სულაც არ იქნება გადაჭარბებით ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ მაგიდის სანათი უაღრესად საჭირო ნივთია. ახლა დადებითი მხარეების ჩამოთვლა დავიწყოთ: ანათებს სამუშაო ადგილს და თვალებს გადაღლისგან იცავს, ქმნის პრივატულ, ძალიან მყუდრო ატმოსფეროს და ამშვენებს ინტერიერს.
სიმყუდროვის, მრავალფეროვნებისა და სილამაზის მოყვარულების გასახარად, მაგიდის სანათები იმდენად ბევრნაირია, იმდენად დიდია არჩევანი, ყველაზე პრეტენზიულ ადამიანსაც კი მისცემს საშუალებას, თავი ჩინებულად იგრძნოს.
განსაკუთრებით კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ Holst.ge, სხვა დანარჩენის პარალელურად, მაგიდის სანათების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და არც იმაზე დაგზარდებათ, კონკრეტული რჩევები მოგცეთ - როგორც შეარჩიოთ, რას მიაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ.
რისთვის არის საჭირო მაგიდის სანათი?
ზოგადად, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგიდასთან მუშაობისას და არა მხოლოდ იქ, განათების ნაკლებობას განვიცდით. 
რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი არც ისე სახარბიელოა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შრომისუნარიანობა დაგვიქვეითოს, მხედველობაზე ახდენს უარყოფით გავლენას. სამწუხაროდ, სამუშაო ადგილის საკმარისი განათებით უზრუნველყოფა ხშირად არც ისე ადვილია. 
მაინც, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია სწორად შერჩეულ მაგიდის სანათს? ახლავე დავაკონკრეტებთ: შევინარჩუნებთ მხედველობას, შევეჩვევით მაგიდასთან სწორად ჯდომას, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ხერხემლის გამრუდების რისკებს, უკეთ შევძლებთ დეტალებზე ფოკუსირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
როგორ უნდა შეარჩიოთ მაგიდის სანათები მუშაობისა და სწავლისათვის?
სამუშაო მაგიდისა თუ მერხისთვის სამაგიდო სანათები შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეარჩიეთ:
- კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ საჭირო სიმაღლე და განათების კუთხე;
- ყურადღება მიაქციეთ ნათურის ვაზნას, ე.წ. პატრონას. უმჯობესია, იყოს კერამიკული, რომელიც გახურებას უკეთ უძლებს;
- ბავშვებისთვის რეკომენდებულია ისეთი სინათლის წყარო, რომელიც თბილ განათებას გამოსცემს;
- მხედველობისთვის ყველაზე კომფორტულია ზომიერი სინათლე. ამასთან, სხივები უნდა ეცემოდეს ფართო კუთხით, რათა მთელი ზედაპირი გაანათოს;
- სადენის (შნურის) სიგრძე - ამ უნდა გახსოვდეთ, რომ სანათი უნდა განათავსოთ თქვენი „სამუშაო ხელის“ საპირისპიროდ (ცაციებისთვის - მარჯვნივ, მემარჯვენეებისთვის - მარცხნივ).
რას მივაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შეძენისას?
- პლაფონის ფორმა და ფერი - საწერ მაგიდასთან სინათლე არ უნდა იფანტებოდეს, ის ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ ადგილზე. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონუსის ფორმის მქონე ან თანამედროვე ვარიანტები წაგრძელებული პლაფონით.
- კონსტრუქცია - მაგიდის სანათი აუცილებლად რთული კონსტრუქციის უნდა იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს რეგულირება, სიმაღლისა თუ ადგილის შეცვლა და ასე შემდეგ. მოძრავი შტატივი საშუალებას იძლევა, სანათი ისე მოვირგოთ, როგორც მოგვესურვება.
- მასალა - შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: მასალა ხარისხიანი უნდა იყოს! ეს ეხება როგორც პლაფონს, ისე შტატივს, სადენს და მოკლედ, პრაქტიკულად, ყველა დეტალს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც იმას უნდა დაუთმოთ, რამდენად გათვალისწინებულია მასალის თერმო მდგრადობა, რათა არ დადნეს, არ დეფორმირდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი - არ აალდეს!
- რეოსტატი - ეს არის სინათლის სიმძლავრის რეგულატორი. მოწყობილობის მის გარეშე გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ რეოსტატი მაინც სასურველია, რადგან ხელს უწყობს განათების დონის უფრო ზუსტ რეგულირებას, დღის მონაკვეთის ან საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე.
- გაბარიტები - მაგიდის სანათი ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს და დეტალები არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი, რათა მოსწავლეს ხელი არ შეეშალოს.
- სადენის სიგრძე - სადენის სიგრძე ისე უნდა შეირჩეს, რომ არ იყოს დაჭიმული, ან პირიქით, არ აიხლართოს.
Linus LSH-74419 მაგიდის სანათი

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ვაზნის ტიპი - E14
- სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
- კორპუსის ფერი - შავი
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 4869321874419
- წონა (კგ) - 0.95
- სიმძლავრე (W) - 5
Linus LSH-74563 მაგიდის სანათი

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ვაზნის ტიპი - E27
- სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
- კორპუსის ფერი - შავი
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 4869321874563
- წონა (კგ) - 0.95
- სიმძლავრე (W) - 40
Linus LSH-74488 მაგიდის სანათი

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ვაზნის ტიპი - E27
- სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
- კორპუსის ფერი - შავი
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 4869321874488
- წონა (კგ) - 0.95
- სიმძლავრე (W) - 40