარება და გამოყენება არცერთ ვითარებაში არ გამოიწვევს პრობლემას. სამფეხასთვის გააჩნია 1/4“ ხრახნი და შტატივის შეძენის შემთხვევაში, ამ მონაცემს უნდა დაეყრდნოთ.
უპირატესობები:
ამერიკულ ბრენდ Stanley-ის ლაზერული თარაზო ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია ამ მიმართულებით. ამის მთავარი მიზეზი ხელმისაწვდომი ფასია, თუმცა ყველა Stanley-ის მომხმარებელმა იცის ამ ბრენდის წარმოებული პროდუქციის გამძლეობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ. ამ მოდელს, Crown-ის წინა ლაზერული თარაზოს მსგავსად გააჩნია მეორე კლასის წითელი ლაზერი, რის ხარჯზეც საკმაოდ ხილვადია. მართალია, ისეთი არა როგორც პირველი კლასის მწვანე ლაზერი, თუმცა უამრავი პროფესიონალი მუშაობს ამ მონაცემების ლაზერული თარაზოთი. Stanley-ის ეს ლაზერული თარაზო კიდევ უფრო კომპაქტური მოდელია. ასე რომ, თუ ლაზერული თარაზოს გამოყენება ძირითადად შიდა ინტერიერის მოწყობისათვის გჭირდებათ, ამ მოდელებს გააჩნიათ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ.
უპირატესობები:
რაც შეეხება პრემიუმ ლაზერულ თარაზოს, Crown-ის ამ მოდელს შემოგთავაზებთ, მეორე კლასის მწვანე ლაზერით, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ხილვადობისაა. მწვანე ლაზერი უზრუნველყოფს მუშაობას დღის შუქზეც კი. თუ ლაზერული თარაზოთი მუშაობას სახლის გარეთაც გეგმავთ, მაშინ მწვანე ლაზერი საუკეთესო მახასიათებელია.
Holst.ge-ზე დაგხვდებათ მწვანე ლაზერის მქონე Stanley-ის ლაზერული თარაზოც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური და გამძლე მოდელია. თითოეულ ზემოაღნიშნულ მოდელს გააჩნია ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები: