ლობზიკი - ხელოსნის განვითარებისთვის აუცილებელი ხელსაწყო |
ლობზიკი - ხელოსნის განვითარებისთვის აუცილებელი ხელსაწყო |
არა და არა, სულაც არ ჟღერს უცნაურად, რომ შესაძლოა, ერთი ჩვეულებრივი ხელსაწყო ხელოსნის, ოსტატის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახდეს. სინამდვილეში, „ერთი ჩვეულებრივი ხელსაწყო“ უფრო ჟღერს უცნაურად, რადგან ლობზიკი, იგივე ბეწვა ხერხი, ძალიან ბევრი მიზეზით გახლავთ „ერთი ძალიან აუცილებელი“ და აი, რატომ:
ლობზიკის დახმარებით ყველაზე განსხვავებული ოპერაციების შესრულება შეიძლება: გრძივი, განივი, ფიგურული ჭრა, უზუსტესი კვეთა, სხვადასხვა დიამეტრის მქონე მრგვალი თუ მართკუთხა ხვრელების დატანა კონკრეტულ მასალაზე. ინსტრუმენტის კონსტრუქცია და გამოყენების პრინციპი იმდენად მარტივია, რომ მასთან „დამეგობრება“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც მსგავს მექანიზმებთან შეხება წარსულში არასოდეს ჰქონოდა.
ბეწვა ხერხის კონსტრუქცია მოიცავს ალუმინის ან ფოლადისგან დამზადებულ საყრდენი მიმართულების პლატფორმას, რომელიც აფიქსირებს მას დამუშავებისთვის საჭირო კუთხით, რაც მასალის მაღალი სიზუსტით ჭრის საშუალებას იძლევა.
ლობზიკი გამოიყენება სხვადასხვა სიმკვრივის მასალებთან. ღერძის ბრუნვის შეცვლით მუშავდება ლითონი, ხე, პლასტმასა. აქვე უნდა ითქვას, რომ საჭიროა ფოლადისათვის მინიმალური სიჩქარის განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადახურება.
მისი მუშაობის საფუძვლად გამოყენებულია ელექტროენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნა. ელექტროენერგიის გავლენით მოძრაობს როტორი და მოქმედებაში რედუქტორი მოჰყავს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი განაპირობებს ხერხის პირის მოძრაობას, რომელიც ლობზიკის საყრდენი ზედაპირის პერპენდიკულარულად არის განთავსებული.
ელექტრო ლობზიკის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია:
ასევე, კორპუსზე განლაგებულია დამხმარე ელემენტები, ისეთი, როგორიცაა: ჩართვის ღილაკი, დამცავი გარსაცმი, ნახერხის ექსტრაქტორი და ხერხის პირის შეღწევის სიღრმის რეგულატორი.
ელექტრო ლობზიკის კომპლექტში შეიძლება შედიოდეს - პარალელური საბჯენი, ლაზერული ინდიკატორები და ასე შემდეგ.
ელექტრო ლობზიკი უამრავი დამატებითი ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელთა შორის აღნიშვნას იმსახურებს ხერხის პირის ვიბრაციული სვლა.
ვიბრაციული სვლა - ხერხის პირის მოქმედების ამპლიტუდის გაზრდა ელექტრო ლობზიკის გრძივი ღერძის მიმართ.
აღნიშნული ფუნქცია რბილ მასალასთან მუშაობისას გამოიყენება, მაგალითად, ფანერა.
გაითვალისწინეთ, რომ ვიბრაციული სვლის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეკორატიულ მასალაზე მუშაობის დროს.
დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის აპირებთ ამ ხელსაწყოს გამოყენებას.
რაკიღა ამაზე შევთანხმდით, ისიც ვთქვათ, რომ ყველა ლობზიკი არ არის იდეალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს ყველა პარამეტრით შეესაბამება. ზოგიერთისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინსტრუმენტის სიმძლავრე, სიჩქარე და კვეთის მაქსიმალური სიღრმე. სხვებისთვის - წინა პლანზეა ის ფაქტორი, რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსებიცა და მინუსებიც. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბეწვა ხერხი შესაძლოა, გარკვეულ ოპერაციებში პროფესიონალურს აღემატებოდეს.
მოკლედ გამოვყოთ შემდეგი მომენტები: