ლობზიკი - ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობის ხასიათზე დაგაყენებთ

ის, ჩემო ბატონო, შაბიამნის ახალი პარტია იყო, რომ არ სჭირდებოდათ, მაგრამ მაინც მიჰქონდათ ვაჟა ზაზაევიჩთან, ხოლო რაც შეეხება ისეთ ელექტრო ინსტრუმენტს, როგორიც ლობზიკი გახლავთ, საჭიროა და მერე როგორ?! მით უმეტეს, ხარისხიანი თუა და Holst.ge-ზეა შერჩეულ-შეძენილი, იცოცხლე, ადამიანს მუშაობის ხასიათზე დააყენებს.

რა სარგებლობა მოაქვს ლობზიკს, რომელსაც შეგვიძლია, ბეწვა ხერხი ვუწოდოთ, მივყვეთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ:

როგორი შეიძლება იყოს ბეწვა ხერხი

ბაზარზე სხვადასხვა დიზაინის ბეწვა ხერხი გვხვდება და მოუმზადებელი ადამიანისთვის ადვილი ნამდვილად არ არის, ასეთ მრავალფეროვნებაში გარკვევა. მაშ, გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს ლობზიკი.

ხელის ბეწვა ხერხი

ხელის ლობზიკი სადურგლო ინსტრუმენტია, რომლის დანიშნულებაცაა მცირე ზომის დეტალების ფიგირული ჭრა, ასევე, ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.

ხელის ბეწვა ხერხი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

  • სახელური;
  • ჩარჩო;
  • დამჭერები;
  • ხერხის პირი.

ჩარჩო თხელი უნდა იყოს და ლითონის ან ტიტანისგან დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ამით ხელსაწყო წონაში იმატებს, მსგავსი კონსტრუქცია ბევრად საიმედოა.

ელექტრო ლობზიკი

ელექტრო ლობზიკი გამოიყენება ხის, პლასტმასისა და ლითონის ჭრისთვის. ელექტრომოტორის წყალობით, სადურგლო სამუშაოები მნიშვნელოვნად არის გამარტივებული, პროცესი კი - დაჩქარებული.

როგორ არის მოწყობილი და როგორია მუშაობის პრინციპი

მისი მუშაობის საფუძვლად გამოყენებულია ელექტროენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნა. ელექტროენერგიის გავლენით მოძრაობს როტორი და მოქმედებაში რედუქტორი მოჰყავს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი განაპირობებს ხერხის პირის მოძრაობას, რომელიც ლობზიკის საყრდენი ზედაპირის პერპენდიკულარულად არის განთავსებული.

ელექტრო ლობზიკის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია:

  • კორპუსი - დამზადებულია პლასტიკისგან, დანიშნულება კი ინსტრუმენტის შიდა ელემენტების მექანიკური დაზიანებებისგან დაცვა და ასევე, გარე კომპონენტების დამაგრებაა. შიდა ნაწილში განლაგებულია ელექტრომოტორი და ხერხის პირის მოქმედებაში მოყვანის სისტემა;
  • სახელური - მისი დახმარებით ხდება ინსტრუმენტის ხელში ჭერა და მიმართულების მიცემა;
  • საყრდენი ზედაპირი - გამოიყენება მასალის ზედაპირთან კონტაქტისთვის. ჩვეულებრივ, მზადდება ალუმინის ან სხვა რომელიმე ლითონისგან;
  • ხერხის პირი - მთავარი სამუშაო ელემენტი. დანიშნულება მარტივად მისახვედრია - სასურველი მასალის ჭრა.

ასევე, კორპუსზე განლაგებულია დამხმარე ელემენტები, ისეთი, როგორიცაა: ჩართვის ღილაკი, დამცავი გარსაცმი, ნახერხის ექსტრაქტორი და ხერხის პირის შეღწევის სიღრმის რეგულატორი.

ელექტრო ლობზიკის კომპლექტში შეიძლება შედიოდეს - პარალელური საბჯენი, ლაზერული ინდიკატორები და ასე შემდეგ.

რა არის ვიბრაციული სვლა და რისთვის არის საჭირო?

ელექტრო ლობზიკი უამრავი დამატებითი ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელთა შორის აღნიშვნას იმსახურებს ხერხის პირის ვიბრაციული სვლა.

ვიბრაციული სვლა - ხერხის პირის მოქმედების ამპლიტუდის გაზრდა ელექტრო ლობზიკის გრძივი ღერძის მიმართ.

აღნიშნული ფუნქცია რბილ მასალასთან მუშაობისას გამოიყენება, მაგალითად, ფანერა.

გაითვალისწინეთ, რომ ვიბრაციული სვლის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეკორატიულ მასალაზე მუშაობის დროს.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო ლობზიკი

დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის აპირებთ ამ ხელსაწყოს გამოყენებას.

რაკიღა ამაზე შევთანხმდით, ისიც ვთქვათ, რომ ყველა ლობზიკი არ არის იდეალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს ყველა პარამეტრით შეესაბამება. ზოგიერთისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინსტრუმენტის სიმძლავრე, სიჩქარე და კვეთის მაქსიმალური სიღრმე. სხვებისთვის - წინა პლანზეა ის ფაქტორი, რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსებიცა და მინუსებიც. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბეწვა ხერხი შესაძლოა, გარკვეულ ოპერაციებში პროფესიონალურს აღემატებოდეს.

მოკლედ გამოვყოთ შემდეგი მომენტები:

  • წონა და სიმძლავრე - მძლავრ ინსტრუმენტს წონაც შესაბამისი აქვს, რასაც მუშაობისას მეტი ძალა და დრო სჭირდება. სახლის პირობებში გამოყენებისას აბსოლუტურად საკმარისია საყოფაცხოვრებო კლასის ლობზიკი;
  • დანიშნულება - თუკი მცირე რემონტი დაგეგმეთ, ამ შემთხვევაშიც, არჩევანი საყოფაცხოვრებო მოდელზე უნდა შეაჩეროთ. პროფესიონალურის შეძენა გამართლებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი ინსტრუმენტი ხშირად უნდა გამოიყენოთ, ხოლო სტაციონარული - თუკი ავეჯს ამზადებთ.

საიუველირო ბეწვა ხერხი

საიუველირო ლობზიკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინსტრუმენტია. მისი კონსტრუქცია ჩვეულებრივი ხელის ბეწვა ხერხის იდენტურია. განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში, გაცილებით კომპაქტური ზომებია. ასევე, გამორჩეულია ხერხის პირიც, რომელიც გიტარის სიმს უფრო მოგაგონებთ.

ხელსაწყოს, ბუნებრივია, გაცილებით ვიწრო სპეციალიზაცია აქვს და როგორც წესი, პროფესიონალი იუველირები სხვადასხვა სამკაულის შესაქმნელად იყენებენ.

CROWN CT15212- ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 550W
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420671
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY bewva xerxi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5056174500087
  • წონა (კგ) - 2.672
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm 

DEWALT DWE349-QS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt bewva xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 650W
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5054905298470
  • წონა (კგ) - 3.25
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება