როგორ შევარჩიოთ ბეწვა ხერხი ლობზიკი

ბეწვა ხერხი - ელექტრო ლობზიკი

თითოეული ელექტრო მოწყობილობის ყიდვისას თქვენ უნდა განსაზღვროთ რა მიზნებისთვის გჭირდებათ ხელსაწყო. ასევე ეს ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო ლობზიკის შეძენისას, რა სამუშაოებისათვის გჭირდებათ ის, ავეჯის დასამზადებლად თუ მხოლოდ ლამინატის დასაჭრელად. თქვენ წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ ლობზიკი გჭირდებათ ინტენსიური მოხმარებისთვის ანუ ყოველდღე თუ დროდადრო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ მას.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ თქვენ ზუსტად შეარჩევთ თქვენს საქმიანობაზე მორგებულ ლობზიკს.

ლობზიკი არის ხელსაწყო, რომელიც არასდროს არის ზედმეტი თქვენი საშინაო ინსტრუმენტების სათავსოში.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ლობზიკი

მისი შეძენისას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც ბრენდს და ღირებულებას, ასევე პარამეტრულ მახასიათებლებს, რომელზეც დამოკიდებულია მოწყობილობის ფუნქციონირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

ბევრ სხვადასხვა მასალაზე მუშაობა შეუძლია ელექტრო ლობზიკს, თანამედროვე და ინოვაციურ ლობზიკებს შეუძლიათ კერამიკის, პლასმასის, თაბაშირის მუყაოს, სხვადასხვა მეტალის შენადნობებისა და ლითონების მასალებზე მუშაობა.

ელექტრო ლობზიკის ზოგადი მახასიათებლები

ლობზიკი

ბეწვა ხერხი იგივე ელექტრო ლობზიკი მრავალფუნქციურია, ის დიდ დახმარებას გაგიწევთ სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების შესრულებაში:

  • ხის მასალების დაჭრა
  • ლამინატის და იატაკის სხვა მასალების დაჭრა
  • ზედაპირზე ხვრელების გაკეთება
  • ფილების დაჭრა

პროფესიონალმა ხელოსნებმა, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს ლობზიკებით ატარებენ, ყურადღება უნდა მიაქციონ მუშაობის ტიპს. უკაბელო

ქსელის არარსებობის შემთხვევაში, უმჯობესია ბატარეებიანი ლობზიკები შეიძინონ.

ბეწვა ხერხის მუშაობა დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე. 500 ვატიანი მოწყობილობა საკმარისია ხის წვრილ ბლანკებთან მუშაობისთვის. 8-10 მმ სისქის ფოლადის მოჭრა შესაძლებელია მხოლოდ 600 ვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე მოწყობილობებით.

ლობზიკით ხანგრძლივი მუშაობის დროს, ასევე გასათვალისწინებელია ანტი ვიბრაციული სისტემა, ხოლო რბილი დაწყების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენოთ მოწყობილობა.

რაც შეეხება წონას, ერთის მხრივ უფრო მოსახერხებელია მსუბუქი იარაღით მუშაობა, მაგრამ მონეტის უკანა მხარეს იქნება მისი მინიმალური სიმძლავრე. ამიტომ, თითოეულ მყიდველს დამოუკიდებლად მოუწევს სასურველი ტიპის ლობზიკის პოვნა.

ბეწვა ხერხი არის მოწყობილობა რომელიც შეუცვლელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხის დასამუშავებელი ხელსაწყოების გამოყენება რთული ან სულაც შეუძლებელია. ასევე ელექტრო ლობზიკი მეტად კომფორტულია, მისი დახმარებით შეგიძლიათ მასალები დაჭრათ 30, 45, 60 და 90 გრადუსიანი კუთხით. ლობზიკის ჭრის სიღრმე საშუალოდ მერყეობს 3-დან 110 მილიმეტრამდე, ფოლადში კი 10 მეტრამდე. ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს რომ ელექტრო ლობზიკი კომფორტული და მრავალფუნქციური ხელსაწყოა რომელიც დიდი დახმარებას გაგიწევთ სარემონტო სამუშაოების პროცესში.

დღეს წარმოგიდგენთ პროფესიონალ ლობზიკებს, რომეთა შეძენაც თქვენ შეგიძლიათ ჩვენ ონლაინ ჰიპერმარკეტ holst.ge-ზე. ბაზარზე საუკეთესო ბრენდის Dewalt, Crown, Tolsen-ის წარმოებული პროდუქცია, მათი ელექტრო ინსტრუმენტები გამოირჩევა ხარისხით, მრავალფუნქციურობითა და პროფესიონალიზმით.

Dewalt - ბეწვა ხერხის მახასიათებლები

ბეწვა ხერხი

Dewalt - ამერიკული ხელსაწყოების ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საიმედოობითა და კარგი შესაძლებლობებით. ბაზარზე არსებობს რამდენიმე მოდელი, მათ შორის უსადენო ინსტრუმენტები.

თუ სარემონტო სამუშაოებისათვის მრავალფუნქციური და ხელმისაწვდომი ფასის ხელსაწყო გჭირდებათ, პროფესიონალები გირჩევენ Dewalt-ის ლობზიკებს.

მოწყობილობა საკმაოდ მაღალი სიმძლავრის არის (500 W), რომელიც ხეს 75 მმ-მდე ჭრის, ფერად ლითონს 15 მმ-მდე, ხოლო მეტალს 5მმ-მდე.

დადებითი მხარეები:

  • ერგონომიულობა
  • გლუვი დაწყება
  • მრავალფუნქციურობა
  • გამძლეობა და საიმედოობა

პროდუქტის მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 500W 
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.5
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3200min
  • ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 75მმ ფერადი ლითონი: 15მმ მეტალი: 5მმ

მსოფლიოში ელექტრო ხელსაწყოების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია Tolsen. ის გვთავაზობს ელექტრო ლობზიკების მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა დანიშნულებისთვის. განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი:

მოცემული ბრენდის ლობზიკი არის 880 ვატის სიმძლავრის, ხის მასალაზე მუშაობისას გაჭრის სიღრმე არის 80 მილიმეტრი, მეტალზე კი 8 მმ

Tolsen-ის ბეწვა ხერხის მახასიათებლები

bewva xerxi

  • სიმძლავრე 800W
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია გადამყვანი მტვერსასრუტისთვის + პარალელური მომმართველი + ხეზე სამუშაო პირი
  • ბრუნვის სიჩქარე 800-3200min
  • ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 80mm მეტალი: 8mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება