LED ნათურები |
LED ნათურები |
თუ ამ ბოლო დროს იყიდეთ ნათურა, შეამჩნევდით, რომ ბაზარზე ახლა ნათურების უმეტესობა LED (დიოდური) ნათურებია. ძველებული ბოლქვიანი, ვარვარა ნათურები ნელ-ნელა ქრება თაროებიდან, რადგან მათი პოპულარობა კლებულობს და იმს ადგილს LED ნათურა იკავებს. ეს იმიტომ ხდება, რომ გარდა იმისა, რომ LED ნათურა გაცილებით ენერგოეფექტურია ვიდრე ძველებური ნათურა, ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას LED ნათურების განათების ხარისხს. ამასთან, ძველებური ნათურის სიცოცხლის ხანგრძლივობა, საუკეთესო შემთხვევაში 5 წელს წარმოადგენს, მაშინ, როცა LED ნათურა შეიძლება 20, ან მეტი წლის განმავლობაში შეიძლება მოგემსახუროთ. კარგია, რომ ეს უკვე ვიცით, თუმცა ჩვენი საჭიროების შესაფერისი LED ნათურის შერჩევა ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომაც, ამ სტატიაში განხილულია რამდენიმე ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ნათურების შერჩევისას.
LED ნათურები მზადდება ისე, რომ მოერგოს ტრადიციულ პატრონას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ დაათვალიეროთ პატრონები, რომელთა გამოყენებაც გსურთ LED ნათურასთვის. გაითვალისწინეთ მათი პოზიცია და სიღრმე. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ როდესაც ყიდულობთ ახალ LED ნათურებს, ძველი ან კოროზიული (დაჟანგული) პატრონა უნდა შეიცვალოს.
ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, რომელიც გჭირდებათ სწორი LED ნათურის ასარჩევად , არის შეფუთვაზე, მაგრამ თქვენ მას წინა მხარეს ვერ იპოვით. მოძებნეთ ეტიკეტი „ინფორმაცია პროდუქტის შესახებ“ შეფუთვის უკანა მხარეს ან გვერდით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ორ ტერმინს: „Brightness“ და „Light Appearance.“
გავიდა ის დრო, როცა ნათურის შეფუთვაზე მითითებული სიმძლავრე განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კაშკაშაა ნათურა. როდესაც LED ნათურას ყიდულობთ, მოძებნეთ Lumens-ის რაოდენობა. სიმძლავრის ეკვივალენტები, როგორც წესი პაკეტის წინა მხარეს არის ნაჩვენები, რათა მარტივად მიხვდეთ მოერგება თუ არა ნათურა თქვენს საჭიროებას. თუ თქვენ გინდათ 100 ვატიანი ძველებური ნათურის ჩანაცვლება, მაშინ დაგჭირდებათ LED ნათურა, რომელიც 1600 Lumens-ს გამოიმუშავებს, ხოლო თუ 40 ვატიანი ნათურის ჩანაცვლება გსურთ LED ნათურამ უნდა გამოიმუშაოს დაახლოებით 450 Lumens-ი.
ეტიკეტზე, ანოტაციაში „Light Appearance“ მიუთითებს ფერის ტემპერატურაზე, რომელიც იზომება კელვინით (K). მაგიდის ნათურებისთვის ან მისაღები ოთახის განათებისთვის, აირჩიეთ დაახლოებით 2700-დან 3000 კელვინამდე ნათურა, რათა მიიღოთ თბილი შუქი, ძველი ნათურას შუქის მსგავსი. სამუშაო ოთახების განათებისთვის, როგორიცაა სახელოსნოები და სამრეცხაო ოთახები, აირჩიეთ ნათურა დაახლოებით 5000 კელვინით, რომელიც არის უფრო ცივი, მოლურჯო ფერის განათება, რომელიც ჰგავს დღის ბუნებრივ შუქს.
ზოგიერთი LED ნათურამ შესაძლოა გაძლოს ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ მათ მიერ წარმოქმნილ სითბოს გაფანტვის საშუალება ექნება. სხვა შემთხვევაში, სიცხე დააზიანებს ნათურას შიგნით არსებულ ელექტრონიკას და ის ნაადრევად გაფუჭდება. თუ თქვენ ნათურას სრულად დახურული მოწყობილობისთვის ყიდულობთ, ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვა, რათა დარწმუნდეთ, რომ ის შესაფერისია ამ გამოყენებისთვის. დახურული ჭაღებისთვის დამზადებულ ნათურებს აქვთ უფრო ეფექტური თერმული დიზაინი და დამზადებულია კომპონენტების გამოყენებით, რომლებიც მაღალ ტემპერატურას გაუძლებს.
ჭკვიანი LED ნათურების დაპროგრამება და კონტროლი შესაძლებელია სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით და ხშირად დამატებით ფუნქციებსაც გვთავაზობენ, როგორიცაა ფერების შეცვლის შესაძლებლობა. ეს ნათურები უფრო ძვირია, მაგრამ შესანიშნავია გარე განათებისთვის, ან შიდა განათების სპეციალური კონტროლისთვის.
თუ გსურთ სტუმარის ყურადღება მიაპყროთ დეკორაციაზე და აჩვენოთ თქვენი სახლი საუკეთესო გზით, ცვლადი ფერის LED ნათურები ამაში საუკეთესოა. მაგალითად, თეთრი ფერის ნათურა აქცენტურ განათებაში დაგეხმარებათ და გააკეთებს აღნიშნულს. თუმცა, ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ცნობილია, რომ LED ნათურები გამოირჩევიან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობით. პრაქტიკაში, ისინი დიდხანს ძლებენ, მაგრამ არა აუცილებლად წლების განმავლობაში. ხარისხი მნიშვნელოვანია სახლისთვის, ცუდად დამზადებული LED ნათრურები კი ისე კვდება, როგორც ძველებური, ბოლქვიანი ნათურა, შესაძლოა უფრო სწრაფადაც კი. აირჩიეთ მაღალი ხარისხის, სანდო მწარმოებლები კარგი მიმოხილვით, თუნდაც ეს ნიშნავს ნათურაში ოდნავ მეტის გადახდას.
Holst.ge-ზე არაერთი ბრენდის, უამრავი ფუნქციონალის, გამოყენების კუთხით თუ სხვა მრავალი მახასიათებლით განსხვავებული ნათურა დაგხვდებათ. მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ნათურების ფართო მწარმოებლის, Linus-ის ნათურები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენი შენაძენის ჯამური ფასი 50 ან მეტი იქნება, თქვენზე უფასო მიწოდების სერვისი იმოქმედებს და საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ წერტილში მოგაწოდებთ შეძენილ პროდუქციას. ახლა კი ჩვენი ნათურების ფართო არჩევანიდან, რამდენიმე განვიხილოთ. თუკი, ამ განხილულთაგან, თქვენს მოთხოვნებს არცერთი არ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს, Holst.ge, სადაც აუცილებლად დაგხვდებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნათურა.
ეს ნათურა არის ძველებური, ბოლქვიანი ნათურა. მიუხედავად იმისა, რომ LED ნათურები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ხშირია შემთხვევები, როცა ინტერიერს ძველებური ნათურა უფრო მოუხდება. მაგალითად, ბოლქვიანი ნათურა ხშირად ხდება ბარის, ან კაფეს მფლობელთა შენაძენი, რომელთა დაწესებულება ძველებური ელემენტებით არის გადაწყვეტილი, ასევეა სახლის შემთხვევაშიც. ეს 100 ვატიანი, ბოლქვიანი ნათურა 1000 საათიანი სამუშაო რესურსით არის აღჭურვილი, რაც ბოლქვიანი ნათურებისთვის საკმაოდ დიდი დროა.
უპირატესობები:
ეს LED ნათურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნათურაა. მას აუცილებლად წააწყდებოდით ახლომდებარე მაღაზიაში. თუმცა, თუ მსგავსი ნათურა დიდი რაოდენობით გჭირდებათ, თან გინდათ, რომ დარწმუნებული იყოთ თითოეული მათგანი ჩაირთვება და საკუთარ საქმეს შეასრულებს, Holst.ge-ის უნდა მიმართოთ.
უპირატესობები:
ესეც კიდევ ერთი ძალიან გამძლე, ხარისხიანი და დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე LED ნათურა, ამჯერად LINUS-ისგან. ეს ნათურა ენერგოეფექტურობის უმაღლესი კლასის წარმომადგენელია. გააჩნია თბილი ნათება, მსგავსად ვოლფრამის ნათურისა.
უპირატესობა:
Holst.ge-ზე ასევე შეგხვდებათ სპეციალური დანიშნულების ნათურები, მათ შორის Smart და Emergency ნათურა. Emergency ნათურას გააჩნია ფუნქცია - გაანათოს მაშინაც, როცა ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ის ძალიან პრაქტიკულია მაშინ, თუ ელექტრო მომარაგების გათიშვის დიდი ალბათობით ცხოვრობთ.
უპირატესობები: