ლედ ნათურები - კომუნალური გადასახადის მესიჯმა რომ აღარ შეგაშფოთოთ!..

კომუნალური გადასახადების მესიჯი რომ მოდის და გულზე შემოგეყრება, ამდენი როგორ დავწვით ერთ თვეშიო, ხომ ნაცნობია ეს უსიამოვნო სიტუაცია? ქვემოთ რაზეც უნდა გესაუბროთ, ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარების საშუალებას ნამდვილად მოგცემთ და შესაბამისად, გადასახადიც შეგიმცირდებათ.

რამდენს დაზოგავთ?

თავად მწარმოებელი მთლად ასეთ შთამბეჭდავ ეკონომიაზე არაფერს ამბობს, თუმცა ინტერნეტში თუ მოიძიებთ, ნახავთ, რომ ბევრი წერს, ლედ ნათურები 90 პროცენტამდე ეკონომიის საშუალებას იძლევაო. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნათურა, სანამ „ცოცხალია“ და სხვათა შორის, ექსპლუატაციის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით გამოირჩევა, სინათლის სტაბილურ ნაკადს არ კარგავს, არ ციმციმებს და არც ბჟუტავს.

ლედ ნათურების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თვისება ის გახლავთ, რომ სინათლის სპექტრის რბილი და თანაბარი გავრცელება არ შეიცავს მავნე გამოსხივებას, შესაბამისად, თვალი აღარ იღლება, ფერები კი ბუნებრივი შეფერილობის რჩება.

რა სხვაობაა ლედ და შუქდიოდურ ნათურებს შორის?

ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები ერთი და იმავე პროდუქტის ორი სახელწოდებაა. აბრევიატურა LED იშიფრება როგორც Light Emitting Diode - სინათლის (შუქის) გამომყოფი დიოდი. ესეც თქვენი ორი სახელწოდება: ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები.

სამაგიეროდ, თავად ლედ ნათურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, სიმძლავრით, ფერების დიაპაზონით, გარე ფაქტორების მიმართ მდგრადობით და ასე შემდეგ.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ლედ ნათურა, სხვა სახეობის ნათურებთან შედარებით, არაერთი უპირატესობით გამოირჩევა: მუშაობს გაცილებით დიდხანს, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, მუშაობს 180-დან 260 ვოლტამდე ძაბვისას, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებზე ჩინებულად მოქმედებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ლედ ნათურა ყველგან გამოდგება?

ლედ ნათურა გამოიყენება ყველგან, სადაც ელექტროენერგიაა შეყვანილი: სახლში, ფარეხში, ოფისში, ქუჩაში, ბაღში, ბოსტანში... ლედ ნათურაში სინათლის წყარო დიოდი გახლავთ, რომელიც ციცქნა კრისტალებისგან შედგება. სხვა სახეობის ნათურებში კი სინათლეს გამოყოფს გავარვარებული სპირალი, გაზი ან - ვერცხლისწყალი.

ლედ, იგივე შუქდიოდური ნათურა - სინათლის ყველაზე თანამედროვე და საიმედო წყაროა. თქვენ წარმოიდგინეთ, ლედ ნათურა 25-ჯერ მეტხანს ძლებს, ვიდრე „ილიჩის ლამპოჩკა“ და თითქმის 8-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. პრაქტიკულად არ ცხელდება და არ ციმციმებს. სინათლის ხარისხი ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ლედ ნათურის ერთადერთ მინუსად ფასს მიიჩნევენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლუმინესცენტურზე ეკონომიურია, „ილიჩზე“ რომ არაფერი ვთქვათ, ასევე, წლების მანძილზე პატიოსნად მუშაობს, ხარჯი ნამდვილად გამართლებულია.

LINUS Lin4-4227 ნათურა ვარვარა PS55 220V 100W E27 Clear

LINUS natura

  • ბრენდი - LINUS
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E
  • შტრიხკოდი - 4869002004227
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 100
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LEDEX LED39-8925 ნათურა სტანდარტული 9W E27 6500K CLASSIC

LEDEX LED natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი  - 4869007778925
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

OSRAM LED ნათურა სტანდარტული 9W/840 E27

OSRAM LED natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 806 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება