როგორ შევარჩიოთ ლაზერმზომი? |
როგორ შევარჩიოთ ლაზერმზომი? |
ლაზერული ნიველირი ეს არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სამშენებლო ზედაპირზე სხივების გამოსახულებისთვის. კონკრეტულად - სხივები იფანტება სპეციალური პრიზმის გამოყენებით, რომელიც წარმოქმნის არა თუ წერტილებს, არამედ ხაზებს.
ლაზერული მანძილმზომი გამოიყენება სამშენებლო დაგეგმარებით სამუშაოებში.
მათ შორის საგზაო მშენებლობაში, ფართის დაგეგმარებისას, იატაკის ან სხვა ზედაპირი დაგებისას, გადახურვისას და ა.შ.
მათი საშუალებით შეგიძლიათ გაზომოთ სიგრძე, სიმაღლე და სიგანე დაახლოებით 200 მეტრის რადიუსით.
თანამედროვე სტანდარტებით, მათი მაქსიმალური ცდომილება ყოველ 100 მეტრში 3 მმ-ია, თუმცა ეს რა თქმა უნდა მოდელის ხარისხსა და მის მონაცემებზეა დამოკიდებული.
ლაზერული მანძილმზომის გამოსაყენებლად მას ანთავსებთ იმ ობიექტის ერთ მხარეს, რომლის სიგრძის გაზომვაც გსურთ და უმიზნებთ ლაზერულ სხივს მის მეორე ბოლოს.
მას შემდეგ, რაც ხელსაწყოს ზუსტად განათავსებთ, დააჭირეთ ღილაკს და გამოთვლილი სიგრძე ან მანძილი აისახება ეკრანზე.
დღევანდელ ბლოგში წარმოდგენილია პოპულარული მოდელების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, ყველა შემთხვევაში, როდესაც ლაზერული ნიველირის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც დამახასიათებელია თითოეული მოწყობილობისთვის:
პროექციის დიაპაზონი - იგულისხმება გაზომვის მაქსიმალური მნიშვნელობა, რა დროსაც მოწყობილობა ჩვეულებრივ მუშა მდგომარეობაშია. გასათვალისწინებელია, რომ გაზომვის მაქსიმალური დიაპაზონი მითითებულია გამოთვლებით (ვარაუდით). პრაქტიკაში, შედეგი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული, რაც დამოკიდებულია რიგ პარამეტრებზე, პროექციის ხარისხსა და განათების დონეზე.
მოწყობილობის სიზუსტე ერთ-ერთი პარამეტრია, რომელიც მაქსიმალური გადახრის რეალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ასე რომ, სახლის პირობებში სამუშაოდ, 0.2 მმ 1 მეტრზე ითვლება შესანიშნავ მაჩვენებლად.
სამუშაო ტემპერატურა - მიუთითებს მოწყობილობის გამძლეობასა და ტემპერატურის დიაპაზონზე.
ავტომატური გამორთვა - საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ბატარეების ენერგია.
ლაზერებში გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ტიპს:
ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი
თვითსწორებადი
ავტომატურ როტაციული
მაგნიტური ტიპის
დისტანციური მართვით აღჭურვილი
და ამ მახასიათებლების კომბინაციები
გამორჩეულად გაყიდვადია თვითსწორებადი ლაზერული თარაზო, რომელიც წერტილოვან ტიპს განეკუთვნება და Crown-ის ბრენდის ქვეშ იყიდება. ცხადია, ჩვენთან წარმოდგენილია სხვა მწარმოებლების, მაგალითად დევალტის ლაზერული თარაზოებიც და ა.შ.
რა არის ოპტიკური ან როტაციული ნიველირი და როგორ შევარჩიოთ ეს ხელსაწყო?
ნიველირი ოპტიკური საზომია, ინგლისურად მას Optical Level ჰქვია და გამოიყენება წერტილების დასაფიქსირებლად ან სხვადასხვა ობიექტის სიმაღლის გასაზომად. ის 2 ან მეტ წერტილს შორის ვიზუალური დონის სხვაობის დასაფიქსირებლად მოიხმარება, რასაც ხელსაწყოში ჩაშენებული ტელესკოპი და უდიდესი სიზუსტის სხვა აქსესუარები უზრუნველყოფს.
ტრადიციულად, არსებობდა ხელით სამართავი ნიველირები, თუმცა თანამედროვე მოდელები ავტომატური, უფრო სწრაფი და შესაძლო ხარვეზებისგან დაცულია.
მათ შესარჩევად ყველაზე მარტივი და სრულყოფილი გზა ამ გვერდის დასაწყისში განთავსებული პროდუქციიდან თქვენთვის საინტერესო ვარიანტ(ებ)ის ამორჩევაა, მისი ფუნქციონალის და მონაცემების გადახედვა, ფასდაკლების გადამოწმება და ყიდვაა, განვადებით ან საბანკო ბარათის მეშვეობით.
მახასიათებლები
მახასიათებლები
მახასიათებლები
ჩვენს ვებ-გვერდზე ნიველირების გარდა წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.