ავტომობილი გასარეცხია, ხალიჩა გასარეცხია, არც ფარდაგია საუკეთესო მდგომარეობაში, თქვენ კი სამრეცხაოებში წასვლისა და იქ რიგში დგომის არც დრო გაქვთ და არც სურვილი? პრინციპში, გამოსავალი აქაც არსებობს, თანაც - საკმაოდ მარტივი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი გჭირდებათ, რომლითაც დაზოგავთ დროსაც, ნერვებსაც და პერსპექტივაში - სოლიდურ თანხასაც.
Holst.ge-ზე მაღალი წნევის სარეცხი აპარატი, რაღა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია და არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანი გახლავთ - ვგულისხმობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას დაწყებული საშუალო სიმძლავრიდან, საკმაოზე მეტად მძლავრი მოდელებით გაგრძელებული და ისეთით დამთავრებული, ხანგრძლივ მუშაობასაც რომ იოლად გაუმკლავდება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ Holst.ge-ზე შეიძენთ მაღალი წნევის სარეცხ აპარატს როგორც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ისე - ავტოსამრეცხაოებისთვის.
როგორ შეარჩიოთ მაღალი წნევის აპარატი, რომელსაც ხშირად, ზოგადი სახელით - კერხერი - მოვიხსენიებთ ხოლმე, სწორედ ამ საჭირო დეტალებზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.
- რა არის მაღალი წნევის სარეცხი აპარატი და როგორია მისი მუშაობის პრინციპი?
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირიდან ჭუჭყის, მტვრის, ლაქებისა და სხვა სახის ნარჩენების მოსაშორებლად.
მუშაობის პრინციპი კი ასეთია: წყალი რეზერვუარიდან გადადის პომპაში, საიდანაც უკვე მაღალი წნევის პისტოლეტში ხვდება, რომლის სიმძლავრის კონტროლიც იმის მიხედვით შეიძლება, როგორი ტიპის ზედაპირია გასასუფთავებელი. შესასხურებელი თავაკი საშუალებას იძლევა, არეგულიროთ წყლის მიმართულება და სხვადასხვა ფორმის ჭავლით სასურველი შედეგი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე მიიღოთ.
- ვის სჭირდება მაღალი წნევის სარეცხი აპარატი?
ამ კითხვას მოკლედ თუ ვუპასუხებთ, კერხერი ყველას სჭირდება, თუმცა, მაინც ჯობია, პასუხი განვავრცოთ: მაღალი წნევის სარეცხი აპარატი სჭირდება, მაგალითად, ავტომობილისტებს, ველოსიპედისტებს, აგარაკების პატრონებს, მებაღეებს და მოკლედ, ყველას, ვისთვისაც სისუფთავე საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
სად და რისთვის გამოიყენება:
- შენობების კედლები და სხვენები, კიბეები;
- ბაღების ბილიკები, ღობე და ჭიშკარი;
- აგარაკის ინვენტარი და ინსტრუმენტები;
- ტერასები და აივნები, გარე ავეჯი;
- ხალიჩები და ფარდაგები;
- ავტომობილი, მოტოციკლი, ველოსიპედი...
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაღალი წნევის სარეცხი აპარატის შეძენისას: სპეციალისტების რჩევები
- სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით ძლიერია წყლის ნაკადი და ამდენად, მით სწრაფად შეიძლება ზედაპირის გასუფთავება. სტანდარტული სიტუაციებისთვის 1400-1800 ვატიანი სიმძლავრე აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა, სერიოზულ დაბინძურებასთან გასამკლავებლად 3000 ვატი უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.
- წნევა - პრინციპში, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. რაც უფრო მაღალია წნევა, მით დიდი ძალით იმოქმედებს ჭავლი ზედაპირზე. ავტომობილისთვის, მაგალითად, 120-150 ბარი გამოდგება. უფრო დაბალი მაჩვენებლის მქონე აპარატი ჭუჭყსა და ლაქებს საკმარისად ეფექტიანად ვერ გაუმკლავდება, ხოლო უფრო მაღალი - საღებავს დააზიანებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აპარატი საშუალებას იძლევა, წნევა არეგულიროთ. მაგალითად, როცა ბამპერიდან და ტროტუარიდან მხოლოდ მტვრის მოშორებაა საჭირო, ან გნებავთ, ყვავილები უნდა მორწყოთ ან ძაღლი დაბანოთ, 20-25 ბარი აბსოლუტურად საკმარისია.
- წყლის ხარჯი - არც ისე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა საათში 350-400 ლიტრის ხარჯვა. ასეთი მაჩვენებლის მქონე მოწყობილობა გამოდგება ავტომობილისა გასარეცხად და აგარაკის ეზოს სუფთად შენარჩუნებისთვის. რაც შეეხება შენობის ფასად ან უფრო დიდ ტერიტორიას, უმჯობესია, შეარჩიოთ მოდელი, საათში 400-600 ლიტრის მოხმარებით.
- შლანგის სიგრძე - რაც უფრო გრძელია შლანგი, მით მეტად მოშორდებით კვების წყაროს. შლანგის სტანდარტული სიგრძე 6 მეტრი გახლავთ.
- ფილტრი - ფილტრის ქონა საშუალებას მოგცემთ, მაგალითად, ჭის წყალი გამოიყენოთ.
- სარეცხი საშუალების დამატების საშუალება - როგორც გითხარით, Holst.ge-ზე მაღალი წნევის სარეცხი აპარატების მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის, როგორც სტანდარტული კომპლექტაციის მქონე, ისე - აპარატი ინტეგრირებული ქაფით ავზით.
- მანევრირება - დიდი ბორბლების მქონე აპარატები ბევრად მოსახერხებელია მიწის ნაკვეთის შორეულ ადგილებში გადასატანად, თუნდაც არათანაბარ ზედაპირებზე.
თავად მაღალი წნევის სარეცხი აპარატის გარდა, Holst.ge-ზე შეიძენთ ამ დანადგარისთვის საჭირო ფილტრებს, შლანგებს, საქშენებს, ჯაგრისებს და არასასურველ ნარჩენებსა თუ ლაქებს საკუთარი ხელითაც, იოლად გაუმკლავდებით.
Schpindel SPW1700 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 145bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 1700W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991112
- წონა (კგ) - 6.67
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 145 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული
- წარმადობა - 7 l/m
Schpindel SPW1900 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 155bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 1900W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991129
- წონა (კგ) - 9.14
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 155 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
- წარმადობა - 7 l/m
Schpindel SPW2400 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 190bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 2400W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991136
- წონა (კგ) - 9.33
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 190 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
- წარმადობა - 7.5 l/m