მაგიდის სანათები დახვეწილი დიზაინით

მაგიდის სანათი არა მხოლოდ საჭირო ნივთია, რომელიც მუშაობაში გვეხმარება, არამედ ოთახის და მაგიდის დეკორაციის ნაწილია. ხშირად სწორედ წვრილმანები ქმნიან დიდ განსხვავებას, მაგალითად როგორც მინიატურული საყურე, რომელიც ელეგანტურობას ანიჭებს თქვენს საერთო ჩაცმულობას, ან კიდევ საათი, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილს გაჩენთ. იგივეა მაგიდის სანათები.

მაგიდის სანათი, პირველ რიგში, ემსახურება ოთახისა თუ მაგიდის განათებას. ხშირად მათ განათავსებენ საწოლის გვერდითა მაგიდაზე, თუ არა და საწერ მაგიდაზე, კითხვისთვის სინათლის უზრუნველსაყოფად. მაგიდის სანათი არის ის დეტალი, რომელიც სცილდება მხოლოდ უბრალო დეკორაციას, რადგან ის ასევე არის ძალიან სასარგებლო ნივთი, რომელიც აადვილებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორც დეკორატიულ ელემენტს, მაგიდის სანათი გამოირჩევა ბევრი სარგებლით, რადგან მისი შეხამება შესაძლებელია ჭერის ნათურასთან სასიამოვნო ეფექტის მისაღწევად.

რატომ უნდა შეიძინოთ მაგიდის სანათი?

მაგიდის სანათები ძალიან მოსახერხებელია მუშაობისთვის, რადგან მათ კაბელზე მიმაგრებული აქვს გადამრთველი. თუ მაგიდის სანათის დადგა საძინებელში გსურთ და გაქვთ დიდი ან თუნდაც ორ ადგილიანი საწოლი, ოთახის საერთო განათება, შესაძლოა პარტნიორს ხელს უშლიდეს, ამიტომ მაგიდის სანათი ნამდვილად გამოგადგებათ ძილის წინ კითხვის დროსაც.

მაგიდის სანათები ასევე ძალიან მოსახერხებელია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან გადამრთველი საკმარისად ახლოს იქნება საწოლთან ისე, რომ მარტივად ჩაირთოს და გამოირთოს. საჭიროების შემთხვევაში გადამრთველი შეიძლება საწოლის თავზეც კი განთავსდეს.

მაგიდის სანათის ფორმისა და დიზაინის მიხედვით , ის ანათებს ოთახის კონკრეტულ ზონას. მაგიდის სანათი იდეალურ გარემოს ხდის კითხვისთვის , რადგან თუ ის საძინებლის ღამის უჯრის კიდეზეა განთავსებული, თქვენს ხელში წიგნს გაანათებს. მაგიდის სანათი ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ძილის წინ ცოტა წაიკითხოს ან გადაამოწმოს ზოგიერთი დოკუმენტი ვინმეს შეწუხების გარეშე.

გარდა ამისა, თუ მაგიდის სანათს შემოატრიალებთ, გექნებათ განათების არაპირდაპირი წყარო, რაც ნათურას მართლაც მრავალმხრივ აქსესუარად აქცევს. ამ მიზეზით, მაგიდის სანათები თითქმის ყველა სახლის საძინებელში უნდა იყოს.

LEDEX-72131 მაგიდის სანათი Moard შავი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX                   
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz     
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - შავი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 0.55

სტანდარტული, აწ უკვე რეტრო დიზაინის მქონე მაგიდის სანათი ძალიან დახვეწილი და პრაქტიკულია როგორც მოსწავლისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი

LEDEX-72132 მაგიდის სანათი Robotop შავი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX                   
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz     
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - შავი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.45

თუ ადვილად მანევრირებადი მაგიდის სანათი გინდათ მაშინ ეს Robotop მოდელი ძალიან მოგეწონებათ. ის ძალიან მოქნილი მაგიდის სანათია და მასთან მდებარე ყველა ობიექტს მარტივად გაანათებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მანევრირებადი

LINUS LED-02678 მაგიდის სანათი თეთრი 6W 2700-6500K

LINUS LED magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 550 lm       
  • ტიპი - LED
  • კორპუსის ფერი - თეთრი
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი  A+
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) – 6

თუ დახვეწილი დიზაინი თქვენთვის უმთავრესია მაშინ გადაწყვეტილების მიღებაც მარტივია ამ მოდელზე, რომელიც ძალიან ლამაზი და ელეგანტურია, ამასთან ძალიან პრაქტიკულიც.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დახვეწილი დიზაინი

LINUS LED-02647 მაგიდის სანათი შავი 7W 2700-6500K

LINUS magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 580 lm
  • ტიპი - LED
  • კორპუსის ფერი - თეთრი
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • წონა (კგ) - 1.55
  • სიმძლავრე (W) – 6

თუ თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარული ხართ და ასევე თანამედროვე დიზაინი მოგწონთ, ეს მაგიდის სანათი თქვენთვისაა.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • დიზაინი
  • გამძლეობა
  • ეკონომიურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება