ლობზიკის შერჩევის სახელმძღვანელო

ხის სწორი ჭრისთვის, თითქმის ყველა სახის ხერხი გამოდგება, თუმცა როცა საქმე მრგვალ ჭრას ეხება, საუკეთესო იარაღი არის ლობზიკი. თუ თქვენი პროექტი ითხოვს მრუდე ჭრას, წრეებს, ან სხვა უნიკალური ჭრის მეთოდებს, ლობზიკი არჩევანის სათავეში უნდა იყოს.

რომელი ბეწვა ხერხია საუკეთესო თქვენთვის?

ბეწვა ხერხის დანა არის 0,5 სანტიმეტრიდან - 1,5 სანტიმეტრამდე სიგანის და ძალიან თხელი, შესაბამისად, ის არის საკმარისად პატარა და მოქნილი, რათა თქვენ იდეალურად გაჭრათ წრიულად და კუთხეებზე. ლობზიკის პირი მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ და როგორც წესი, ჭრის ზემოთ ასვლის მომენტში.

ლობზიკი გამოიყენება ხის, ან მსგავსი სიმტკიცის მასალების მოსაჭრელად. თუმცა, შესაბამისი დანის შემთხვევაში, ის ლითონის გაჭრის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზაც არის.  ასე რომ, თუ თქვენ გაგაჩნიათ საკმარისი ბიუჯეტი, ჯობს ბეწვა ხერხი ხარისხიანი შეიძინოთ. თუმცა, გარდა ხარისხისა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც უნდა განსაზღვროთ მის შეძენამდე.

რა სახის სამუშაოსთვის გსურთ ლობზიკის შეძენა?

რამდენად ხშირად მოგიწევთ გამოიყენოთ ბეწვა ხერხი?

რა თანხა გაქვთ განსაზღვრული შესაძენად?

მოდი სათითაოდ გავცეთ პასუხი თითოეულ შეკითხვას.

იმისათვის, რომ ჩვენმა შეძენილმა ლობზიკმა დააკმაყოფილოს ჩვენი საჭიროება, უნდა განვსაზღვროთ ის. მაგალითად, თუ ძლიერ მასალაზე გიწევთ მუშაობა, როგორიცაა მუხა, უმჯობესია თქვენი ლობზიკი მძლავრი იყოს. ასევე - თუ თქვენ ბეწვა ხერხის გამოყენებას ლითონზეც გეგმავთ. თქვენი შეძენილი ლობზიკი მარტივად უნდა ჭრიდეს თქვენს სამუშაო მასალას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკმაყოფილო დარჩებით.

ბეწვა ხერხის გამოყენების სიხშირე, მის ხარისხს უნდა შეუსაბამოთ. ელექტრო ინდუსტრიულ ხელსაწყოებში ხარისხი, უპირველესად მათ სიცოცხლის უნარიანობას მოიცავს. რაც უფრო ხშირად ჩართავთ ლობზიკს, მით უფრო მეტი იქნება მისი სიცოცხლის უნარიანობის ცვეთა. ასე რომ, თუ თქვენი საქმიანობა ლობზიკის ხშირ მოხმარებას გულისხმობს, აუცილებლად პროფესიონალური, მაღალხარისხიანი ლობზიკი უნდა შეიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოგიწიოთ მისი რამდენჯერმე შეძენა, რაც დამატებითი ხარჯია.

რა თქმა უნდა, თქვენი გათვალისწინებული თანხა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ლობზიკის შეძენისას. იმისკენ მოწოდება, რომ სახსრები არ უნდა დაზოგოთ, არც თუ ისე კარგად გამოჩნდება ჩვენგან, თუმცა ლობზიკის მაქსიმალური პროდუქტიულობისათვის, სჯობს ასე მოიქცეთ.

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

black&decker-lobziki

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 400W
  • ზომა 19mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.4       
  • კვების წყარო 220-240V       
  • კომპლექტაცია საცვლელი პირი       
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3000min       
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

Black&Decker -ის ლობზიკი ჩვეულებრივ, მოყვარულებისთვის არის გათვლილი. მათთვის, ვინც სახლის საქმიანობებისთვის ან მცირე პროექტებისთვის იყენებს მას. მართლაც, თუ თქვენი სამუშაო მასიურია ან ხშირად მოგიწევთ მისი გამოყენება, ეს მოდელი არ არის თქვენთვის. უმჯობესია CROWN ან STANLEY-ის უფრო მძლავრი და ხარისხიანი მოდელები შეიძინოთ. ხოლო, თუ სახლის მოხმარებისთვის ან პატარა პროექტებისთვის ეძებთ ლობზიკს, ეს საუკეთესო არჩევანია ფასის გათვალისწინებით.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

crown-lobziki

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 550W
  • ზომა 18mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.9       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 700-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მიმმართველი წრიული/პარალელური ხერხისთვის
  • მტვერსასრუტის ადაპტერი  

CROWN-ის პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა, რომელიც დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა.  ეს მოდელიც საკმაოდ მძლავრი და გამძლეა დიდი პროექტების წამოსაწყებად.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY-SJ60-RU-1-lobziki

  • ბრენდი STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 600W
  • ზომა 19mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.672 
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე                                500-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე ხე: 75mm მეტალი: 10mm

იგივეს თქმა შეიძლება STANLEY-ის ბეწვა ხერხზე. უმაღლესი ხარისხის ლობზიკი, რომელიც ნებისმიერ პროექტში, ინტენსივობის და სიდიდის განურჩევლად დაგეხმარებათ.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიცოცხლისუნარიანობა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება