ნიველირი, ლაზერული თარაზო, მანძილმზომი |
ნიველირი, ლაზერული თარაზო, მანძილმზომი |
თარაზოს გარეშე ძალიან რთულია ინტერიერის თუ ექსტერიერის მოწყობისას სიზუსტის დაცვა, მანძილმზომის გარეშე კი მშენებლობის დაწყება. ბოლო წლებში ლაზერული თარაზოების არჩევანი ბაზარზე განსაკუთრებით გაფართოვდა. უამრავი ვარიაცია გახდა ხელმისაწვდომი, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. უზარმაზარი არჩევანი კი ხშირად მომხმარებელს აბნევს და უჭირს გამოერკვეს, რომელია მისთვის შესაფერისი ნიველირი.
იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ შეძენის პროცესი და უფრო ნათელი გავხადოთ არჩევანი, მოგიმზადეთ სტატია, რომელიც ასე თუ ისე მოიცავს ნიველირების ყველა მთავარ კომპონენტს. კარგად გაანალიზეთ რა საქმიანობებისთვის დაგჭირდებათ ნიველირი მომავალში. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი პროფილით იქნება ლაზერული თარაზო წარმოდგენილი უმჯობესია, თუმცა შესაძლოა არ გსურდეთ ზედმეტი ხარჯების გაწევა.
როდესაც ლაზერულ თარაზოს არჩევთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
მბრუნავი ლაზერი 360o გამოსახულებას იძლევა, რაც ამარტივებს მუშაობას. მბრუნავი ნიველირის გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სპეციფიკით. მათ შორის კედლის მოპირკეთებისას, გასწორებისას, სანტექნიკური სამუშაოებისას, იატაკის გასწორებისას, ტიხრის გაკეთებისას და აშ.
უპირველესად, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასიან ლაზერულ თარაზოს Holst.ge-ზე. ის არ არის გათვლილი პროფესიონალებისთვის და მათთვის, ვინც დიდ პროექტებზე მუშაობს, თუმცა საკმაოდ კარგი მონაცემების ნიველირია. ნიველირი საკმაოდ ზუსტია და არასოდეს შეგიყვანთ შეცდომაში.
უპირატესობები:
ზედა ნაწილში მანძილმზომი თითქმის არ განგვიხილავს. მანძილმზომი გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ზომების ასაღებად. როგორც მშენებლობის დაწყებამდე ჯერ გეგმა იხაზება. გეგმის მასშტაბების მიხედვით იზომება რეალური პროექტი, აი აქ მანძილმზომის გარეშე მუშაობა თითქმის წარმოუდგენელია. თუ თქვენი პროფესია ხშირად უკავშირდება აზომვით სამუშაოებს, მანძილმზომი ჩანთაში უნდა გქონდეთ.
უპირატესობები:
დევალტის პროდუქცია, ნებისმიერი მიმართულებით, ჩემპიონია. ასეა ლაზერული მანძილმზომის შემთხვევაშიც. უზუსტესი მოწყობილობა, რომელიც შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგცემთ. ეს მანძილმზომი უმაღლესი ხარისხისაა და დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობაც გააჩნია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ქრაუნი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ ლაზერულ თარაზოს. ეს მოდელი საკმაოდ ზუსტი, გამძლე და ხარისხიანია. ჩართვიდა 5 წამში უზუსტეს გამოსახულებას შემოგთავაზებთ და მზად იქნებით მუშაობას შეუდგეთ. მუშაობს ელემენტზე და დატენვას ძალიან იშვიათად საჭიროებს. ამასთან მწვანე ფერის ლაზერი აქვს, რაც ბევრად აღქმად გამოსახულებას იძლევა.
უპირატესობები:
თოლსენის ლაზერული ნიველირი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მოდელია ფასის და ხარისხის გათვალისწინებით. ის დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ამასთან, ზემოთ უკვე მრავალჯერ ნაქები 360o მბრუნავი სხივი აქვს და იდეალურია ყველა სამუშაოსთვის, იქნება ეს შიდა თუ გარე საქმიანობა
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
გვინდა კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის, დევალტის ლაზერული თარაზო წარმოგიდგინოთ. ასევე ძალიან მაღალი სიზუსტის მქონე და გამძლე ლაზერული თარაზოს მოდელი. ვინაიდან, სამუშაოების დროს დიდია დავარდნის შესაძლებლობა, დევალტის ლაზერული ნიველირი მყარი კორპუსისგან არის კონსტრუირებული, რაც მის გამძლეობაზე მიუთითებს. ამ ნიველირს მოქმედების დიაპაზონი 30 მეტრი აქვს, რაც საკმარისია გარე ექსტერიერზე სამუშაოდ საშუალო სიდიდის პროექტებისთვისაც. 4 წამში ლაზერული თარაზო მზად არის და გიჩვენებთ ხაზს იდეალური სიზუსტით. კომპლექტაციაში მოყვება დამცავი სათვალეები, სატარებელი ღვედი და ქეისი.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ბოლოს, ასევე დევალტის ნაწარმი - DW096PK ოპტიკური თარაზო, რომელიც პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი. ის მრავალ ფუნქციურია და ითავსებს ამზომ სამუშაოებსაც. ოპტიკური თარაზოს გამოყენება შესაძლოა დამწყებებისთვის არ აღმოჩნდეს კომფორტული, თუმცა თუ თქვენ საქმეში პროფესიონალი გინდათ გახდეთ, მაშინ ისეთი სიზუსტე და მრავალფუნქციურობა აუცილებლად მოგაწონებთ თავს. კომპლექტაციაში მოყვება ყველა საჭირო დეტალი: ჩემოდანი, შტატივი და ამზომი.
უპირატესობები:
Holst.ge-ზე ლაზერული თარაზოების ძალიან დიდი არჩევანია, დევალტი, თოლსენი, ქრაუნი და სხვა. Holst.ge-ზე შეძენა, რომ ძალიან მარტივი პროცედურაა არა ერთხელ აღგვინიშნავს. ამის შემოწმება თვითონაც შეგიძლიათ. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ სერვისის გაუმჯობესებაზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. მითუმეტეს, მზარდი კომპანია ვართ და პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყოველივე.