როგორ შევარჩიოთ ლობზიკი? |
როგორ შევარჩიოთ ლობზიკი? |
ბეწვა ხერხი არის ერთერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ხელსაწყო: ხეზე, მინაზე, კერამიკულ ფილაზე და თხელ ლითონზე მუშაობისთვის.
ბეწვა ხერხი ასრულებს საკმაოდ ბევრ სამუშაოს, მშენებლობის და რემონტის დროს, რომელიც დაკავშირებულია მასალის დაჭრასთან. ასე რომ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან სახლის პირობებში რემონტით, ხშირად გამოიყენებენ ბეწვა ხერხს, ძირითადად ლამინატთან და თაბაშირ-მუყაოსთან მუშაობისას.
მახასიათებლები
ბეწვა ხერხის არჩევისას, როგოც პროფესიონალურის ისე საყოფაცხოვრებოსი, რეკომენდირებულია ყურადღება მივაქციოთ შემდეგ მაჩვენებლებს: ჭრის სისქე, სისწრაფე და დამატებითი ფუნქციები.
ერთ-ერთი ფუნქცია არის მტვერსასრუტის ფუნქცია, რომელიც უმაგრდება ბეწვა ხერხს, ასევე ლაზერული განათება, რომელიც საშუალებას გაძლევს დაინახო ზუსტად ის ადგილი, რომელიც უნდა მოჭრა და ელექტრო დამბერი, რომელიც ყრის ნახერხს მოჭრილი ზედაპირიდან . ამის გარდა, ფუნქცია-ოპერატიული გამოცვლის საშუალება ხერხის პირების, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოს სწრაფად შესრულებას.
პირველ რიგში, ლობზიკის არჩევისას, ნათლად უნდა განსაზღვროთ - რომელ მასალებთან რა სიხშირით აპირებთ მუშაობას. სწორედ ამის საფუძველზე, უნდა შეარჩიოთ გარკვეული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ლობზიკი, რომელიც ზუსტად შეასრულებს თქვენს დავალებებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლობზიკის ყიდვისას?
სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სქელი და მკვრივი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. საშინაო საჭიროებისთვის, 0.5-0.7 კვტ ძრავის სიმძლავრე სრულიად საკმარისია. პროფესიონალური მოდელები კი აღჭურვილია 0.7-დან 1.5 კვტ-მდე სიმძლავრით;
სიჩქარე ან ხერხის პირის მოძრაობების სიხშირე - ლობზიკის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს წუთში 2500-დან 3500 ბრუნვამდე;
დამჭერი მექანიზმის ხარისხი და სიმარტივე - შედარებით იაფიან მოდელებში ჩამონტაჟებულია ნაკლებხარისხიანი დამჭერები, რაც თავისთავად იწვევს ხის ფილების არათანაბარ ჭრასა და სხვა პრობლემებს. არსებობს უკეთესი ვარიანტები, იგივე - ხრახნიანი სამაგრები, რომლებიც გათვალისწინებულია მაღალფასიან მოდელებში;
ერგონომიკა - დავალებების ხარისხიანად და კომფორტულად შესრულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სახელურები. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ფორმის არსებობს, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ ოდნავ მოღუნული დიზაინის სახელურებს, რომლებსაც უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, კონკრეტული მოდელების საფუძველზე გაჩვენებთ.
აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკური მახასიათებლებით, რაც საჭიროა ხეზე კომფორტული მუშაობისთვის: მძლავრი ძრავა, მყარი პლასტიკური კორპუსი, კომფორტული და ერგონომიული სახელური რეზინის ბალიშებით.
მახასიათებლები
უპირატესობები:
DeWALT ლობზიკი აღჭურვილია მრავალფეროვანი პარამეტრებით, რომლის სახელურზე მოთავსებულია რეზინისებრი მჭიდი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მოწყობილობა მართოთ როგორც ერთი, ისე - ორივე ხელით.
მახასიათებლები
უპირატესობები:
მახასიათებლები
ჩვენს ვებ-გვერდზე ბეწვა ხერხების გარდა წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და მცენარეთა მოვლის საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.
შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.