მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - ჰოპ და ყველაფერი დაკრიალებულია

„ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი“... საოცარი ლექსია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა რამ უნდა ვიკითხოთ: ვინა სთქვა, თითქოს, ლაქებთან, მტვერთან, ჭუჭყთან ბრძოლა დამღლელი და მომაბეზრებელი საქმე უნდა იყოსო? სინამდვილეში, მაღალი წნევის სარეცხი აპარატი ნებისმიერ მსგავს უსიამოვნებას გაუმკლავდება ისე, რომ არც ზედმეტ დროს დაკარგავთ და არც განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ.

თუკი გსურთ, მაღალი წნევის სარეცხი აპარატი შეიძინოთ, მისი გარკვეული მახასიათებლების ცოდნა ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

ჰოდა, შევუდგეთ საქმეს.

ვის სჭირდება მაღალი წნევის სარეცხი აპარატი?

მოკლედ, როცა ასეთი აპარატი გაქვთ, ერთს „მიაკერხერებთ“ მანქანა იქნება, ხალიჩა თუ ეზო და ჰოპ, ყველაფერი დაკრიალებულია.

და ვის სჭირდება ეს აპარატი, კერხერი რომ აქვს ზოგად სახელად?

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი უამრავ დავალებას გაუმკლავდება, რაც დასუფთავებას ეხება, რასაკვირველია, მათემატიკის და გრამატიკის დავალებები ახლოს არ გააკაროთ...

მოკლედ, ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდება, თუმცა, პირველ რიგში, მაინც ავტომობილის მფლობელს სჭირდება, განსაკუთრებით, უგზოობაში სიარულის მოყვარულს - აპარატი მანქანას ნებისმიერ ჭუჭყს სწრაფად და მარტივად მოაშორებს.

დიდად კმაყოფილს დატოვებს მაღალი წნევის სარეცხი აპარატი მასაც, ვისაც აგარაკზე ყოფნა უყვარს - ფარდული იქნება, ფანჩატური, ფილაქანი თუ ნებისმიერი რამ, ყველაფერი აქაც იოლად მოგვარდება.

ვისაც სახლის ეზოში ქათმები, ინდაურები, იხვები ჰყავს, თქვენი მოწონებული, მოსვრილ ეზოს უმალ დაასუფთავებთ.

ხალიჩაა გასარეცხი? ღობე? კედლები ან ვერანდა?

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - ჰოპ და ყველაფერი დაკრიალებულია.

რა თქმა უნდა, ყველა ჩამოთვლილი სამუშაოს შესრულება ჩვეულებრივი შლანგითაც მოხერხდება, მაგრამ მაღალი წნევის სარეცხი აპარატი გაცილებით ეფექტიანია და იმიტომაც გამოიგონეს, თორემ ბავშვობაში რამდენს გეხვეწებოდათ ხოლმე მამა - წადი მანქანა გარეცხე და „მაროჟნის“ ფულს მოგცემო, არ გახსოვთ?!

აპარატის ძირითადი მახასიათებლები

მაღალი წნევის სარეცხი აპარატის ეფექტიანობა, დიდწილად სიმძლავრეზეა დამოკიდებული, მაქსიმალურ წნევაზე, რომლითაც იგი წყლის გამოსროლას ახდენს.

სარეცხი აპარატის სიმძლავრე დასუფთავების სიჩქარესა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. ელექტრო აპარატებში ეს მახასიათებელი ვატებით იზომება, ბენზინის ვერსიებში - ცხენის ძალებით. საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ელექტრო სარეცხი აპარატი საკმარისზე მეტია და ჩვენც სწორედ მასზე ვისაუბროთ.

- ნაკლებად მძლავრი მოდელი 1800 ვატამდე. გამოსადეგია ბაღის ინვენტარის, ავეჯის, ველოსიპედების რეცხვისთვის;

- საშუალო სიმძლავრე 1800-2500 ვატამდე. ასეთი მოდელი წარმატებით უმკლავდება კედლების, ბილიკების, მოტობლოკებისა და მსუბუქი ავტომობილების რეცხვას;

- მაღალი სიმძლავრე 2500 ვატიდან. ასეთი აპარატით რამდენიმე დიდი მანქანის გარეცხვაც შეიძლება. ტროტუარების და ღობეების დასუფთავება ხომ საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

რას ნიშნავს მაქსიმალური და სამუშაო წნევა?

წნევა წყლის ნაკადის ძალას განსაზღვრავს. მაჩვენებელი ბარებით განისაზღვრება. რაც უფრო მაღალია წნევა, მით სწრაფი და ეფექტიანია ზედაპირის რეცხვის პროცესი.

ჩვეულებრივი შემთხვევებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ავტომობილის, ეზოს ავეჯის, აუზების, ტერასების, ბილიკების, ფასადების რეცხვა, საკმარისია მაღალი წნევის სარეცხი აპარატი მაქსიმალური წნევით 160 ბარამდე. თუმცა, თუკი უფრო რთულ ზედაპირებთან გაქვთ შეხება და დიდი მასშტაბის სამუშაოა ჩასატარებელი, წნევის მაჩვენებელი 160 ბარზე მეტი უნდა იყოს.

გეტყვით იმასაც, რომ წნევაზე პასუხისმგებელია პომპა, რომელიც აპარატის შიგნით არის განლაგებული. წნევის ქვეშ, წყალი პომპიდან შლანგში ინაცვლებს, საიდანაც უკვე პისტოლეტში ხვდება, შემდეგ კი მტვერსა და ჭუჭყს მუსრს ავლებს.

ყველაზე გამძლე პომპები ლითონისგან მზადდება, იქნება ეს ალუმინი, სილუმინი თუ თითბერი.

გარდა ამისა, წნევაზე საქშენიც მოქმედებს, რომელიც სარეცხი აპარატის პისტოლეტზეა დამაგრებული. მაქსიმალური წნევა - ეს არის ყველაზე წვრილი ჭავლის ნაკადია, სხვა დანარჩენი - სამუშაო წნევაა.

Holst.ge-ზე მაღალი წნევის სარეცხი აპარატის განსხვავებული მოდელების შეძენა შეგიძლიათ, რომელთაგან რამდენიმეს მონაცემების გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

TOLSEN TOL2125-79589 მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 1700X135BAR

Tolsen kerxerxi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 1700W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799061
  • წონა (კგ) - 8.35
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 135 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული + ქაფის ავზი+კონექტორი+ადაპტერი
  • წარმადობა - 5 l/m

CROWN CT42023 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 150bar

Crown kerxerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 2000W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420749
  • წონა (კგ) - 12.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 150 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული
  • წარმადობა - 7.8 l/m
  • ფუნქციები - ქაფის ავზით

Schpindel LT707K-2400B მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 195 bar

Schpindel kerxerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
  • სიმძლავრე - 2400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 9000761996964
  • წონა (კგ) - 15.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 130-195 bar
  • კომპლექტაცია - სტანდარტული
  • წარმადობა - 6.5-7.5 l/m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება