Lux Garden-ის ტოპ 3 შესაწამლი აპარატი |
Lux Garden-ის ტოპ 3 შესაწამლი აპარატი |
შესაწამლი აპარატის შესაძენად, იდეალური სეზონია. ხელსაწყოს ახლა ძალიან კარგად გამოიყენებთ, რადგან მცენარეებს ყველაზე მეტად შეწამვლა და განსაკუთრებული მოვლა, გაზაფხულზე სჭირდება. სპეციალური აპარატის მეშვეობით კი საქმეს მარტივად და სასიამოვნოდ შეასრულებთ. ინსტრუმენტს ბევრი უპირატესობა აქვს, რამდენიმეზე ბლოგში გიამბობთ. ბოლოს სამი მაღალი ხარისხის ხელსაწყოს განვიხილავთ.
შესაწამლი აპარატები მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტების სიაში გადის. ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ ეს არის. ხელსაწყო გამოყენების მომენტში დისკომფორტს არ შეგიქმნით, პირიქით, აპარატთან ერთად მუშაობა სასიამოვნოც კია. კიდევ ერთი უპირატესობაა სიმსუბუქე. იქედან გამომდინარე, რომ ინსტრუმენტში სითხე უნდა ჩაასხათ, რაც თავისთავად წონას შემატებს, თავად კონსტრუქცია ძალიან მსუბუქია. სწორედ ამიტომ, სითხე ძალიან აღარ ამძიმებს და მაინც კომფორტული გამოსაყენებელია. ასევე, კიდევ ერთი უპირატესობაა კომპაქტური თავი. ამ უკანასკნელის მეშვეობით, შესაწამლი სითხე აპარატიდან მარტივად გადმოდის და დისკომფორტი აღარ გექმნებათ, რადგან სხვა შემთხვევაში მუშაობა გაგიჭირდებოდათ. როცა საქმე ქიმიურ პრეპარატებთან გაქვთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ, ამ საკითხში შესაწამლი აპარატი დაგეხმარებათ.
ბევრნაირი შესაწამლი აპარატი არსებობს და როგორ უნდა განსაზღვროთ, თქვენი საქმისთვის შესაფერისი რომელია? ეს საკმაოდ მარტივი საკითხია. პირველ რიგში, ყურადღება მონაცემებზე უნდა გაამახვილოთ. არსებობს ხელსაწყოები, რომლებსაც დიდი ავზი აქვს, ზოგს პირიქით, პატარა. პირველად სწორედ ამ საკითხზე უნდა კონცენტრირდეთ. თუ დიდი ტერიტორიის შესაწამლად გჭირდებათ, მაშინ რაც შეიძლება ტევადი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. ასე საქმე უფრო გაგიმარტივდებათ. სივრცეს კარგად მოივლით და ყველაფერს თვალის დახამხამებაში თუ ვერა, საკმაოდ მოკლე დროში შეასრულებთ. თუმცა, საშუალო ან მცირე მასშტაბის ტერიტორიისთვის, პატარა ავზიანი ხელსაწყი სრულიად მისაღებია. ასეთი ტიპის ინსტრუმენტები კარგად მუშაობს და მხოლოდ კმაყოფილს გტოვებთ. თუ შესაწამლ აპარატს ეზოსთვის ეძებთ, მაშინ სწორედ ასეთ მცირე ტევადობის ხელსაწყოებს გირჩევთ.
თუ მაღაზიაში მისვლა და რიგში დგომა თქვენი სტილი არ არის, მაშინ Holst.ge-სთან კარგად იმეგობრებთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რათა ყველაფერი დისკომფორტის გარეშე შეიძინოთ. თქვენ არჩევთ, ჩვენ კი სწრაფად მოგვაქვს - ყველაფერი ძალიან მარტივადაა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიწოდება უფასოა. შეძენილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით და რაც მთავარია, საკმაოდ მოკლე დროში, ყოველგვარი დიდხანს ლოდინის გარეშე. ჩვენთან შეგიძლიათ ხელსაწყოები განვადებითაც შეიძინოთ. ეს მეთოდი საუკეთესოა მაშინ, როცა ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ინსტრუმენტი სასწრაფოდ გჭირდებათ. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.
ტრადიციულად, Lux Garden-ი ამჯერადაც საუკეთესო შესაწამლ აპარატს გთავაზობთ. ინსტრუმენტი ყველანაირად გამართული და კარგად მომუშავეა. ხელსაწყოსთან ერთად საქმეს უდარდელად შეასრულებთ. შესაწამლი აპარატი საკმაოდ ტევადია და დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, შესაფრქვევი თავები და ქამარი. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები:
როდის იყო ეს ბრენდი მხოლოდ ერთ ხელსაწყოს გვთავაზობდა?! მეორე მოდელი ოდნავ სხვანაირია. ხელსაწყო ელემენტზე მუშაობს და 16 ლიტრ სითხეს იტევს. ინსტრუმენტს თან ახლავს შესაფრქვევი თავები, დამტენი, ქამარი და ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები:
მესამე შესაწამლი აპარატი წინა ორისგან განსხვავებულია. ხელსაწყოს ლატუნის შესაფრქვევი თავები ახლავს და კიდევ სხვა ნივთებიც, კერძოდ, დამტენი და ქამარი. ამ ბრენდის სამივე ხელსაწყოს, ჩვენ სრულ რეკომენდაციას ვუწევთ, ამიტომ, საბოლოო არჩევანი თქვენზეა.
უპირატესობები: