ლობზიკების მიმოხილვა |
ლობზიკების მიმოხილვა |
ლობზიკი, იგივე ბეწვა ხერხი ხეზე მუშაობისას გამოყენება და მისი დახმარებით შეძლებთ მარტივად გამოიყვანოთ საჭირო ფორმები მასალისგან. ელექტრო ლობზიკი, დურგლებისთვის კარგად ცნობილი ხელის ბეწვა ხერხით ინსპირირებული ინდუსტრიული იარაღია, რომელიც გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის საშუალებას იძლევა. მოდი განვიხილოთ, ელექტრო ლობზიკის უპირატესობები ბეწვა ხერხთან მიმართებაში.
სისწრაფე
ლობზიკით მუშაობა, ბეწვა ხერხით მუშაობისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფად მიგაღებინებთ სასურველ შედეგს. ლობზიკის სისწრაფე იმდენად დიდი და ცხადია, რომ რთულია მასზე ბევრის დაწერა. ხელის ბეწვა ხერხით 10 წუთში შესასრულებელი სამუშაო, ლობზიკით დაახლოებით 1 წუთში შეგიძლიათ შეასრულოთ.(შესაძლოა არც ამდენი დრო დაგჭირდეთ)
სიზუსტე
ხელის ბეწვა ხერხი დამღლელია და დაღლილი ხელით შესაძლოა ბევრი მცდარი ჭრა გააკეთოთ. თუმცა შეიძლება იმის თქმაც, რომ ამ შემთხვევაში ხელის ბეწვა ხერხის სიდინჯე უპირატესობაა, რადგან მცდარ ხაზზე ჭრას მალევე შეწყვეტთ. თუმცა ეს მხოლოდ არაპროფესიონალების შემთხვევაში გამოდგება არგუმენტად.
კომფორტული მუშაობისას
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ რომ ლობზიკით მუშაობისას მალე არ დაიღლებით, განსხვავებით ხელის ბეწვა ხერხისა.
ფასი
ეს ერთადერთი კომპონენტია რაშიც ხელის ბეწვა ხერხი ელექტრო ლობზიკს ცალსახად ჯობნის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ცნობილ გამოთქმას დავივიწყებთ - „დრო ფულია“
ამ სტატიაში სამი ბეწვა ხერხი არის განხილული, სამივე სხვადასხვა ბრენდის. სანამ უშუალოდ მათ განხილვაზე გადავალთ, ბრენდები მოკლედ მიმოვიხილოთ
Black and Decker
ეს ბრენდი მოყვარულებზე გათვლილ ინდუსტრიულ ხელსაწყოებს აწარმოებს და ლობზიკის შემთხვევაშიც ასეა. თუ საოჯახო საქმეებისთვის, ჰობისთვის ან მცირე სამუშაოებისთვის გინდათ ლობზიკი, მაშინ B&D-ზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ამ ბრენდის პროდუქციას მიმზიდველი ფასი აქვს, თუმცა არც ხარისხის ნაკლებობას უჩივის.
Crown
უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი, რომელიც არც ლობზიკების წარმოებაზე ამბობს უარს, ამასთან საუკეთესო ინჟინრული შესრულებით გვთავაზობს აღნიშნულს.
Tolsen
ეს ბრენდი დაბალანსებულ ინდუსტრიულ ხელსაწყოებს გვთავაზობს, რომლებიც მაღალი სიმძლავრით გამოირჩევიან. ხელმისაწვდომი ფასად მაღალი სიმძლავრე კი ნებისმიერ მომხმარებელ უბიძგებს Tolsen-ის პროდუქციის შეძენისკენ.
400 ვატი სიმძლავრის B&D-ის ლობზიკი სახლის და ფარეხის საქმიანობებისთვის საუკეთესო არჩევანია. მოვლის და გაფრთხილების შემთხვევაში ძალიან დიდხანს გაგყვებათ. სულ რაღაც 1,4 კილოგრამს იწონის და ლობზიკით გადაადგილებაც მარტივი იქნება. ლობზიკს გააჩნია 450-იანი ჭრის ფუნქციაც, რაც ძალიან გამოსადეგი ფუნქციაა ლობზიკით მუშაობისას.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მაღალი ხარისხის ლობზიკი, რომელსაც Crown გთავაზობთ, აღჭურვილია 550 ვოლტი სიმძლავრით და ნებისმიერ, ლობზიკისთვის განკუთვნილ სამუშაოს გაუმკლავდება. ამასთან, ლობზიკის შეძენის შემთხვევაში მოყვება ზემოთ აღნიშნული კომპლექტაცია.
უირატესობები:
კომპლექტაცია:
Tolsen-ის ეს ლობზიკი ძალიან მაღალი ხარისხისაა და 800 ვოლტი სიმძლავრის. შესაბამისად, თქვენს მიერ დაკისრებულ სამუშაოს ნებისმიერ შემთხვევაში გაუმკლავდება, დიდი ხნის განმავლობაში. ეს ლობზიკი შესანიშნავი კომპლექტაციით არის წარმოდგენილი. მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია Holst.ge-ზე.
უპირატესობები: