Linus-ის ნათურები ყველა გემოვნებისთვის

ნათურა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობაა, ის ნათელი წერტილია, რომელიც ყველაზე მეტად განგვასხვავებს ჩვენი წინაპრებისა და მათი ცხოვრების წესისგან. თუმცა, იმდენადაა შემოჭრილი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, რომ ამაზე აღარც ვფიქრობთ. ნათურა პირველი და უკანასკნელი ინსტრუმენტია ადამიანისთვის, რომელიც ცეცხლის ანთების გარეშე გვაძლევს სივრცის განათების საშუალებას და მისი არსებობა სულ რაღაც 2-3 საუკუნეს ითვლის.

200 ვატიანი სტანდარტული ნათურა

LED ნათურა

ნათურა, რომელიც ელექტრო ენერგიის გარეშე მუშაობს

Smart ნათურა

ნათურის გამოგონებამდე, მზის ჩასვლის შემდეგ სამყაროს განათება ბინძური, შრომატევადი და სახიფათო ამოცანა იყო. კარგი ზომის ოთახის სრულად განათებას სჭირდებოდა სანთლები ან ჩირაღდნები , ხოლო ზეთის ნათურები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეფექტურია, ჭვარტლის ნარჩენებს ტოვებდნენ მათ სიახლოვეს.

1800-იანი წლების შუა ხანებში, გამომგონებლები ცდილობდნენ შეექმნათ პრაქტიკული, ხელმისაწვდომი სახლის ელექტრო განათების მოწყობილობა. ინგლისელმა სერ ჯოზეფ სვანმა და ამერიკელმა თომას ედისონმა ნათურა თითქმის ერთსა და იმავე დროს გამოიგონეს (1878 და 1879 წლებში, შესაბამისად) და შემდეგი 25 წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაამონტაჟა სახლებში ელექტრო ნათურა. ადვილად გამოსაყენებელი ტექნოლოგია იმდენად გაუმჯობესებული იყო ძველ გზებთან შედარებით, რომ სამყაროს უკან არასოდეს მოუხედავს.

დღეს, კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ყველა საჭირო ნივთი პოტენციური სავაჭრო საქონელია, რა თქმა უნა, ნათურას მრავალი მწარმოებელი არსებობს. ბაზარზე ძირითადად ორი ტიპის ნათურა გვხვდება: ბოლქვიანი (სტანდარტული) და LED ნათურა.

რა განსხვავებაა სტანდარტულ, ბოლქვიან ნათურასა და LED ნათურას შორის?

ე.წ. ბოლქვიან ნათურაში ელექტროენერგია გადის თხელ ლითონის ძაფში, ათბობს ძაფს იქამდე, სანამ ის შუქს არ გამოიმუშავებს. მას შემდეგ, რაც ელექტროენერგია გაივლის ვოლფრამის ძაფში ის სხვა მავთულთან კონტაქტს კარგავს და ნათურიდან ბუდის გვერდით მდებარე ლითონის ნაწილის მეშვეობით გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ მის გამოგონებისთვის დიდი შრომა დაიხარჯა, უნდა ითქვას, რომ იმდენად მარტივი და სრულყოფილი მოწყობილობაა, რომ თითქმის ისეთივე სახით შევინარჩუნეთ, როგორიც თავდაპირველად იყო. თუმცა, მეორე საკითხია LED ნათურები, რომელიც არის კიდევ უფრო განვითარებული, ენერგოეფექტური და პრაქტიკული ნათურა.

LED ნათურა სინათლეს ელექტროენერგიის ნახევარგამტარ მასალაში - დიოდში გასვლისას გამოიმუშავებს, რომლის შედეგაც ასხივებს ფოტონებს (სინათლეს) ელექტროლუმინესცენციის პრინციპით. ამ დიდმა სიტყვამ არ შეგაშინოთ, მხოლოდ მეცნიერული ტერმინია. ეს ნიშნავს, რომ მასალა (ამ შემთხვევაში, დიოდი) ასხივებს სინათლეს, როდესაც მასზე ელექტროენერგია ვრცელდება. LED ნათურა, როგორც ერთხელ უკვე ვახსენეთ, არის ბევრად ეფექტური და ეკონომიური. მისი შექმნა უფრო მეტ და ძვირფას მასალასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ერთჯერადად შედარებით მეტის გადახდა გვიწევს სტანდარტულ ნათურასგან განსხვავებით, თუმცა ეკონომიურობის დამსახურებით, დროთა განმავლობაში ამ ხარჯებს ერთი ორად ამცირებს.

ონლაინ მაღაზია - Holst.ge თითქმის ყველა სახის და დანიშნულების ნათურას გთავაზობთ. ონლაინ მაღაზია თქვენთვის ხელმისაწვდომს ხდის ელექტრო ნათურების მწარმოებელი LINUS-ის პროდუქციას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ბაზარზე.

LINUS Lin6-4241 ნათურა ვარვარა PS70 220V 200W E27 Clear

linus volframis natura

  • ბრენდი LINUS
  • ნათურის ტიპი სტანდარტული
  • ვოლტი 220-240V
  • სიხშირე 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი E27
  • ფერის ტემპერატურა 2700K
  • სამუშაო რესურსი 1000 hrs
  • გარანტია 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი E
  • წონა (კგ) 0.05
  • სიმძლავრე (W) 200
  • პროდუქტის ტიპი სტანდარტული

ეს სტანდარტული ნათურაა, თუმცა უბნის მაღაზიაში შეძენილი ნათურასგან განსხვავებით ბევრად სიცოცხლისუნარიანი და გამძლეა. გააჩნია დიდი სამუშაო რესურსი. 200 ვატიანი ნათურა არა მარტო ოთახს, ეზოსაც მშვენივრად გაანათებს. როგორც წესი, ამგვარი ტიპის ნათურას დიდი რაოდენობით ყიდულობენ Holst.ge-ზე, რადგან ნათურის შეძენისთვის ლოდინი არც ისე კომფორტულია. თუმცა, თუ თქვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია შეგიძლიათ სახლისთვის LINUS-ის ეს გამძლე ნათურა მოიმარაგოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • ენერგოეფექტურობა

LINUS Lin44-0907 LED ნათურა სტანდარტული 13W E27 6500K

linus led natura

  • ბრენდი LINUS
  • ნათურის ტიპი სტანდარტული         
  • ვოლტი 220-240V       
  • სიხშირე 50-60Hz         
  • ვაზნის ტიპი E27     
  • ფერის ტემპერატურა 6500K
  • განათების სიმძლავრე 1300 lm           
  • სიმძლავრის კონვერტაცია 13W=100W   
  • სამუშაო რესურსი 15000 hrs         
  • გარანტია 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი A++                 
  • წონა (კგ) 0.1       
  • სიმძლავრე (W) 13       
  • პროდუქტის ტიპი სტანდარტული

თუ ენერგოეფექტურ, ეკონომიურ ნათურას ეძებთ, LED ნათურების სექციაში უნდა გადაინაცვლოთ Holst.ge-ზე. აქ უამრავი LED ნათურა დაგხვდებათ, რომელთა შორის ეს LED ნათურა, სტანდარტული და პრაქტიკული მოდელი დაგხვდებათ. ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს და საკმაოდ გამძლეა. სამუშაო რესურსი 15 ათასი საათია, რაც მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში 2 წელიწადს უტოლდება. ეს მახასიათებელი მასში გადახდილ თანხას ლოგიკურზე იაფს ხდის.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • ეკონომიურობა
  • სამუშაო რესურსი

LINUS Lin67-4668 LED ნათურა Emergency 9W E27 6500K 4h

linus emergency natura

  • ბრენდი LINUS
  • ნათურის ტიპი სპეციალური დანიშნულების
  • ვოლტი 220-240V
  • სიხშირე 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი E27
  • ფერის ტემპერატურა 6500K
  • განათების სიმძლავრე 900 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია 9W=75W       
  • სამუშაო რესურსი 15000 hrs         
  • გარანტია 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი A++   
  • წონა (კგ) 0.15     
  • სიმძლავრე (W) 9         
  • პროდუქტის ტიპი სპეციალური დანიშნულების

LED ნათურების სექციაში, ერთ-ერთი ეს ნათურაა, რომელიც აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ნათურას, ელექტრო ენერგიის შეფერხების შემთხვევაში 4 საათი შეუძლია მუშაობა. დიახ, მიუხედავად იმისა რომ ელექტროობა გაითიშება, თქვენი სახლი მაინც განათებული დარჩება. შემთხვევებისა და შეფერხებებისაგან არასდროს ვართ დაზღვეული. ამიტომაც, LINUS-ის EMERGENCY ძალიან კომფორტულს გახდის გაუთვალისწინებელ სიტუაციებს.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • Emergency ფუნქცია

LINUS Lin73 Smart RGBW 9W

linus smart natura

  • ბრენდი LINUS
  • ნათურის ტიპი Smart 
  • ვოლტი 50-60Hz         
  • ვაზნის ტიპი E27     
  • ფერის ტემპერატურა RGBW
  • განათების სიმძლავრე 806 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია 9W=75W       
  • სამუშაო რესურსი 25000 hrs         
  • დამატებითი მახასიათებლები ვუკავშირდებით Wi-Fi-ს საშუალებით და იმართება Linus Smart აპლიკაციით;   
  • გარანტია 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი A++     
  • წონა (კგ) 0.14     
  • სიმძლავრე (W) 9         
  • პროდუქტის ტიპი Smart

სმარტ ნათურა ინოვაციური პროდუქტია, რომელიც უამრავი ფუნქციით გამოირჩევა. ამ ფუნქციების მშრალად ჩამოთვლას არ ვაპირებთ. გთავაზობთ 5 ხრიკს, რომელიც ჭკვიანი ნათურას შეძენისას აუცილებლად უნდა გამოცადოთ.

დაგეგმილი განათება

აპში მოძებნეთ თქვენი მოწყობილობის დაგეგმვის ფუნქცია და იქ შეძლებთ აირჩიოთ განათების ჩართვა და გამორთვა კონკრეტულ დროს. ეს საშუალებას მოგცემთ ყოველი დაბინდებისას ნათურა თავისით აინთოს. ან, იქნებ ბნელ ოთახში გიყვართ ძილი და დილით გაღვიძება გიჭირთ, ჭკვიანი LED ნათურები ამ შემთხვევაშიც თქვენი მეგობარი გახდება და ყოველ გათენებას მზის ამოსვლასავით გამცნობთ.

დაბრუნდით განათებულ სახლში

არავის სიამოვნებს ბნელ სახლში დაბრუნება. ამავდროულად, მოწყობილობებისა და ნათურების საათების განმავლობაში დატოვება ენერგიისა და ფულის ფუჭად ხარჯვაა. Smart ნათურა დისტანციურად მართვადი ნათურაა. სახლთან მიახლოებისას შეგიძლიათ ნათურა ჩართოთ და მისვლისას უკვე სინათლე დაგხვდებათ.

შექმენით გარემო

სმარტ ნათურას კიდევ ერთ დიდებული შესაძლებლობა აქვს - შექმნათ თქვენი აქტივობის შესაბამისი გარემო სახლში. ფილმის ყურებისას, მუშაობისას, წიგნის კითხვისას შესაბამისი განათებით ბევრად უფრო პროდუქტული და კომფორტულად იქნებით. აპის მეშვეობით შეგიძლიათ სიკაშკაშის, ფერის ტემპერატურისა და ელფერების შეცლა. მას შემდეგ, რაც თქვენზე მოირგებთ ოთახის განათებას, შეინახეთ ეს პარამეტრები, როგორც უნიკალური რეჟიმი და დაარქვით სახელი. თუმცა, LINUS-ის Smart ნათურას აპში რამდენიმე რეჟიმი უკვე დაყენებულია და შეგიძლიათ იმითიც ისარგებლოთ.

სახლის დაცვა

მშვენიერი იდეაა ჭკვიანი ნათურა გარეთ, სენსორულ ჩამრთველზე დააყენოთ. დააყენოთ ციმციმის ფუნქციით. წარმოიდგინეთ, თქვენს სახლში ვინმე ჩუმად შემოჭრას ცდილობს, ამ დროს კი თქვენი ნათურა ირთვება და ციმციმს იწყებს. სულ რომ კარგი განზრახვით იყოს მოსული ეჭვი შეეპარება და უკან გაბრუნდება.

Club სახლში

მუსიკა და მის ტემბრს აყოლილი მოციმციმე ნათურა უკვე საკმარისია სახლში წვეულება მოაწყოთ, ბავშვები გაართოთ და განწყობა აიმაღლოთ. სმარტ ნათურას თითქმის ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც შეიძლება თავში მოგივიდეთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება