ლობზიკი, საუკეთესო საშუალება ხეზე მუშაობისას

ხეზე მუშაობა ერთგვარი სიამოვნებაა. მრავალი დეტალის გამოთლა და გამოჭრა, ხის სუნი კეთების პროცესში და ბოლოს შედეგი, რომლისთვისაც ამდენს წვალობდით. არამარტო სიამოვნება ხელოვნებაც კია. თუმცა იმისთვის, რომ ხეს სასურველი ფორმა მიცეთ ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. სხვადასხვა ინსტრუმენტებს შეხვდებით ბაზარზე, ერთ-ერთი კი ლობზიკია. ლობზიკი, იგივე ელექტრო ხერხი, დაგეხმარებათ ხისგან ნებისმიერი ფორმის გამოჭრაში და დამუშავებაში. ის შესანიშნავია მრგვალი, რთული ფორმებისთვის და კუთხეების დასამუშავებლად.

ბლექ ენ დეკერი

თოლსენი

ქროუნი

დევალტი

5 ეტაპი ლობზიკის მოხმარებისას

შეარჩიეთ შესაფერისი დანა

ლობზიკისთვის დანა უნდა შეარჩიოთ იმ მასალის მიხედვით, რომლის გაჭრასაც აპირებთ. თუ ბეწვა ხერხით ხეზე აპირებთ მუშაობას, მაშინ ხის საჭრელი დანა უნდა დაუმაგროთ სწრაფი ჭრისთვის. თუ ლითონის გაჭრას გეგმავთ, მაშინ იდეალურია ლითონის დანა 8-9 კბილანით სანტიმეტრზე.

დაამაგრეთ დანა ბეწვა ხერხზე

სხვადასხვა ელექტრო ხერხს საჭრელი დანის დაყენების სხვადასხვა პრინციპი აქვს, თუმცა რთული არცერთი არ არის. დანის ლობზიკზე დაყენებისას ყურადღება მიაქციეთ დანის პირს, მჭრელი მხარე გარეთ უნდა იყოს მიმართული.

დაამაგრეთ მასალა

ბეწვა ხერხის მუშაობისას მნიშვნელოვანია არ მოძრაობდეს საჭრელი მასალა. დარწმუნდით, რომ სწორად მონიშნეთ გასაჭრელი ადგილი. ის მიდამო, რის გაჭრასაც გეგმავთ, არ უნდა გადადიოდეს მაგიდის ან სამაგრის სივრცეში. ასევე, კი მართალია ლობზიკს შეუძლია მიხვეულ-მოხვეული ჭერა, თუმცა ეს მოსახვევები არ უნდა იყოს მჭიდრო და მკვეთრი, თორემ შესაძლოა დანა გაგიტყდეთ.

ელექტრო ხერხით ჭრა

ლობზიკი მყარად დაიჭირეთ ხელში და მცირე ძალით დააწექით ქვემოთ, რომ შემთხვევით ის ადგილი არ გაჭრათ, რომელსაც არ გეგმავდით. ასევე ლობზიკს მიაწექით ჭრის მიმართულებით, რომ უფრო სწრაფად გაიჭრას. თუმცა ეს ზეწოლა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ დანის გატეხვა გამოიწვიოს.

გასუფთავება

სამუშაოს მორჩენის შემდეგ გაწმინდეთ სამუშაო სივრცე. როცა დარწმუნდებით, რომ ლობზიკი გამორთულია მოხსენით საჭრელი პირი. გაწმინდეთ ინსტრუმენტი და საჭრელი პირი, შეინახეთ სათავსოში.

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

black&decker eleqtro kherkhi

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი

სიმძლავრე 400W

ზომა 19mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.4

კვების წყარო 220-240V

კომპლექტაცია საცვლელი პირი

ბრუნვის სიჩქარე 0-3000min

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°

მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

HOLST.GE-ზე ლობზიკების დიდი არჩევანია. აქ შეგხვდებათ სხვადასხვა ბრენდისა, თუ სიმძლავრის ბეწვა ხერხი. დავიწყოთ სახლის პირობებისთვის იდეალური ბლექ ენდ დეკერის ლობზიკით. მართალია არც თუ ისე მძლავრი მოწყობილობაა, თუმცა საკმაოდ დაბალბიუჯეტურია და გამძლე. გერმანული ბრენდი ყოველთვის ცდილობს მისი მოყვარულისთვის დამზადებული პროდუქტები იყოს გამძლე და ხარისხიანი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1309-79551 ელექტრო ბეწვა ხერხი 800W

Tolsen bewva kherkhi

ბრენდი TOLSEN

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   

სიმძლავრე 800W 

ზომა 20mm 

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 4          

კვების წყარო 220-240V        

ბრუნვის სიჩქარე 800-3200min 

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°

მუშაობის სიღრმე ხე: 80mm მეტალი: 8mm

კომპლექტაცია:

  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • პარალელური მომმართველი
  • ხეზე სამუშაო პირი

თოლსენის ლობზიკები ნახევრად პროფესიონალურია.  აქვს მაღალი სიმძლავრე და გამძლეობა. შეუძლია ინტენსიური სამუშაოების კეთება. ასევე თოლსენის ლობზიკების შეძენა შეგიძლიათ თუ საამქროში მუშაობთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე     

CROWN CT15189-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 710W

Crown lobziki

ბრენდი CROWN

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი

სიმძლავრე 710W

ზომა 26mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.9

კვების წყარო 220-240V

ბრუნვის სიჩქარე 700-3000min

ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°

მუშაობის სიღრმე ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მიმმართველი წრიული/პარალელური ხერხისთვის
  • მტვერსასრუტის ადაპტერი

ქროუნის წარმოებული ლობზიკებიც, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურია. ქროუნი მის მიერ წარმოებულ ელექტრო ხერხებს ანიჭებს დიდ სიმძლავრეს და დახვეწილი საინჟინრო სამუშაოებით, გრძელ სიცოცხლის ხანგრძლივობას.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

Dewalt DW349-KS ელ. ხერხი

Dewalt eleqtro kherkhi

ბრენდი DEWALT

პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი

სიმძლავრე 500W

ზომა 20mm

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 2.5

კვების წყარო 220-240V

ბრუნვის სიჩქარე 0-3200min

ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°

მუშაობის სიღრმე ხე: 75mm ფერადი ლითონი: 15mm მეტალი: 5mm

დევალტი ლობზიკებშიც ჩემპიონია. მის წარმოებულ პროდუქციას ძირითადად პროფესიონალები ყიდულობენ, რადგან დარწმუნებულები არიან მის ხარისხში და საიმედოობაში. დევალტის ბეწვა ხერხი ყველაზე ხარისხიანი მასალით არის აწყობილი და შესაბამისად ყველაზე დიდხანს გაგიმართავთ ხელს ინტენსიური სამუშაოების შესრულებისას.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება