ყველა სახეობის ფანარი LEDEX-ისგან |
ყველა სახეობის ფანარი LEDEX-ისგან |
ჩვენ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია უამრავი, სხვადასხვა ფუნქციისა და მახასიათებლების ფანრები. ფანრები, რომელიც ჩვენთან შეგხვდებათ, ძირითადად LEDEX-ის ფირმისაა, თუმცა აქვე შეხვდებით Tolsen-ის ფანრებს ენთუზიასტებისათვის და Stanley-ის პროფესიულ, ძალიან მაღალხარისხიან პროდუქციასაც.
ამ სტატიაში განვიხილავთ LEDEX-ის ფანრების სამ სხვადასხვა მოდელს, რომელთაც განსხვავებული მოხმარების სფეროები გააჩნიათ. თუმცა, იქამდე სანამ უშუალოდ მათ წარდგენაზე გადავალთ, განვიხილოთ ის დეტალები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ფანარის შეძენისას.
უპირველესად, გასათვალისწინებელია თუ რა საქმიანობისთვის გჭირდებათ ფანარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ტექნიკური სამუშაოებისთვის თუ სხვა. ამის განსაზღვრის შემდეგ ნათელი გახდება თუ როგორი ტიპის ფანარი უნდა შეიძინოთ.
ფანარის განათება
როგორი განათება უნდა ჰქონდეს თქვენს ფანარს, მძლავრი, წერტილოვანი თუ ფართო განათებისთვის და სხვ. ფანარის განათების სიხშირეს სპეციალურ ველში შეხვდებით Holst.ge-ზე და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ. რაც უფრო მაღალი ჰერცისაა ფანარის განათების სიხშირე, მით უფრო მკვეთრ განათებას მოგცემთ.
ფანარის ელემენტი
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტის გამძლეობა. ხშირად რომ არ მოგიწიოთ მისი დატენვა და არასასურველ დროს არ გიმყუნოთ, უმჯობესია ელემენტის გამძლეობის ველი შეამოწმოთ. დღესდღეობით ელემენტის ინჟინერია ძალიან მაღალ დონეზე ავიდა, რაც ფანრების შემთხვევაშიც იგრძნობა.
ფანარის რეჟიმები
რაც უფრო მეტი რეჟიმი ექნება ფანარს, მით უფრო მრავალფუნქციური იქნება ის. როცა შორს გვინდა რაიმე გავანათოთ, ამ დროს უმჯობესია წერტილოვანი მძლავრი განათების რეჟიმი ჰქონდეს, ხოლო როცა სივრცის განათებას მოვისურვებთ, ფართე განათების რეჟიმი. ეს რეჟიმები ფანარის გამოყენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და გამოსადეგს გახდის.
თუ საყოფაცხოვრებო ფანარის შეძენას გადაწყვეტთ მისი მოძიება ნამდვილად არ არის პრობლემა. თუმცა რამდენად ხარისხიანი და გამძლე იქნება ჯიხურში შეძენილი ფანარი, რომელსაც არანაირი გარანტია არ მოყვება? ჯიხურში შეძენის ნაცვლად Holst.ge-ზე შეგიძლიათ გვეწვიოთ და მაღალხარისხიანი ფანარი ძალიან დაბალ ფასად შეიძინოთ, ამასთან ერთ წლიანი საგარანტიო პერიოდი ყველანაირი ქარხნული წუნის შემთხვევაში პროდუქტის გამოცვლას ითვალისწინებს. ეს ფანარი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, არამარტო ფანრებს შორის. შეუძლია 12 დან 15 საათამდე უწყვეტად მოგემსახუროთ.
უპირატესობები:
თუ ტექნიკოსი ხართ და სხვადასხვა საქმიანობისას განათება გჭირდებათ, მაშინ თავზე დასამაგრებელი ფანარი უნდა შეიძინოთ. მისი პრაქტიკულობა ძალიან გაგიმარტივებთ საქმიანობას. ეს ფანარი სრულად დამუხტვის შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში ძლებს, მძლავრი ნათებით კი 2,5 საათი, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი საქმიანობის ბოლომდე მიყვანისათვის.
უპირატესობები:
თუ ისეთი ფანარი გინდათ შეიძინოთ, რომელიც დამუხტვის შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს განათებას, მაშინ ეს მოდელი საუკეთესო ვარიანტია.
უპირატესობები: