| ლობზიკი, მანქანა და თოფი კაცმა არავის უნდა ათხოვოს!.. |
| ლობზიკი, მანქანა და თოფი კაცმა არავის უნდა ათხოვოს!.. |
- ძვირფასო, ცივი ლუდი მოგიტანე და ის თევზი, შენ რომ გიყვარს...
- ახლა მოიცა! სად არის ლობზიკი, რა უქენი, დააბრუნე თავის ადგილზე?!
- ნუ, არც მთლად გამართული.
ასეა, ბატონო, ასე, ლობზიკი, მანქანა და თოფი არ უნდა ათხოვოს კაცმა არავის! მათ შორის, არც მეუღლეს, თუ რა თქმა უნდა, სათანადოდ არ არის გარკვეული ამ უაღრესად საჭირო ინსტრუმენტის ექსპლუატაციის საკითხებში.
სინამდვილეში რამდენად საჭიროა ბეწვა ხერხი, რა შეუძლია, როგორ უნდა შეარჩიოთ, რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ, Holst.ge ამჯერადაც მზად არის, შესაბამისი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ბეწვა ხერხი, იგივე ლობზიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია ხის მასალის, „დეესპეს“, ლამინატის, ლითონის, კერამიკისა და თაბაშირმუყაოს დასაჭრელად. ერთი შეხედვით, ლობზიკი საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტია, თუმცა, შერჩევა - არც თუ ისე იოლი. საქმე ის გახლავთ, რომ იოლად შეარჩევთ ბეწვა ხერხს მაშინ, როცა მის ძირითად მახასიათებლებსა და ფუნქციებში ერკვევი. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაგეგმილი სამუშაოების სირთულისა და ინტენსივობის გააზრება.
მთავარი დანიშნულება - ჩამოთვლილი და არა მხოლოდ ამ მასალის პირდაპირი და ფიგურული ჭრა გახლავთ. ლობზიკი გამოსადეგია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური სახელოსნოსთვის თუ მასშტაბურ წარმოებაში. გამოყენების სფეროზეა დამოკიდებული, რამდენად მძლავრი და პროდუქტიული ხელსაწყოს შეძენა არის საჭირო.
ნაკლებად მძლავრი მოდელები მინიმალური დამატებითი ფუნქციებით პერიოდულად სახლში მუშაობისთვის გამოდგება. მცირე საწარმოში უმჯობესია, შედარებით მძლავრი მოდელი შეირჩეს, ხოლო რაც შეეხება მასშტაბურ წარმოებას, ამ შემთხვევაში, პროფესიონალურ ბეწვა ხერხს კონკურენტი არ გააჩნია.
ბეწვა ხერხი, მით უფრო, ელექტრო ბეწვა ხერხი რომ მართლაც ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, ისიც მიუთითებს, რომ ელექტრო ინსტრუმენტების ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ელექტრო ლობზიკებით, რომლებიც განსხვავებულია გამოყენების ხასიათით, ტექნიკური მახასიათებლებით, კვების ტიპებითა თუ კონსტრუქციული თავისებურებებით. გამოყენების ხასიათის მიხედვით, ელექტრო ლობზიკი ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ:
- საყოფაცხოვრებო ელექტრო ლობზიკი;
- პროფესიონალური ელექტრო ლობზიკი;
- სამრეწველო ელექტრო ლობზიკი.
კვების ტიპების მიხედვით ხელსაწყო ასე იყოფა:
- ქსელური;
- აკუმულატორიანი.
არსებობს ელექტრო ბეწვახერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.
ხელის ბეწვა ხერხის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს კორპუსის გარეგნობას, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული კომფორტი გამოყენებისას და კვეთის ხარისხიც კი. გარეგნულად კორპუსი შეიძლება იყოს:
1. ჩამოყალიბდეთ, რომელი ტიპის ხელსაწყო გჭირდებათ - ხელის ინსტრუმენტი განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ზომის მასალაზე მუშაობისას, მცირე ზომის დეტალების მისაღებად კი უფრო მაგიდის ლობზიკი გამოდგება.
2. ყურადღება მიაქციოთ პარამეტრებსა და სიმძლავრეს - დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ხერხის წარმადობა და სამუშაოს ხარისხი.
3. შეარჩიოთ კვების ტიპი - ქსელური ლობზიკი 220 ვოლტით იკვებება, აკუმულატორის - ელემენტებისგან. ეს უკანასკნელი ბევრად მობილურია, გამოყენება კი კომფორტულია სიმაღლეზე და ქუჩაში მუშაობისას, თუმცა აკუმულატორი მუდმივ დატენას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დენის გარეშე მაინც არაფერი გამოვა.
4. არ დაგავიწყდეთ სიმძლავრე - რაც მეტია სიმძლავრე, მით უფრო შედეგიანი იქნება ინსტრუმენტი და მით უფრო მყარ მასალას მოერევა.
5. ყურადღება მიაქციოთ დამატებით ფუნქციებსა და აქსესუარებს - რათა კიდევ უფრო კომფორტულად და ხარისხიანად იმუშაოთ.
ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ კომფორტული და უნივერსალური ბეწვა ხერხი.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ და კიდევ უფრო რომ გაგიადვილდეთ საქმე, რამდენიმე ვარიანტს აქვე შემოგთავაზებთ:


