მაღალხარისხიანი დამაგრძელებლები Linus-ისგან

რას აკეთებთ, როცა თქვენი ელექტრო მოწყობილობის კაბელი კვების წყაროს არ წვდება? ამ პრობლემის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტაა გამოიყენოთ დამაგრძელებელი და ასე დაუკავშიროთ თქვენი მობილური ტელეფონი კვების წყაროს, მაშინ, როცა სიახლეებს ან ტიკტოკის გინდათ პარალელურად თვალი ადევნოთ.

თუმცა დამაგრძელებელს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებოდ, არამედ ინდუსტრიულ საქმიანობებშიც უდიდესი გამოყენება აქვს.

რამდენჯერ დამდნარა თქვენი დამაგრძელებლები, როცა მძლავრი მოწყობილობა - ფენი, ან ინდუსტრიული ხელსაწყო შეგიერთებიათ?

დამაგრძელებელი რომელიც მარტივად დნება, ან მწყობრიდან გამოდის, მის დაბალ ხარისხზე მიუთითებს და შესაძლოა ელექტროობის ან თუნდაც ადამიანების დაზიანებაზე იყოს პასუხისმგებელი.

არადა რა მარტივი მოწყობილობაა დამაგრძელებელი არა? ალბათ მაქსიმუმ სამი რამ მოეთხოვება:

  • გამძლეობა - საყოფაცხოვრებო ნივთები გამძლე უნდა იყოს, არ უნდა ზიანდებოდეს მარტივად, რადგან ყოველდღიურობაში ხშირია რაიმეს დავარდნა, ფეხის წამოკვრა და ა.შ. ასე რომ, შესაძლოა გამყიდველის მიერ ნაქები დამაგრძელებელი, ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიწიროს.
  • ხარისხი - ზემოთ უკვე ვახსენეთ ის უხარისხო დამაგრძელებლები ოდნავ მძლავრი მოწყობილობის ჩართვისას რომ ნელ-ნელა სევდიანად ჩამოდნებიან ხოლმე. პლასტმასი, თუ მას შესაბამისი მინარევები არ აქვს, მარტივად დნება ტემპერატურის ოდნავ მომატებაზეც კი. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხიანი დამაგრძელებელი არის მაღალხარისხიანი მასალისგან დამზადებული დამაგრძელებელი, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ რელევანტურ დატვირთვას.
  • პრაქტიკულობა - რამდენჯერ გითქვამთ - სულ რამდენიმე სანტიმეტრიც და შევაერთებდი? ან მოწყობილობა კი დაგიკავშირებიათ კვების წყაროსთან, მაგრამ დამაგრძელებელი ჰაერში იყო და ირგვლივ ყველას უნდა სცოდნოდა, რომ შემთხვევით არ გამოერთო სიმწრით შეერთებული ნაწილები ერთმანეთისგან.

რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, კარგი დამაგრძელებელი არც თუ ისე მარტივი საპოვნელია, რადგან სწორედ მისი მარტივი სქემის გამო, მას უამრავი პატარა კომპანია ამზადებს ფარეხებში.

დიდ კომპანიებს კი (ისეთი როგორიც Linus) საწარმოო პროცესები უმაღლეს დონეზე ყავთ აყვანილი. ამზადებენ საუკეთესო მასალისგან, ითვალისწინებენ უსაფრთხოების წესებს და დამაგრძელებელს ხდიან მაქსიმალურად კომპაქტურს და პრაქტიკულს.

LINUS

თუ ჯერ კიდევ არ ამ კომპანიის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი გიგანტია ელექტრო მოწყობილობების, გაყვანილობებისა თუ ნებისმიერი წვრილმანის ბაზარზე, დროა ახლა გაიცნოთ. LINUS უკვე ნახევარი საუკუნეა რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, მუდმივად უწყობდა ფეხს ტექნოლოგიურ პროცესებს, აწარმოებდა საუკეთესოს და ამით მოიპოვა ღირსეული ადგილი და უდიდესი წილი ბაზარზე.

Holst.ge სწორედ Linus-თან თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. ჩვენ, ამ კომპანიის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი ვართ საქართველოში. ჩვენთან Linus-ის არა მხოლოდ დამაგრძელებელი, არამედ თითქმის ნებისმიერი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს.

Linus SOC17-4347 დამაგრძელებელი უკაბელოდ 3 ჩამრთველიანი

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - უსადენო           
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3         
  • სადენის სიგრძე (მ2) - უსადენო       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ამპერი - 10A
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი                 
  • წონა (კგ) - 0.1

ეს არის სტანდარტული დამაგრძელებელი, რომელსაც არ მოყვება კაბელი. დამაგრძელებელი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, არის გამძლე და ხარისხიანი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

Linus SOC39 - 5217 დამაგრძელებელი 3-ადგილიანი 2 მტრ კაბელით

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS         
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული           
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3         
  • სადენის სიგრძე (მ2) - 2
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75   
  • ამპერი - 10A
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

კიდევ უფრო მაღალი ხარისხისა და გამძლეობის მქონე დამაგრძელებელი თუ გინდათ შეიძინოთ, მაშინ ამ მოდელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ეს დამაგრძელებელი კაბელითაა და არ დაგჭირდებათ ზედმეტი გარჯა გამოსაყენებლად.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კაბელით

Linus SOC22-8546 დამაგრძელებელი დენის ფილტრით 1,5მX3ჩამრ.დამიწებით,ჩამრთველით

Linus damagrdzelebeli denis filtrit

  • ბრენდი - LINUS         
  • პროდუქტის ტიპი - დენის ფილტრით       
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3         
  • სადენის სიგრძე (მ2) - 1.5
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1         
  • ამპერი - 16A
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.4

თუ ისეთი დამაგრძელებელი გინდათ შეიძინოთ, რომელიც თქვენს ელექტრო მოწყობილობებს ძლიერი ან პირიქით, დაბალი დენის მოწოდებისას დაიცავს, ეს დამაგრძელებელი შეიძინეთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • დენის ფილტრი
  • კაბელით

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება