მაგიდის სანათი - ის, რაც ყველას უნდა ჰქონდეს

როგორც იქნა, კომფორტული ადგილი იპოვეთ და წიგნი პირველ გვერდზე გადაშალეთ. დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი კარგად იკითხება, მაგრამ შემდეგ ფურცელზე ვითარება იცვლება. თვალები ფართოვდება და ნერვული სისტემა ღიზიანდება. რაღაც რიგზე ვერ არის. ყველაზე მტანჯველი მომენტი კი ახლაა, როცა ადგილი უნდა შეიცვალოთ. დიახ, ამ უსიამოვნების მიზეზი არასაკმარისი განათებაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მაგიდის სანათი დაგჭირდებათ. ამის შემდეგ კი ხელს მართლა ვერაფერი შეგიშლით. რაც მთავარია, განათება მოვა თქვენთან და არა პირიქით.

რა უპირატესობა აქვს მაგიდის სანათს ?

კომპაქტურობა მუდამ ფასობს. ასეთი ნივთები მარტივი გადასაადგილებელია. მაგიდის სანათები ჰქვია, თუმცა, მათი გამოყენება ყველგან შეიძლება. ამაში ხელს სიმსუბუქე და მოქნილობა უწყობს. ასე რომ, აუცილებელი არ არის, მხოლოდ მაგიდასთან გამოიყენოთ. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ეს არის.

რა განსხვავებაა ხელსაწყოებს შორის ?

მაგიდის სანათებს სხვადასხვა ფერის ტემპერატურა აქვს. ძირითადად, ნათება ორგვარია: თეთრი (ცივი) და ყვითელი (თბილი). თვალი ორივეზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ადამიანებისთვის ეს საკითხი ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გირჩევთ. თქვენ უკეთ იცით, თუ რომელი ფერი გირჩევნიათ. უბრალოდ, სანათის შერჩევისას ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

უთვალავი არა, მაგრამ Holst.ge - ზე ბევრი მაგიდის სანათი დაგხვდებათ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ. სიმძლავრესა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს რომ თავი დავანებოთ, მრავალ ფერსა და დიზაინსაც გადააწყდებით. მწვანე, წითელი, ლურჯი, თეთრი, და კიდევ ვინ იცის, როგორი დაგხვდებათ. ამჯერად, სამ ინსტრუმენტს შემოგთავაზებთ. თუ თქვენს გემოვნებას ვერცერთი მოერგო, მაშინ ყველა გზა Holst.ge - ის სანათების გვერდისკენ მიდის.

LINUS LED-02647 მაგიდის სანათი შავი 7W 2700-6500K

მუქი ფერების მოყვარულებს, შავ მაგიდის სანათს ვთავაზობთ. Linus - ის ხელსაწყო სრულიად სანდოა. ინსტრუმენტი დიდხანს მუშაობს, მძლავრია და ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. კარგ სანათს კი მეტი არაფერი მოეთხოვება. ხელსაწყო შავია, თეთრი მხოლოდ კორპუსი აქვს. პლასტმასისგანაა დამზადებული და მსუბუქია. თქვენ შეიძინეთ, სასიამოვნო აურა და ფერები კი  მასზე იყოს.

LINUS LED magidis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 580 lm       
  • ტიპი - LED   
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა -  პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 1.55         
  • სიმძლავრე (W) – 6

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • ენერგოეფექტურობა
  • მაღალი რესურსები
  • გარანტია

LEDEX-72149 მაგიდის სანათი Robotop თეთრი

Leddex - ის მაგიდის სანათი სულ სხვაა. პირველი თვალშისაცემი განსხვავება ფერია. შავიდან თეთრზე გადავინაცვლეთ. ხელსაწყო მეტალისა და პლასტმასისგანაა დამზადებული. მძლავრად ანათებს და მუდამ ეფეტქურია.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი - E27     
  • კორპუსის ფერი - თეთრი     
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.45

უპირატესობები:

  • ხარისხიანი მასალა
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • სიხშირე

LEDEX-72148 მაგიდის სანათი Moard ვერცხლისფერი

მესამე მაგიდის სანათი ვერცხლისფერია. იმდენად მსუბუქია, რომ მუდამ მარტივად გადაადგილებთ. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს, რომელსაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ. ყველა სიკეთესთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი           
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ტიპი პ- E27   
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი   
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.55

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომფორტულობა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება