ლობზიკი შედგება მთავარი კორპუსის, ქვედა პლატფორმისა და სახელურისგან, რომელიც ზედა მხარეს მდებარეობს (სახელური ძალიან მნიშნელოვანია დავალების ხარისხიანად და კომფორტულად შესრულებისთვის, რეკომენდირებულია ოდნავ მოხრილი დიზაინის სახელურები). ხოლო მის მუშაობას ელექტრო ძრავი და მექანიზმი უზრუნელყოფენ. ლობზიკი იგივე ბეწვა ხერხი ორი სახისაა:

  • ხელის
  • ელექტრო

ბეწვა ხერხი არის ხელსაწყო, რომელიც მეტად კომფორტულია ხეზე, მინაზე კერამიკულ ფილაზე თუ თხელ ლითონზე სამუშაოდ. მისი გამოყენებით გაგიმარტივდებათ გამოჭრათ, გაჭრათ ან სასურველი ფორმა მისცეთ ამა თუ იმ მასალას თუნდაც სახლის პირობებში სამოყვარულო დონეზე. პროფესიონალებს კი ლობზიკის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად უმარტივებთ შესასრულებელ სამუშაოს.

მაღალი სიმძლავრის და უმაღლესი ხარისხის ლობზიკი

ლობზიკი ელემენტზე

საშუალო სიმძლავრის ლობზიკი

ლობზიკის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ძირითადი და დამატებითი მახასიათებლები. ძირითადში მოიაზრება ჭრის სისქე, სისწრაფე და სიმძლავრე.

  • სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სქელი და მკვრივი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. საშინაო საჭიროებისთვის, 0.5-0.7 კვტ ძრავის სიმძლავრე სრულიად საკმარისია. პროფესიონალური მოდელები კი აღჭურვილია 0.7-დან 1.5 კვტ-მდე სიმძლავრით;
  • სიჩქარე ან ხერხის პირის მოძრაობების სიხშირე - ლობზიკის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს წუთში 2500-დან 3500 ბრუნვამდე;
  • დამატებით ფუნქციებში შეგვიძლია აღვნიშნოთ მტვერსასრუტის ფუნქცია, ასევე ლაზერული განათება რომელიც უზრუნველყოფს ზუსტად დავადგინოთ ის ადგილი, რომელიც უნდა მოიჭრას. ამას მინიმუმამდე დაყავს ცდომილების შესაძლებლობა. ეს ფუნქცია საკმაოდ პროდუქტიული და მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ლაზერული ლობზიკი. მნიშვნელოვანია ჰაერის ჭავლიც, იგი ყრის ზედმეტ ნახერხს მოჭრილი ზედაპირიდან. ლობზიკით მუშაობისას იმტვერება გასაჭრელი ხაზი და რთულდება მისი დაცვა. ზოგიერთ ლობზიკს გააჩნია ნახერხისგან და ნაწილაკებისგან წმენდის ფუნქცია. ის ჰაერის ნაკადს წინ უბერავს და წმენდს.

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt bewva kherkhi

  • ბრენდი DEWALT       
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 650W
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.38   
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 500-3200min 
  • ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°   
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm           
  • დამატებითი კომპლექტაცია: მტვრისგან დამცავი

დავიწყოთ ბეწვა ხერხის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. DeWalt-ის ბეწვა ხერხი თანაბრად გამოსადეგია სახლის თუ საამქროს საქმიანობებისთვის. ის თავისი გამძლეობით მრავალ წელს გამოცდის თქვენთან ერთად.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • მაღალი საიმედოობა;
  • რბილი დაწყება;
  • მრავალფუნქციურობა
  • სიმძლავრე;
  • მტვერსასრუტთან მიერთების შესაძლებლობა;
  • გრძელი დენის კაბელი
  • ლობზიკი DeWALT იდეალურია სახლისა და პროფესიონალური გამოყენებისათვის

CROWN CT25003HX ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 20 V Max

Crown eleqtro kherkhi - lobziki

  • ბრენდი CROWN         
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 20V     
  • ელემენტი                                 4Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა 1hrs   
  • ზომა 26mm
  • გარანტია 1 წელი                         
  • წონა (კგ) 2.8     
  • კვების წყარო ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე 700-3000min 
  • მოტორი უნახშირო     
  • ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°           
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

არაერთხელ გვითქვამს, რომ Crown-ის წარმოებული პროდუქცია ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხისა holst.ge-ზე და არამარტო. ეს მობილური და კომპაქტური ბეწვა ხერხი, რომელიც ელემენტზე მუშაობს და ზედმეტი კაბელებით მუშაობაში ხელს არ შეგიშლით, ყველა შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე;
  • ერგონომიული სახელური კომფორტული მოჭიდებით;
  • შესანიშნავი ფუნქციონირება

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown lobziki

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე 550W
  • ზომა 18mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.9
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 700-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მიმმართველი წრიული/პარალელური ხერხისთვის
  • მტვერსასრუტის ადაპტერი  

თუ ფიქრობთ, რომ სადენიანი ლობზიკი ჯობია შეიძინოთ, მაშინ Crown-ის ამ მოდელს შემოგთავაზებთ, რომელსაც დაბალანსებული მონაცემები აქვს. სულ რაღაც 2 კილოგრამს იწონის და მუშაობისას ძალიან პრაქტიკულია. კომპლექტაციაში მოყვება საცმი, მიმმართველები წრიული და პარალელური ხერხისთვის და მტვერსასრუტის ადაპრეტი, რომლითაც შეძლებთ სუფთად იმუშაოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • პრაქტიკულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება