გაანათე ოთახი შენი განწყობის ფერად, ლინუსის სმარტ ნათურის დახმარებით |
გაანათე ოთახი შენი განწყობის ფერად, ლინუსის სმარტ ნათურის დახმარებით |
ჩვენი ცხოვრება, რომელიც უამრავი თავგადასავლით და გამოწვევით არის სავსე, ასევე გაჯერებულია დისკომფორტის შემცველი მცირე დეტალებით, რომლის არ არსებობას სიამოვნებით შევეგუებოდით. თანამედროვე სამყარო ყოველდღიურად ფიქრობს ამ პრობლემების გადასაჭრელ პროდუქტების შექმნაზე. ზოგი მათგანი გამოუსადეგარია, ზოგიც კი ისეთივე ფუნქციური, როგორიც სმარტ ნათურა. რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი ნათურა ტაშის ხმით აგენთოთ, ან საერთოდ თვითონ მიმხვდარიყო, რომ უკვე გეძინებათ?
ლინუსი გთავაზობთ სრულიად ინოვაციურ პროდუქტს ჭკვიან „Smart” ნათურას. თქვენ უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „Linus Smart”, იგი ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის ასევე აიფონის მომხმარებლებისათვის.
ეს ნათურა განსხვავებულია ყველა მისი წინამორბედისაგან: მისი მართვა შესაძლებელია ტელეფონის აპლიკაციით, ტელეფონი და ნათურა უკავშირდება ერთმანეთს “Wi-Fi”-ს საშუალებით, მას გააჩნია 16 მილიონი ფერი, შესაძლებელია რამოდენიმე ნათურის ერთი ტელეფონიდან მართვა. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ნათების ტიპი და მოარგოთ ის თქვენს ხასიათს ან შექმნათ ისეთი გარემო როგორიც თქვენ გსურთ. ლინუსის Smart ნათურა აღიქვამს მუსიკას და შესაბამისად შეუძლია ფერების შეცვლა მელოდიის მსვლელობასთან ერთად.
წარმოგიდგენთ ლინუსის ინოვაციურ პროდუქტს, სმარტ ნათურას, რომლის მართვა თქვენი სმარტფონით არის შესაძლებელი. ამისთვის, თქვენი ტელეფონის ტიპის შესაბამის ციფრული მაღაზიის საძიებო ველში ჩაწერეთ აპლიკაციის სახელწოდება “Linus Smart” და ჩამოტვირთეთ (App Store-აიფონის მომხმარბლებისთვის და Google Play- ანდროიდის სისტემის ტელეფონის მომხამრებელბისთვის).
ტელეფონი და სმარტ ნათურა ერთმანეთს უკავშირდება Wi-Fi-ს საშუალებით, რაც შესაძლებელს ხდის მართოთ თქვენი ჭკვიანი ნათურა სმარტფონის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მის გასათიშად აღარ არის საჭირო ჩამრთველის გამოყენება.
ჭკვიანი ნათურის ფუნქციები შეგიძლიათ გამოიყენოთ უამრავ სიტუაციაში, თუმცა მთავარი უნარი, რაც ამ ნათურას გააჩნია არის ის, რომ სიტუაცია და გარემო თავად შეგაქმნევინოთ.
ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს მართვა კი იძლევა საშუალებას სამსახურიდან სახლში დაბრუნებამდე აანთოთ.
შეძლებთ დააყენოთ ტაიმერი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩაქრეს ან აინთოს.
ამასთან, ჭკვიანი განათება ისევე სახალისოა, რამდენადაც პრაქტიკული. მისი მახასიათებელი, გაანათოს 16 მილიონი სხვადასხვა ფერით, იძლევა კომფორტს, ოთახში თქვენთვის სასურველი განწყობა შექმნათ. გახადოთ გარემო ნათელი ან დამამშვიდებელი, პროდუქტიული მუშაობისთვის ან თუნდაც რომანტიკული. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ დაელოდოთ შესაბამის მომენტს და ვითარებას, იმ სიტყვების სათქმელად რაც დიდი ხანია გინდათ უთხრათ საყვარელ ადამიანს, ან თვითონ შექმნათ შესაბამისი მომენტი.
ლინუსის მუსიკის აღქმის ფუნქცია კი ზედგამოჭრილია მეგობრებთან ერთად გასართობად, ან იქნებ, საერთოდ არ არის მეგობრები საჭირო საყვარელი შემსრულებლის მოსმენისთვის და იმით სიამოვნების მიღებისთვის, თუ როგორ ჰყვება ნათურა მელოდიის ტემპს.
საერთოდ, სანამ ვინმე გაიგებს რომ ლინუსის ჭკვიანი ნათურა გაქვთ, იმდენი ხუმრობის მოფიქრება შეიძლება, აღარც ღირს ჩამოთვლა.
მოკლედ, უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება, რატომ უნდა გქონდეთ ჭკვიანი ნათურა სახლში. დანარჩენი თქვენი შემოქმედებითი უნარებისთვის მოგვინდია.
ერთი შეხედვით, სმარტ განათება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. თუმცა, ჭკვიანი განათება გთავაზობთ უამრავ სარგებელს, რითაც შეძლებს თავდაპირველი ხარჯების სრულად ანაზღაურებას, ის ზოგავს ენერგიას, მისი სამუშაო რესურსი საგრძნობლად აღემატება, ჩვეულებრივი ნათურისას. ამასთან გთავაზობთ უამრავ დამხმარე, პრაქტიკულ თუ გასართობ შესაძლებლობებს.
ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა - ჩვეულებრივი, ჩვენთვის კარგად ცნობილი ნათურები საშუალოდ 1000 საათამდე მუშაობენ, ხშირად გვიწევს მათი თავიდან შეძენა და გამოცვლა, ხოლო ლინუსის სამუშაო რესურსი არის 50 000 საათი.
თქვენზე მორგებული განათება - თქვენს ნათურას ლინუსის აპლიკაციით, შეგიძლიათ წინასწარ მისცეთ ბრძანება როდის აინთოს ან გამოირთოს, რა სიხშირით გაანათოს და რა ფერით.
ჯანმრთელობა - იცოდით, რომ ჯანსაღ ძილში ხელი შეიძლება ნათურის ცივმა განათებამ შეგიშალოთ? მაშინ, როცა თბილი ფერის ნათებამ, მაგალითად ნარინჯისფერმა, ძილი ძალების აღსადგენად უფრო პროდუქტიული და სასიამოვნო შეუძლია გახადოს.
გართობა - ლინუსის ნათურას 16 მილიონ ფერად შეუძლია განათდეს. ამასთან აქვს უნარი აღიქვას მუსიკა. ფერებით და განათების სიხშირით აჰყვეს და გადმოცეს ის.
ტელეფონს უკავშირდება Wi-Fi-ს საშუალებით
გააჩნია 16 მილიონი ფერი
იმართება ტელეფონის აპლიკაციით - “Linus Smart”
აღიქვამს მუსიკას
შეგიძლიათ შექმნათ ხასიათის შესაბამისი განათების სცენარი
გაქვთ შესაძლებლობა მართოთ რამდენიმე ჭკვიანი ნათურა ერთდროულად
და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ნათურა დისტანციურად მაშინაც კი, როდესაც არ იმყოფებით სახლში.