ხეზე მუშაობის უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, თუმცა თითოეულ მათგანს საკუთარი უპირატესობები და სპეციფიკა აქვს. ლობზიკი, იგივე ბეწვა ხერხი, საუკეთესოა მომრგვალებული და კუთხოვანი ჭრისვის. ასევე, ყველა ჭრისთვის, რომელიც ხერხის მანევრირებას მოითხოვს. ბეწვა ხერხი ერთ-ერთი აუცილებელი იარაღია ნებისმიერი ხეზე მომუშავე ადამიანისთვის. ბეწვა ხერხი კუთხეების მოსაჭრელად საუკეთესოა, ისევე როგორც მასალის შუა ნაწილში ჭრისთვის.

მაღალი ხარისხის ბეწვა ხერხი

უმაღლესი ხარისხის ბეწვა ხერხი

პრემიუმ ხარისხის ბეწვა ხერხი

ბეწვა ხერხის დიდი არჩევანია ქართულ ბაზარზე. ეს ინსტრუმენტი არც იმდენად დაბალი ფასისაა რომ შეცდომის დაშვების უფლება გვქონდეს მისი შეძენისას, ამიტომაც უმჯობესია ცოტა დრო დავუთმოთ და ყველა დეტალი კარგად გავიაზროთ.

ბრენდი

ამ სტატიაში სამი ბრენდის ბეწვა ხერხი არის განხილული. ესენია: Crown, Stanley და DeWalt. მათი ხარისხიც შესაბამისად იზრდება, თუმცა მათ შორიც ყველაზე ნაკლებად ხარისხიანიც კი მაღალხარისხიანია.

Crown

ეს ბრენდი მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს თავის მომხმარებელს. მისი ლობზიკი გამძლეობითა და სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა ყველა, იგივე ფასად შეძენილი ბეწვა ხერხებისგან.

Stanley

Stanley-ს უმაღლესი ხარისხის ლობზიკები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. ამის მიზეზი მისი დაბალანსებული ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასია.

DeWalt

მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ ხარისხი შესაბამის ფასსაც გულისხმობს, DeWalt-ის შემთხვევაში ფასს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. პროფესიონალების საყვარელი ბრენდი ტყუილად არ იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოს ბაზარზე. მისი გამძლეობა, ხარისხი და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეუფასებელია. თუმცა, ის რაც DeWalt-ის პროდუქციას გენიალურს ხდის, მცირე დეტალებია, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს ანიჭებს მომხმარებელს.

ბეწვა ხერხის სიმძლავრე

სიმძლავრე აუცილებელად გასათვალისწინებელი ფაქტორია, თუმცა არ არის გადამწყვეტი. მაღალი სიმძლავრის ლობზიკი ბევრად მარტივად უმკლავდება საჭრელ მასალას, თუმცა ეს განსხვავება არ არის იმედნად საგრნობი რომ ძალიან მძლავრი მოდელი შეიძინოთ.

ლობზიკის ზომა

ზომა ერთ-ერთი ის მახასიათებელია, რომელიც მისით კომფორტულ მუშაობაზე მიუთითებს. ლობზიკი არ უნდა იყოს იმდენად პატარა, რომ რთული იყოს მისი დაჭერა და არც იმდენად დიდი, რომ რთული იყოს მანევრირება.

ლობზიკის წონა

წონა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ვინაიდან მუშაობის პროცესში ის სამუშაო მასალაზე ნაწილდება. თუმცა, თუ თქვენი ინსტრუმენტით გადაადგილება ხშირად მოგიწევთ უმჯობესია მსუბუქი შეიძინოთ.

ბრუნვის სიჩქარე

აი ეს კი დამაფიქრებელი მახასიათებელია, რადგან სხვადასხვა ბრუნვის სიჩქარე განსხვავებულ მასალებთან გამოგადგებათ. იქ სადაც დიდი სიმძლავრეა საჭირო, მეტალთან დაბალი სიჩქარით უნდა გაჭრათ, ხოლო ხე მაღალი სიჩქარით.

Holst.ge ლობზიკების დიდ არჩევანს გთავაზობთ, რომელთაგან სამ წარმომადგენელს ამ სტატიაშივე შეგიძლიათ გაეცნოთ.

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown CT15212 lobziki

  • ბრენდი CROWN                   
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე 550W
  • ზომა 18mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.9       
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 700-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მტვერსასრუტის ადაპტერი  

Crown-ის დევიზი - მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად, ამ ლობზიკით კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მეტ წილად მოყვარულებზეა გათვლილი, ეს ლობზიკი მარტივად გაუმკლავდება პატარა და საშუალო პროექტებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY-SJ60-RU lobziki

  • ბრენდი STANLEY
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე 600W
  • ზომა 19mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.672 
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 500-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 75mm მეტალი: 10mm

Stanley-ის მაღალი ხარისხის ლობზიკი აუცილებლად გაამართლებს იმ ინვესტიციას, რასაც მასში ჩადებთ. ეს მოდელი ძალიან პრაქტიკულია, რამაც მისი პოპულარობა გამოიწვია ჩვენს საიტზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

Dewalt - DWE249-KS ელ.ბეწვა ხერხი 550W

Dewalt DWE249-KS lobziki

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე 550W
  • ზომა 20mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.66
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-3200min
  • ფუნქციები დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 80mm ფერადი ლითონი: 15mm მეტალი: 10mm

DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის შეგრძნობა კი ამ ბეწვა ხერხით შეგიძლიათ. მისი ყელა დეტალი დახვეწილია და მუშაობა სიამოვნებას მოგგვრით.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება