LINUS - ნათურების საუკეთესო ბრენდი |
LINUS - ნათურების საუკეთესო ბრენდი |
ელექტრო ნათურის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გვეჩვენება, არადა ორიოდე დეკადის უკან სანთლებს და ლამფებს ერთმანეთს ვანაცვლებდით. ნათურა თანამედროვე ცხოვრებასთან იმდენად ინტეგრირებული ნივთია, რომ მის აუცილებლობაზე ლაპარაკიც უხერხულია. თუმცა, იცით როგორი ნათურა უნდა გქონდეთ სახლში? როგორი განათება ჯობია თქვენი თვალებისთვის და საერთო ჯანმრთელობისთვის? მუშაობის პროცესში როგორი განათება დაგეხმარებათ კონცენტრაციის მოკრებაში? რა ნათურა უნდა გქონდეთ ეზოში მშვიდად მოსასვენებლად ან მეგობრებთან ერთად გასართობად?
მართალია ნათურა დიდი ხნის გამოგონებულია, თუმცა ტექნოლოგიები ყოველდღიურად იხვეწება. მაგალითად, ლედ ნათურა გთავაზობთ მინიმალურ დანახარჯებს. პროექტორი -მაღალ სინათლეს დიდ სივრცეში, ჭკვიანი ნათურა კი გთავაზობთ... ჭკვიანი ნათურა მგონი ყველაფერს გთავაზობთ: შესაბამის გარემოს და განწყობის შექმნას, მარტივ კონტროლს შორ დისტანციაზე, აქვს სხვადასხვა გასართობი ფუნქციები და ა.შ.
ჰოლსტზე უამრავ ნათურას შეხვდებით სხვადასხვა დანიშნულებისა და სხვადასხვა ადგილას დასამონტაჟებლად. იქნება ეს სახლის უბრალო ნათურა, სმარტ ნათურა თუ გარე პროჟექტორი. უკეთ აღსაქმელად წარმოგიდგენთ და განვიხილავთ რამდენიმე მათგანს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჰოლსტზე შეძენილ პროდუქციას კურიერი მოგართმევთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ამასთან ტრანსპორტირებაში ფულს არ იხდით, თუ შეძენილი პროდუქტების საერთო ღირებულება 50 ლარზე მეტია.
ბრენდი LINUS
ნათურის ტიპი სტანდარტული
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ვაზნის ტიპი E27
ფერის ტემპერატურა 6500K
განათების სიმძლავრე 980 lm
სიმძლავრის კონვერტაცია 11W=85W
სამუშაო რესურსი 15000 hrs
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A++
წონა (კგ) 0.1
სიმძლავრე (W) 11
თუ ელექტრო ენერგიის დაზოგვა გსურთ, მაშინ უმჯობესია სახლში ლინუსის ლედ ნათურები დააყენოთ. ის დაზოგავს თქვენს ფულად სახსრებს არა მხოლოდ მისი ეკონომიურობის, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობის ხარჯზეც. ლედ ნათურა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ამის გამო. შესაძლოა ერთეულის შეძენისას უფრო მეტს იხდით ვიდრე ჩვეულებრივი, ბოლქვიანი ნათურის შეძენისას, თუმცა გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად უფრო მეტს ზოგავთ.
უპირატესობები:
ბრენდი LINUS
ნათურის ტიპი Smart
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ვაზნის ტიპი E27
ფერის ტემპერატურა RGBW
განათების სიმძლავრე 806 lm
სიმძლავრის კონვერტაცია 9W=75W
სამუშაო რესურსი 25000 hrs
დამატებითი მახასიათებლები ვუკავშირდებით Wi-Fi-ს საშუალებით და იმართება Linus Smart აპლიკაციით;
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A++
წონა (კგ) 0.14
სიმძლავრე (W) 9
სმარტ ნათურაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება. დავიწყოთ მისი ყველაზე მიმზიდველი ფუნქციიდან, თუმცა ყველა ფუნქცია საინტერესო აქვს. ჭკვიანი ნათურის დისტანციურად მართვის უნარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩართვის და გამორთვის შესაძლებლობას გაძლევთ. თუმცა არა მართო ჩართვა/გამორთვის, თქვენი სმარტფონის საშუალებით შეგიძლიათ ნათურას ფერი შეუცვალოთ. მას გააჩნია 16 მილიონი ფერი, სამწუხაროა, რომ ადამიანს მხოლოდ 10 მილიონი ფერის აღქმის უნარი აქვს. როგორც ჩანს ბოლომდე ვერასდროს დავინახავთ მის შესაძლებლობებს. ასევე სმარტ ნათურის პროგრამაში, რომელიც თქვენი სმარტფონის ონლაინ მაღაზიაში LINUS SMART-საკვანძო სიტყვით შეგიძლიათ, გამზადებულია სხვადასხვა რეჟიმები- ძილის რეჟიმი, მუშაობის რეჟიმი და ა.შ. ასევე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ნათურას როდის აინთოს ან ჩაქრეს. ყველაფერ სიკეთესთან ერთად კი სმარტ ნათურა ჰყვება მუსიკის სიხშირეს, რაც მშვენიერი გასართობია.
უპირატესობები:
ბრენდი LEDEX
სანათის ტიპი სარკის სანათი
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ფერის ტემპერატურა 6500K
განათების სიმძლავრე 580 lm
ტიპი LED
სიგრძე 37 cm
კორპუსის ფერი ვერცხლისფერი
მასალა აკრილი/ალუმინი
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A+
წონა (კგ) 0.75
სიმძლავრე (W) 7
ჰოლსტზე სარკის სანათებსაც შეხვდებით. დღესდღეობით ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ გამოვიყურებით. იმიჯი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. ასე რომ სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა სახლიდან გადიხარ და დარწმუნებული ხარ, რომ ძალიან კარგად გამოიყურები.
უპირატესობები:
ბრენდი LINUS
სანათის ტიპი დეკორატიული
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ფორმა მრგვალი
ფერის ტემპერატურა 6500K
განათების სიმძლავრე 900 lm
ჭრის ზომა ø100 mm
გაშლის კუთხე 180°
სამუშაო რესურსი 25000 hrs
IP დაცვა IP20
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A+
წონა (კგ) 0.13
სიმძლავრე (W) 10
ეს დეკორატიული ნათურაა, რომელსაც ძირითადად დაკიდულ ჭერში ამონტაჟებენ. ეს სანათი მისი კონკურენტებისგან სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. თუ შეხება გქონიათ ესეთი ტიპის ნათურებთან, დაგვეთანხმებით, რომ ისინი ხშირად გამოდიან წყობიდან. ამიტომ თანხის დაზოგვისთვის და ზედმეტი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ლინუსის სანათი შეიძინოთ.
უპირატესობები:
ბრენდი LEDEX
სანათის ტიპი პროჟექტორი
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ფერის ტემპერატურა 6500K
განათების სიმძლავრე 850 lm
გაშლის კუთხე 120°
სამუშაო რესურსი 25000 hrs
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A+
წონა (კგ) 0.3
სიმძლავრე (W) 10
რა ჯობია საღამოობით მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს? თუ ეზო გაქვთ, რომელსაც განტვირთვისთვის და მეგობრებთან ერთად შესაკრებად იყენებთ, ან იქნებ უბრალოდ გინდათ რომ ღამღამობით განათებული იყოს, პროჟექტორი ჰოლსტზე უნდა შეიძინოთ. ხოლო თუ ეზო არ გაქვთ, მაგრამ გყავთ მეგობარი, რომელსაც ღამით გაუნათებელი ეზო აქვს, შეგიძლიათ საჩუქარი გაუკეთოთ.
უპირატესობები:
ბრენდი LINUS
სანათის ტიპი პროჟექტორი
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ფერის ტემპერატურა 6500K
განათების სიმძლავრე 850 lm
გაშლის კუთხე 120°
სამუშაო რესურსი 25000 hrs
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი A+
წონა (კგ) 0.3
სიმძლავრე (W) 10
ლინუსის პროჟექტორების ოჯახის კიდევ ერთი სანათი. წინა მოდელთან შედარებით უფრო დიდი სინათლით და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ფასებს შორის სხვაობა კი მინიმალურია. თუ თქვენი ეზოს განათება უფრო მძლავრად გინდათ ვიდრე ეს წინა მოდელს შეეძლო, მაშინ პრემიუმ პროჟექტორი საუკეთესო ვარიანტია.
უპირატესობები:
ბრენდი LINUS
სანათის ტიპი რელსის სანათი
ვოლტი 220-240V
სიხშირე 50-60Hz
ფერის ტემპერატურა 3000K
განათების სიმძლავრე 525 lm
გაშლის კუთხე 360°
ზომა Ф56.2*L97*H165mm
მასალა ალუმინი
სამუშაო რესურსი 25000 hrs
IP დაცვა IP 20
გარანტია 1 წელი
ენერგოეფექტურობის კლასი F
წონა (კგ) 0.214
სიმძლავრე (W) 7
რელსის სანათი გარე სანათების წარმომადგენელია და პროჟექტორისგან განსხვავებით არ არის სტატიკური, ანუ შეგიძლიათ ნებისმიერ მხარეს მიაბრუნოთ, სადაც შუქი გჭირდებათ.
უპირატესობები:
ამ სტატიისთვის სულ ეს იყო. ნათურების თუნდაც ყველა მიმართულება ერთ სტატიაში რომ განვიხილოთ, ზედმეტად დიდი გამოვა. ამიტომ სჯობს გვეწვიოთ ჰოლსტზე, სადაც აუცილებლად იპოვნით თქვენთვის საჭირო სანათს.