| მაგიდის სანათების უამრავი უპირატესობა უნდა გაგაცნოთ |
| მაგიდის სანათების უამრავი უპირატესობა უნდა გაგაცნოთ |
- არ სჭირდება დიდი სივრცე;
- მარტივად შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;
- ავსებს და ამშვენებს ინტერიერს;
- გვეხმარება მუშაობასა და მოდუნებაში;
- საშუალებას გვაძლევს, ოთახი განსხვავებული, მრავალფეროვანი განათებით გავალამაზოთ...
ასე და ამგვარად, ავდექით და ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე, პირდაპირ იმ უპირატესობების ჩამოთვლით დავიწყეთ, რითაც მაგიდის სანათები გამოირჩევა. რაც მთავარია, ეს არის პლუსების მხოლოდ მცირე ნაწილი, მაგრამ ალბათ, საკმარისი, რომ ჩინებული წარმოდგენა შეგვექმნას.
რასაკვირველია, გაგრძელება უფრო დეტალური გვექნება და უფრო მეტად ჩავუღრმავდებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, ის ამბავი, რას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა მაგიდის სანათი გვაქვს შესარჩევ-შესაძენი.
მაშ, რაღა დაგვრჩენია, საქმეს შევუდგეთ.
ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ.
სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, ეს უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პლაფონის ფორმა და ფერი - საწერ მაგიდასთან სინათლე არ უნდა იფანტებოდეს, ის ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ ადგილზე. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონუსის ფორმის მქონე ან თანამედროვე ვარიანტები წაგრძელებული პლაფონით. რაც შეეხება ფერს, გამოცდილება აჩვენებს, რომ ნათელი ფერების არჩევა არც ისე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
კონსტრუქცია - მოსწავლის მაგიდის სანათი აუცილებლად რთული კონსტრუქციის უნდა იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს რეგულირება, სიმაღლისა თუ ადგილის შეცვლა და ასე შემდეგ. მოძრავი შტატივი საშუალებას იძლევა, სანათი ბავშვმა ისე მოირგოს, როგორც თავად მოისურვებს, აკონტროლოს ნათების დაცემის კუთხე, მიმართულება და მოკლედ, მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას.
მასალა - შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: მასალა ხარისხიანი უნდა იყოს! ეს ეხება როგორც პლაფონს, ისე შტატივს, სადენს და მოკლედ, პრაქტიკულად, ყველა დეტალს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც იმას უნდა დაუთმოთ, რამდენად გათვალისწინებულია მასალის თერმო მდგრადობა, რათა არ დადნეს, დეფორმაცია არ განიცადოს და ყველაზე მნიშვნელოვანი - არ აალდეს!
რეოსტატი - ეს არის სინათლის სიმძლავრის რეგულატორი. მოწყობილობის მის გარეშე გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ რეოსტატი მაინც სასურველია, რადგან ხელს უწყობს განათების დონის უფრო ზუსტ რეგულირებას, დღის მონაკვეთის ან საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე.
გაბარიტები - მაგიდის სანათი ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს და დეტალები არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი, რათა მოსწავლეს ხელი არ შეეშალოს.
სადენის სიგრძე - სადენის სიგრძე ისე უნდა შეირჩეს, რომ არ იყოს დაჭიმული, ან პირიქით, არ აიხლართოს.
ცივი ნათება - საკმაოდ სპეციფიკურია და მუშაობა ასეთ პირობებში ყველასთვის კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან, ცისფერი სპექტრი მხედველობისთვის არც ისე სახარბიელოა. მეორე მხრივ, მცირე დეტალებთან მუშაობისას, ცივი ნათება უკეთ კონცენტრირებაში გვეხმარება.
ნეიტრალური ნათება - მუშაობისთვის ოპტიმალურია. ოფისებში ხშირად სწორედ ნეიტრალური თეთრი ნათების მქონე განათებას ირჩევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლები ბევრად კონცენტრირებულები არიან.
თბილი ნათება - თვალებისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, მისაღებია მაგიდის სანათებისთვისაც. ერთი კია, ასეთი შეფერილობა უფრო მომადუნებელია და შესაძლოა, სამუშაოზე კონცენტრირება ნაკლებად კომფორტული გახდეს.
სამუშაო მაგიდისა თუ მერხისთვის სამაგიდო სანათები შემდეგი პარამეტრების მიხედვით უნდა შეირჩეს:


