მაღალხარისხიანი ბეწვა ხერხები

ბეწვა ხერხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გამოყენებადი ხელსაწყოა ბაზარზე. ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელია, როგორც ხეზე, ასევე მინაზე, კერამიკულ ფილაზე და თხელ ლითონზე მუშაობა. ის პრაქტიკულია ისეთი სამუშაოების დროს როგორიცაა მაგალითად, სახლში რემონტის პერიოდში ლამინატის დაჭრა ან თაბაშირ-მუყაოს დამუშავება. მისი გამოყენებით მარტივდება გამოჭრა, გაჭრა ან სასურველი ფორმის მიცემა ამა თუ იმ მასალაზე თუნდაც სახლში, სამოყვარულო დონეზე.

Crown დაბალანსებული ბეწვა ხერხი

DeWalt უმაღლესი ხარისხის ბეწვა ხერხი

Stanley მაღალი ხარისხისა და სიმძლავრის ბეწვა ხერხი

ლობზიკის ყიდვისას გასათვალისწინებელია: სიმძლავრე, სიხშირე, დამჭერი მექანიზმის ხარისხი, ერგონომიკა.

სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი მით უფრო სქელი და მკვრივი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. პროფესიონალურ მოდელებში გვხვდება 0.7-დან 1.5 კვტ-მდე სიმძლავრის ლობზიკები, ხოლო საშინაო საჭიროებისათვის 0.5-0.7 კვტ სიმძლავრე.

ლობზიკის ხარისხი დამოკიდებულია დამჭერის მექანიზმზე თუ რამდენად მარტივია ის. იაფიან მოდელებში გვხდება ნაკლებხარისხიანი დამჭერებიც რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა ხის ფილები დაიჭრას არაზუსტად და არათანაბრად.  ამავდროულად, სამუშაოს სუფთად შესრულებისთვის მნიშვნელოვანია სახელურები. უპირატესობა ენიჭება ოდნავ მოღუნულ სახელურებს, ვინაიდან ისინი მეტად პრაქტიკულია.

ლობზიკებს განასხვავებენ სიმძლავრის, ზომის, წონის, ბრუნვის სიჩქარის, მუშაობის სიღრმის შესაბამისად. ამდენად, ლობზიკის არჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისიწნოთ შესასრულებელი საქმის სპეციფიკა და ტიპი. ლობზიკი არ უნდა იყოს იმდენად პატარა რომ გართულდეს მისი ხელში დაჭერა. ამავდროულად, დიდი ზომის ლობზიკიც თავის მხრივ რთულია მანევრირებისათვის. რაც უფრო ხშირად მოიხმართ ლობზიკს მით მეტად გაიზრდება მისი სიცოცხლის უნარიანობის ცვეთა. ასე რომ თუ თქვენ გჭირდებათ ისეთი ლობზიკი რომელსაც დიდი დატვირთვა ექნება, სასურველია შეიძინოთ პროფესიონალური, მაღალხარისხიანი ლობზიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო გახდება მისი თავიდან შეძენა რაც გაზრდის თქვენს ხარჯს.

სასურველი ლობზიკის შეძენა შესაძლებელია ჩვენს საიტზე Holst.ge-ზე. იგი აერთიანებს თქვენთვის საჭირო ხელსაწყოებს.

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown lobziki

  • ბრენდი -  CROWN
  • პროდუქტის ტიპი -  ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 550W
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420671
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი   
  • ბრუნვის სიჩქარე 700-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

CROWN გამოირჩევა მაღალი ხარისხიანი ხელსაწყოების წარმოებით. ამავდროულად მისი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება შეიძინოთ. ამ ბრენდის ლობზიკები  გამძლეობითა და სიცოცხლის ხანგრძლივობით იწონებს თავს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარხისხი

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 650W
  • ზომა -20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.38
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min
  • ფუნქციები დახრის კუთხე - 0° - 45° 
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm   
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი         

DeWalt-ის ბეწვა ხერხი ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია. ვინაიდან , იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და სანდოობით. მისი გამოყენება შესაძლებელია და თანაბრად გამოსადეგია როგორც სახლის ასევე საამქროს საქმიანობისათვის. DeWalt  პროფესიონალების საყვარელი ბრენდია რადგან ის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ლობზიკებს. მისი გამძლეობა მრავალ წელზეა გათვლილი. DeWalt-ის ბეწვა ხერხის უპირატესობები:

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • მაღალი საიმედოობა;
  • რბილი დაწყება;
  • მრავალფუნქციურობა
  • სიმძლავრე;
  • მტვერსასრუტთან მიერთების შესაძლებლობა;
  • გრძელი დენის კაბელი
  • ლობზიკი DeWALT იდეალურია სახლისა და პროფესიონალური გამოყენებისათვის

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

STANLEY lobziki

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 2.672
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min
  • ფუნქციები ხერხვის კუთხე - 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე ხე: 75mm მეტალი: 10mm

Stanley-ის პოპულარობა განპირობებულია მისი დაბალანსებული ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით. ამიტომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია საქართველოში, და მოთხოვნადი ჩვენს საიტზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება